ბლოგები


gio877
30, თბილისი, საქართველო

მთელი კვირა ველოდები მზეს, ყოველ დილას ლურჯი ზეცა მათრობს... სხვა თუ არა, მე გიპოვი დღეს... მე ხომ, შენი მოფერება მათბობს... მთელი კვირა ველოდები მზეს, მზესთან ერთად ულამაზეს ასულს... მთელი ღამე შენი დარდი მდევს, და ფაქიზად ვეფერები წარსულს... მთელი კვირა ველოდები მზეს, ჩემს გულში რომ უშენობას წაშლის... ვიცი, მაინც შემიბრალებ დღეს... და მზესავით გამიღიმებ მაშინ... მთელი კვირა ველოდები მზეს, ყოველ დილას შენსკენ ფიქრებს ვგზავნი... შენთან ერთად დავიღალე მეც... ვიკარგები, როგორც უცხო მგზავრი... მთელი კვირა ველოდები მზეს, ყოველ დილას შენით ვიკლავ წყურვილს... შენ თუ არა, მე გიპოვი დღეს... მე მზე მითბობს უშენობის სურვილს... მთელი კვირა ველოდები მზეს, ყოველ დილას შენი სუნთქვა მესმის...…


gio877
30, თბილისი, საქართველო

1_ ცხოვრებაა ფუჭი, თუ გაწუხებს კუჭი…
2_ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი », მაინც ჭიანი გაქვს კბილი
3_კომპიუტერში ხარ დაუნი, თუ არ იცი « shut down »-ი.
4_იმ აღმართზე დგას ძველი ვილისი, ჩემზე ეცემა მთელი თბილისი.
5_“კომპს” გაუფუჭდა მაუსი, დროზე ექიმი ჰაუსი !
6_მე შენ მიყვარხარ როგორც ვირთხა,ფეხქვეშ გაგიგდებ და ისე გირტყამ
7_დალიე არაყი იქნები ამაყი
8_უკვე იმდენი მკიდია თავი ვეშოლკა მგონია
9_'გჯერათ ერთი ნახვით სიყვარული? თუ მეორედ ჩამოვირბინო?'
10_დილით ვერ ვსაუზმობ იმიტომ რომ შენზე ვფიქრობ, შუადღეს ვერ ვსადილობ იმიტომ რომ შენზე ვფიქრობ, საღამოს ვერ ვვახშმობ იმიტომ რომ შენზე ვფიქრობ და ღამე ვერ ვიძინებ იმიტომ რომ მშიააააააა!!!


gio877
30, თბილისი, საქართველო

მაპატიე..მაპატიე უფალო,რომ ისეთი არ ვარ როგორიც გინდა,რომ ვიყო...მაპატიე რომ ყოველ წუთს ვცოდავ..მაპატიე,რომ ყოველ ჩემს აღსარებას,კიდევ ერთი ცოდვა ემატება,მაპატიე რომ არ გიფასებ ამაგს...მაპატიე რომ ზოგჯერ არ ვიცავ მცნებებს და ვარღვევ მარხვას,მაპატიე რომ არ ვზრუნავ სულზე ისე,როგორც სხეულზე,მაპატიე რომ უნებურად ვტკენ,ვანერვიულებ..მაპატიე რომ გტკენ...მაპატიე რომ ზოგჯერ ცოდვას ნებით ჩავდივარ,იმ იმედით რომ მაპატიებ...მაპატიე,რომ ისე ძლიერ არ მიყვარხარ როგორც უნდა მიყვარდე,მაპატიე რომ დაპირებებს არ ვასრულებ პირნათლად..მაპატიე,რომ ზოგჯერ ვცრუობ,მაგრამ არასოდეს სხვის საზიანოდ..თუმცა რა მნიშვნელობა აქვს....დიდი და პატარა ცოდვა ხომ არ არსებობს,ისევე როგორც "ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდია"....მაპატიე,რომ ვერ გსტუმრობ ხშირად...მაპატიე,რომ ზოგჯერ ცოდვას ვარჩევ,ტკბილ ზიარებას...მაპატიე,რომ დაღლილი,ურცხვად მოვდივარ შენთან ატირებული,გიჩოქებ და შენდობას ვითხოვ,მე ხომ ვიცი რომ…


gio877
30, თბილისი, საქართველო

გახსოვს? პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს? მაშინ წვიმდა...... კოკისპირულად წვიმდა. მე მოვდიოდი ჩაბნელებულ ქუჩაში მარტო და წვიმის წვეთები სახეზე მეცემოდა. მოვდიოდი წვიმაში და ჩემს გულშიც წვიმდა....... ო, როგორ ვოცნებობდი მაშინ რომ გამოედარა, მზე ამოსულიყო ჩემს ცხოვრებაში და გაეთბო და გაენათებინა ჩემი გული..... ო, როგორ მჭირდებოდი მაშინ......
მოვდიოდი წვიმაში და ჩემ გულშიც წვიმდა......
სწორედ მაშინ შეგხვდი. ქუჩაზე მოაგელვებდი მანქანას. მე ვერ შეგამჩნიე.... ვერც შენ.... ასე უეცრად აღმოვჩნდით ერთმანეთის წინ.... შენ შეგეშინდა და სწრაფად დაატორმუზე.... მანქანიდან გადმოხვედი და მომვარდი..... მხრებში ჩამჭიდე ხელი და მაგრად შემარხიე.... კაპიუშონი მომეხადა თავიდან და თმები წინ გადმომეყარა.... შენ შეცბი... ცოტა ხანს გაშტერებული მიყურებდი.... მერე თმაზე შემეხე,…


gio877
30, თბილისი, საქართველო

ციოდა...საშინლად ციოდა...ციოდა აგვისტოში...ციოდა ყველგან....შინ და გარეთ...ციოდა ბიჭის გულშიც...სიბნელე ...ყველგან...ბიჭის გულშიც...სიცარიელე..ცარიელია ყველაფერი...ბიჭის გულიც...მარტოობა და მონატრება...ტკივილამდე მონატრება და შეშლილი მარტოობა...შეშლილი ბიჭი...მონატრებული სიყვარული...ფიქრები...მხოლოდ ფიქრები...ფიქრები ყველგან და ყოველთვის...გაძარცვული ფიქრები და უგზოუკვლოდ ოცნებებში მოხეტიალე ბიჭი...თეთრი ფურცელი...ზედ შავი მელნით ნაჯღაბნი...თეთრი თითები...შავი თვალები...შავი ფიქრები და თეთრ ფურცელზე დაცემული კამკამა ცრემლი...
მარტო ბიჭი და მარტო ფიქრები....მთვარეზე...ცაზეე...ზღვისფერ თვალებზე..სიყვარულზე და სიცოცხლეზე...სიცოცხლეზე...რომელიც აღარაფრად უღირდა..
და მაინც...____
რა არის სიცოცხლეი
ცხოვრება...სიბერე...ურღვევი კანონი გვიმონებს:იბადები რომ მოკვდე...სად რჩება კვალიიდაბადების მოწმობაშიიატესტატშიიდიპლომშიიქორწინების მოწმობაშიიგარდაცვალების ცნობაშიიქვითრებში,რომლებიც ყოველთვის მოდიანისად არის ის კვალიისაფლავის ქვაზე ორ თარიღს შუა გაჩრილ ტირეშიისულ ეს იყოიამ ტირეს გულისთვის ვეწამეთ ამდენიინუთუ ეს ტირეა ცრემლებიიდედის პირველი მზერა და მამასთან პირველი შეხებაიპირველი ნაბიჯი,სიტყვა,პირველი დღე…


gio877
30, თბილისი, საქართველო

ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან... როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ... ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე…


gio877
30, თბილისი, საქართველო

(აგვისტოს ბიჭებს)
ანა, სანგარში ვარ ახლა დაჭრილი და
ალბათ თხუთმეტ წუთში სისხლით დავიცლები,
ცოტაც მოითმინე, სულ სხვა აპრილიდან,
ერთად გაფრინდება შემზარავი წლები.
მალე იქნება, თუ ცოტა უფრო გვიან,
წლები გიწამლებენ, დროის ვეზირები,
ვკვდები, შენზე ფიქრში, შიში რას მიქვია,
როცა უკვდავებას მსხვერპლად ვეწირები?!
ვიცი მოგასკდება ცრემლის ნიაღვარი,
თვალებს დაგიკოცნის მზიან ტუჩებს მოგბანს,
ყველა გაჭირვებას მიწა მიაყარე,
ყველა მონატრებას – ბევრი უჩემობა.
ჰოდა, რომ გაივლის ჩემი აგვისტო და...
(ვნება მიწიერი წარსულს რაკი ძალავს...)
სულს სხვა ჩამოგიკრეფს აპრილს ატმის რტოდან.
და ჩემს სამარესთან მოსვლას აგიკრძალავს.
ახლა…


gio877
30, თბილისი, საქართველო

სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
დაღლილი ქუჩა. ძველი ნაღველი...
და როგორც დანით გაჭრილი თითი
ტუჩებთან მტკივა შენი სახელი.

ისევ სავსეა ხსოვნის ჭიქები,
გულს რაღაც თბილი შერჩა ქალიდან.
ღამეს შემოაქვს ძველი ფიქრები –
კალენდარივით ვფურცლავ თავიდან.

საღამო თვლემდა, როგორც სველი ტყე.
შენ უკრავდი და რა გვამღერებდა?!
გადაუღებლივ წვიმდა მთელი დღე
და წვიმა თავის თავს ასველებდა.

სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
ქუჩაც ძველი და ძველი ნაღველი...
და როგორც დანით გაჭრილი თითი,
ბაგეზე შემრჩა შენი სახელი.


gio877
30, თბილისი, საქართველო

მინდა გავექცე მე ამ ცხოვრებას
და დავემალო ყოველგვარ ტკივილს
ჩემნი სხეულიც ჩუმად მოკვდება
და დაიწყებენ საფლავთან ტირილს
ალბათ ბევრისთვის მძიმე იქნება
და მტკივნეული ჩემგან სიშორე
ეს ყოველივე მტკივა იმდენად...
მაგრამ მინდა რომ თქვენ ეს იცოდეთ
თუმცა მიზეზი კიდევ ბევრია
სათქმელი კიდევ უფრო მეტია
მაგრამ წავიღებ საფლავში ტკივილს
რადგან ამის თქმა ძალიან მიჭირს
მინდა გამიგოთ ჩემი ეს ცოდვა
ვიცი რომ ბევრი მაინც გამიგებს
ვიცი რომ ეხლაც ამ წუთას ვცოდავ
მაგრამ ჩენმს ხსოვნას წლები წაიღებს
გავა დრო და მეც დამივიწყებენ
რამოდენიმეს თუ ვეხსომები
და ზოგნი ცრემლით დამიტირებენ
მე მხოლოდ სიკვდილს დავემონები


gio877
30, თბილისი, საქართველო

ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი
სანთლებს უნთებდა ღვთისმშობლის ხატებს
შყვარებულზე ფიქრობდა იგი
ცხელი ცრემლები უვსებდა თვალებს
იწვოდა, იწვოდა სანთელი ნელა
თითქოს სიყვარულს ეკიდა ცეცხლი
და იმ ერთ სანთელს უცქერდა ყველა
ქურდმა ბიჭმა კი დაწერა ლექსი
"ჩემო სიცოცხლევ, როგორ მიყვარხარ
შენზე ფიქრებში არ მყოფნის გონი
მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ
და თავს მოვიკლავ, მოვიკლავ მგონი
და თუ სიყვარულში არა მაქვს ბედი
და თუ სიყვარულმა ტანჯვა მომიტანა
რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი
ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა
ო,ღმერთო დიდებულო კარგად მიმყოფე
მე გზა ხსნილი და მარადის
ვისაც დასთანხმებია ეს ჩემი გული
და ვინც მეყვარება კუბის კარამდე,
ლოცვად მოუვლინე ყოვლად წმინდისაგან,
ფარავდეს ღვთისმშობლის ხატი,
იყოს უმანკო და ხსნილი ბილწისაგან,
იყოს ლამაზი და ყოვლად მშვენიერი"
ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი
და შესცქეროდა ღვთისმშობლის ხატებს
რა არის ქალი! ფიქრობდა იგი
რა შეუძლია ამ ქვეყნად…


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში