ბლოგები


მეამბოხე გოგო ;)
28, თბილისი, საქართველო

45-ვიყავი რეიტინგში ახლა კი ბოლოში გადამიტანეს . ალბად აქ ბჭები -ბიჭებს აფასებენ ჰაჰაჰ )) მაგარი უაზრობაა ფუუh . წავშლი ფოტოებს ამ იდიოტურ ჩატში ჩემი მტერი რაა ... : D


მეამბოხე გოგო ;)
28, თბილისი, საქართველო

უბრალოდ რატომღაც , ვფიქრობდი შეზე,

უბრალოდ ,მეგონა გამიმართლებდა ,

მეგონა ერთად შევცვლიდით რამეს 

და გამიმართლებდა ალბად ერთხელ მეც ,

უბრალოდ ვცდილობ აღარ ვიფიქრო , 

ვცდილობ და ვიცი ვერშევძლებ ამდენს,

უბრალოდ ვიცი რომ არ გიყვარდი 

და მე ტყუილად ვფიქრობდი შენზე,

ახლა კი ვცდილობ აღარ ვიფიქრო

არ მქონდეს იმდეი რამის,

რომ შენ ოდესმე მობრუნდები და

ერთხელ მაინც იზრუნებ ჩემზე. 

უბრალოდ ,კმარა ! ამდენი ფიქრი ,

არ ააქვს აზრი მასზე იფიქრო,

ვინც ცხოვრებაში ვერ დაგაფასა და

ვინც კი უბრალოდ გაგცვალა სხვაში .

აღარ იფიქრო, არღირს ამაოდ

ვინც არ იმსახურებს არ გაეკიდო,

ცხოვრება სწორად კარგი რამ არის, 

რომ მიგახვედროს ვინ დროს ვინ არის ,

უბრალოდ მოცდა მოგიწევს ცოტა ,

აღარ იფიქრო დამიჯერე,

უბრალოდ გაიღიმე და იმედიც მოვა , 

რომ ცხობვრებაში შენ უბრალოდ ,

უბრალო არხარ ...    

                                          ავტორი :  დ.ზავრაშვილი



25.02.2019
antares
53, თბილისი, საქართველო

https://www.youtube.com/embed/TzhO866dgNI?start=77"


antares
53, თბილისი, საქართველო

გახსოვს აღმოსავლურ ზღაპართა წყევლა? –

“ღმერთსა ვთხოვ,
გულში სამი თურინჯის
ტრფობა ჩაგივარდეს.
ის თურინჯები
ცხრა მთას იქით,
დაბეჭდილ ბაღში ხარობს;
სიცოცხლეს უნდა გასცდე და
იქამდე მიაღწევ!”

მე კი
აქვე,
რატომღაც,
ერთი ხე შემიყვარდა.
მწუხარედ,
მარტოდმარტო შრიალებდა და
მშვენიერ ლექსებად ჩამესმოდა
იმისი შრიალი…

მიყვარხარ-მეთქი, –
როგორც კი გავუმხილე,
კენწეროზე მაშინვე
თურინჯი გამოიბა
და თვითონვე უკვირდა,
რომელი ჯადოსნური ქვეყნიდან
მონაბერმა ქარმა მოუტანა
იმ თურინჯის
უჩვეულოდ ბრდღვიალა ნაყოფი.

ხეო მშვენიერო,
ლექსებად მოშრიალევ,
ის თურინჯი ჩემი გული იყო,
გასკდა და იქიდან
ქალი გადმოვიდა,
აღმოსავლურად მრუში და კადნიერი,
შიშველი
ევასავით.

ედემის გარსში
სიშიშვლეს არ იმჩნევდა,
უბიწო იყო და
საკუთარ უბიწობასვე ეძლეოდა
წელში გადრეკილი…

ხელში აპარატი ეპყრა,
სურათებს იღებდა…
მე კი ხედვის რეალისტურ პრინციპებს ვერ ვიტანდი
და, მაინც და მაინც,
მინიატურათა პირობითობების ტრფიალი ვიყავი…

მინიატურების გულში
ერთი ხე შრიალებდა
და ხეს მხოლოდ იქ,
მოშლილ-მორღვეულ განზომილებებში შეეძლო
თურინჯის სიყვარული…

დედა-აღმოსავლეთი ასე ჩამეხურა:
როგორც კი მივესალმე,
დევის დედასავით
პირში სინამდვილის მწარე ძუძუ მომცა,
გული თურინჯივით გამიხეთქა
და იმ თურინჯის სისხლში ამომივლო
სიცოცხლის ზღაპარი…

გიორგი ლობჟანიძე


antares
53, თბილისი, საქართველო

ადამიანის ბაზისური მოთხოვნილებები:

 სულიერი მოთხოვნილებები:

Ø  პიროვნული ზრდა;

Ø  განვითარება;

Ø  თვითშემეცნება;

Ø  თვითაქტუალიზაცია:

ესთეტიური მოთხოვნილებები:

Ø  სიყვარული;

Ø  სიხარული;

Ø  ჰარმონია;

Ø  სილამაზე;

შემოქმედებითი მოთხოვნილებები:

Ø  შემოქმედება;

Ø  აღმშენებლობა;

Ø  შეცნობა;

Ø  აღმოჩენა;

პატივისცემის და აღიარების მოთხოვნილებები:

Ø  საჭიროება;

Ø  მნიშვნელოვნება;

Ø  აღიარება;

Ø  თვითპატივისცემა;

სოციალური მოთხოვნილებები:

Ø  ურთიერთობა;

Ø  ყურადღება;

Ø  ზრუნვა;

Ø  მხარდაჭერა;

უსაფრთხოების მოთხოვნილებები:

Ø  დაცულობა;

Ø  თავდაჯერებულობა;

Ø  სტაბილურობა;

Ø  კომფორტი;

ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები

Ø  საკვები;

Ø  წყალი;

Ø  ძილი;

Ø  სექსი.


16.02.2019
nan
34, Florence, იტალია

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! - 

იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!...

არა ერთს ისე მოეღო ბოლო,

თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.


ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!...

სად არის იგი? - ეს ღმერთმა იცის!

იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის, - 

ათასში ერთი გამხდარა ღირსი!..


მუხრან მაჭავარიანი


Akako
35, ქუთაისი, საქართველო

რომელი სოცილური ფენის ოჯახში დაიბადა ბავშვი, წინსვლის შესაძლებლობები მიახლოვებითი სტატისტიკის მიხედვით:
 
დიდი კომპანია, მსოფლიო კონცერნი
შეუძლია ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწიოს 

საშუალო დონის მწარმოებელი 
შეუძლია ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწიოს აქ ან 
ერთი საფეხურით უფრო მაღლა 

აკადემიური ოჯახი 
მაგალითად, ექიმები, წვრილი მეწარმეები (საცხობი და ა.შ.) 
შეუძლია ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწიოს აქ ან 
ერთი საფეხურით უფრო მაღლა 

მუშების ოჯახი 
შეუძლია ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწიოს აქ ან ერთი 
საფეხურით უფრო მაღლა 

გაჭირვებული ოჯახი 
ამავე საფეხურზე რჩება, ანდა ერთი, საუკეთესო შემთხვევში 
კი, ორი საფეხურით უფრო მაღლა იწევს


მარიამი
44, თბილისი, საქართველო

ცრემლებით მოწმენდილი ცა ნაწილი პირველი ჩემი შემოქმედება.ასე დაიწყო დავწერე 2002 წელს გაზაფხულზე.ავადმყოფობის პერიოდში მქონდა ჰაიმორიტი,ფრონტიტი,მოკლედ დავწერე რომელიც მართლა ზღაპრის სტილში იყო.და სამწუხაროდ საშინლად არ მომწონდა სოციალური თერაპიის სახლში თანამშრომლებს პრემიერა წარვუდგინეთ მანამდე დიდის ამბით ვემზადებოდით გვქონდა გენერალური რეპეტიცია პრემიერა თანამშრომლებს  წარვუდგინეთ.მანამდე ვემზადებოდით. ამისთვის ხელის თოჯინები გავაკეთეთ.კაბები ჩვენ შევკერეთ თავი სველ თექაში ამოვავლეთ.ბლენდერში ფაფადქცეული დაჭრილი ქაღალდები თოვლის გუნდებად ვაქციეთ.და ხეზე წამოვაცვით პრემიერამდე იქ კიდევ რობოტი, მეფე, ვიზა,ეგეტი მსგავსი სისულელეები ჩაამატეს.მე  რათქმაუნდა უარი ვეღარ ვუთხარი მკითხველი ვიყავი.მერე მთელი  სერიოზულობით მივუდექი ამ საქმეს ეხლა ვათანამედროვებ  რაღაცეებს ვცვლი.პერსონაჟები უფრო ბევრი მყავს.მოვიფიქრებ კიდევ რამეს ჯერჯერობით სულ ეს არის მე კომპიუტერში ვწერ და მერე სურატებს ვასკრინშოტებ.ფეისბუქზე ვაგდებ მთავარია ჩემი ნახელავი არ დაიწუნოთ.ვნახოთ როგორი გამომივა ცდა ბედის მონახევრეა ნათქვამია ამიტომ მე უფრო ბევრის გაკეთება და მუშაობა მომიწევს.


ქალი
39, თბილისი, საქართველო

ჩემი ალბომი სადა?ვერაფერს ვეღარ ვპოულობ,სურათები ფაფუ??


ylq123
21, თბილისი, საქართველო

Today is the Mid-Autumn Festival on October 3. In the evening, our family had a hearty Mid-Autumn dinner. Today's table is: crab, chicken, duck, scallions, celery, Malan head, lettuce shoots... It's delicious of us are full and ready to go to the botanical garden to enjoy the moon Wholesale On Newports Cigarettes. Before I arrived at the Botanical Garden, I saw a long "car dragon" onalk into the botanical garden, wow, today's botanical gardens are brightly lit and brightly lit! Along the long path, we walked slowly forward, looking up, a round of bright moon is t 7 o'clock, the…


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში