ბლოგები


elsi
34, თბილისი, საქართველო

...დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ საქართველოში, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა და კაზანტიპის ჩატარებას აპირებდნენ ანაკლიაში.
ინანა უფალმა, რომ შექმნა საერთოდ ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.
თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ანაკლიას და მთელ საქართველოს.
მხოლოდ ლევან ვასაძეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.
უთხრა ღმერთმა ვასაძეს: გაიკეთე კიდობანი (უკან არა).
ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა;
აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რომელიც კაზანტიპზე შესვლას მოისურვებს.
აიყვანე მასში მხოლოდ სამღვდელოების წარმომადგენლები, მორწმუნე ბიზნესმენები, თითო წყვილი მორწმუნეები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან და თითოც იმათგან, ვინც კაზანტიპზე არ შეუშვეს და შემდეგ…


elsi
34, თბილისი, საქართველო

როგორ არავის ებრალებით გაზაფხულისთვის, როგორ ადვილად გიმეტებენ გაზაფხულისთვის. მარტო ფოთოლცვენისას თანაგიგრძნობენ, რადგან ადვილია შიშველი ცრემლის დანახვა და მოფერება. გაზაფხულზე კი აღტაცებით ტაშს უკრავენ, რისთვისაც გუშინ ღრმა სამძიმარს გეუბნებოდნენ. ვეღარ გამჩნევენ არანაკლებ მძიმე ტკივილებს, მხოლოდ სხვაგვარად – ფოთლებად და ყვავილებად ამოკვნესებულს. ვერ მიმხვდარან, ჯალათივით რომ დაგდგომიათ მწვალებელი აპრილი თავზე და ფესვებიდან გივლით კანკალი ყოველი კვირტის ამოტეხვისას. როგორ ადვილად გიმეტებენ გაზაფხულისთვის... არ იციან, რომ შემოდგომის ბანგი გერჩიათ, შემოდგომის დიდი სიმშვიდე. თორემ ფხიზლებს უფრო მეტად დაგეზარებათ, რამდენი ყვავი ცას შეახეთქებს ძველისძველ ბოღმას, რამდენი ქარი აიშლის ნერვებს თქვენი შტოების თავში სახლელად. ...სიცოცხლე ჰქვია, მაგრამ მაინც ტვირთია ჟამი – გამწვანებიდან – ფოთოლცვენამდე. მარტო ფოთოლცვენისას თანაგიგრძნობენ...…


elsi
34, თბილისი, საქართველო

"არიან ქალები- უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები- ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები- ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები- ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები- ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები- ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს,
მერე არავის არაფერში არ სჭირდება.
არიან ქალები -გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.
არიან ქალები-ფორმულები,
მათ ძუძუებს დაავიწყდათ
მამაკაცების ტუჩების ელდა.
არიან ქალები - მყუდრო ოთახები,
შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო,
არიან ქალები- ნიაღვრები,
რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან,
არიან ქალები,
მათ "სიყვარულზე" ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს.
არიან ქალები,
რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ, რომ დაგვამარცხონ.
არიან ქალები,
მუდამ ჩვენთან არიან ქალები,
არიან ქალები- რომელთაც გვშობეს,
არიან ქალები- დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს ,
არიან ქალები- ჩვენი…


elsi
34, თბილისი, საქართველო

''ადამიანზე თუ გამუდმებით ფიქრობ,
დაგესიზმრება.
ყველაფერი ასეა.
მთავარი სურვილის სიძლიერეა.
რომელი უფრო სასწაულია,
როცა ადამიანები გვიქრებიან
თუ
როცა გრძნობები?
ალბათ არცერთს არ ვუფრთხილდებით.
ჩემი ცხოვრება არ არის თეორიული ბოჰემა,
ღამე, წვიმა და ფანჯარაში შემოსული მთვარე.
არც გემია ჩემი ცხოვრება,
მიცურავდეს და ნაპირ-ნაპირ ჩერდებოდეს.
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ნახატია,
რომელსაც დიდხანს ვაკვირდები,
რომ ამოძრავდეს.


elsi
34, თბილისი, საქართველო

"მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვნო ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. მას ეტყვი იმას, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს, ის კი გაითავისებს ყველაფერს და ისევ ენდომება, რომ უფრო და უფრო მეტი გაიგოს. მას გაუზიარებ შენს იმედებს, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს ახდება, მიზნებს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა და იმედგაცრუებებს, რომელნიც ცხოვრებამ შეგახვედრა. როდესაც რაიმე კარგი მოხდება,მოუთმენლად დაელოდები წამს, როდესაც შეგეძლება მოუყვე ყველაფერი, რადგანაც იცი, რომ იგი ყველაფერს გაიზიარებს და აღფრთოვანდება. ის არასოდეს შეეხება მტკივნეულად შენს გრძნობებს და არ გაგრძნობინებს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. იგი შეგავსებს და გაჩვენებს შენს თავს მთელი მისი განსაკუთრებულობითა და მშვენიერებით. არ არსებობს არანაირი სტრესი, დეპრესია და მწუხარება…


elsi
34, თბილისი, საქართველო

ხმა. რას საქმიანობ?
მე. ვწერ.
ხმა. რატომ წერ?
მე. მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ ვწერო.
ხმა. ჰოდა, წერე. წერე სიკვდილამდე.
მე. თავისთავად ცხადია. სხვა რა დამრჩენია.
ხმა. მეტისმეტად მშვიდად გამოიყურები.
მე. სულაც არა ვარ მშვიდი. კარგად რომ მიცნობდე, გაიგებდი ჩემს წამებას.
ხმა. სად გაქრა ღიმილი შენი?
მე. ღმერთებს დაუბრუნდა ცაში. ცხოვრებას რომ ღიმილი აჩუქო, საჭიროა, მქონდეს ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე _ ფული, მესამე _ უფრო ძლიერი ნერვები, ვიდრე მე მაქვს.
ხმა. მაგრამ შენ ახლა, მგონი, გულზე მოგეშვა.
მე. ჰო, გულზე მომეშვა, მაგრამ სამაგიეროდ შიშველი მხრებით მიჭირავს ტვირთი მთელი ცხოვრებისა.
ხმა. აღარაფერი დაგრჩენია გარდა იმისა, რომ შენს ჭკუაზე იცხოვრო. ანდა, შენს ჭკუაზე...
მე. ჰო, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ჩემს ჭკუაზე მოვკვდე.
ხმა.…


elsi
34, თბილისი, საქართველო

ზოგჯერ ისეთი სიცივე ჩამოდგება, ისე აცივდება, ისე საშიშად.

გგონია აღარ დამთავრდება,
აღარასოდეს გათბება შენი გამოყინული სახლი.
ცივდები, ისე ავად ხდები, თითქოს თავს იცავდე ამ ავად გახდომით.
ზიხარ და ფიქრობ, რომ
როგორმე უნდა გადაიტანო,
როგორმე უნდა აპატიო ამ ზამთარს.

და ზოგჯერ ისეთი სიცივე ადამიანები ჩამოდგებიან,
ყველა მხრიდან მოგიძვრება იმათგან მობერილი ქარი.
ძვლებში ჩაგიდგება იმათი ნისლი.
ცივდები, ისე ავად ხდები,
თითქოს ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ყვავილები ამოგეხოცა.
არც ცხელი ჩაი შველის და არც ჟოლოს მურაბა.
არც ფეხების დათბობა და საბნის ქვეშ ტირილი.
წევხარ და ფიქრობ, როგორ არ შეგიძლია პატიება.
როგორ არ შეგიძლია აპატიო ეს შენი ამოყინული თავი,
ეს შენი ფესვებდამზრალი სიყვარული.

და ზოგჯერ შენც ისეთ სიცივედ…


elsi
34, თბილისი, საქართველო

მინდა იცოდე ერთი რამ.

შენ იცი როგორცაა ეს:
თუ მე ვუყურებ კრისტალურ მთვარეს და წითელ ტოტებს
ნელი შემოდგომის, ჩემ ფანჯარაში.
და თუ ვეხები უგრძნობ იფანს,
ნაოჭებით დაღარულ მორს,
ბუხრის წინ.
ყველაფერს მოვყავარ შენთან,
ყველაფერი რაც არსებობს, პატარა ნავია, ჩემთვის,
შენი კუნძულებისკენ მომავალი.

თუკი მოულოდნელად დამივიწყებ მე,
აღარ მეძებო,
რადგან მე უკვე დაგივიწყე შენ.

თუ შენ ფიქრობ რთულია და სიგიჟე,
დროშები ქარში, რომელიც გასდევს ჩემს ცხოვრებას.
და თუ შენ გადაწყვეტ მიმატოვო მე ნაპირზე,
გაიხსენე ის დღე,
ის საათი.
მე ჩამოვუშვებ მხრებს
და ჩემი ფესვები, შენში, შეწყვეტენ არსებობას.
რომ იპოვონ ახალი მიწა.

მაგრამ,
თუ ყოველ დღე,
ყოველ საათს.
შენ გრძნობ რომ არსებობ ჩემთვის.
თუ ყოველ დღე, ყვავილი იშლება შენ ტუჩებთან,
რომ მიპოვონ მე.
ოჰ ჩემო სიყვარულო, ოჰ ჩემო,
ჩემში ცეცხლი გიზგიზებს კვლავინდებურად.
ჩემი სიყვარული იკვებება შენი სიყვარულით, დამიჯერე.
და ყოველთვის როცა შენ…


elsi
34, თბილისი, საქართველო

დაუჯერებელია, ეს ამბავი ასე მომხდარიყო, _ ჩაიბუტბუტა მდინარემ,კალაპოტს მხრებით გაეხახუნა და სწრაფად ჩაირბინა დანაღვლიანებულმა, ქარმა კი მთებს იქით გადაინაცვლა-ახლა სხვებისთვის რომ ეამბნა, თუ როგორ შეუყვარდა მზეს,თვალებრდღვიალას, სიზმარგოგონა, მზისფერთმიანი...

ეს ამბავი ქარისთვის სოფლის განაპირას,მაღალ ბორცვზე მდგარ ბებერ მუხას მოეყოლა

ძალიან დიდი ხნის წინად, ამ სოფელში ერთი ულამაზესი გოგონა ცხოვრობდა. წყლიან ნაცრისფერთვალებიანსა და ფერმკრთალსახიანს ყველა სიზმარგოგონას ეძახდა იმიტომ, რომ მისი ნახვა მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ შეიძლებოდა. გოგონას მზის დანახვის უფლება არ ჰქონდა.

ჯერ კიდევ მის დაბადებამდე, გრძნეულ ქალს ეთქვა დედამისისთვის- გოგონა გაგიჩნდება, მაგრამ თუ ოდესმე მის სხეულს მზის სხივი შეეხება, თოვლის ფიფქივით დადნებაო... ამიტომაც მშობლები საგულდაგულოდ უფრთხილდებოდნენ ერთადერთ ასულს, მზეს…


elsi
34, თბილისი, საქართველო

ყველა ამბავი, რაც კი ოდესმე გადამხდენია,
უცხო ქალაქის რუკას ჰგავდა.
პირველივე უცნობ ქუჩაზე ბრმად რომ გადაშლი.
კალეიდოსკოპს თითქოს ჩახედე, ისე ჭრელია.
მეტროს, ტრამვაის დაქსაქსულ ხაზებს ზოგან მდინარე,
ზოგან არხი ან ხიდი კვეთს და,
შენი სადგურის მიგნებამდე, რუკაც იხევა.
სანამ ქუჩებს დაიმახსოვრებ, გამქრალია მთელი ქალაქი.
ასე იყო ყველა ამბავში.
და ბევრ ხალხში დაკარგვის შიშიც, აქედან დამრჩა.
ბევრ ხალხში ისე ჩადგომის შიში, რომ ვეღარავინ დაგინახოს,
რომ ხელები დიდხანს აქნიო, ხალხი კი შენში,
ჯადოსნური სარკესავით შემოდიოდეს.
მინდა დამთავრდეს ის ამბები. გზისარევის.
მინდა ისრები არ მჭირდებოდეს შენს ცხოვრებაში გამოსაგნებად.


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში