harry-ის ბლოგები

harry
28, თბილისი, საქართველო

29.04.2012

მოხვედი ისე, როგორც ყვავილი,
როგორც მთვარე და მისი ნაწილი;
თან მოიყოლე მშვენება ვარდის
და დამიტოვე მე გრძნობა დარდის.
სიცოცხლით სავსე შენმა თვალებმა
მე შთამაგონეს ულევი ძალა;
ნუთუ არასდროს განმეორდები;
ნუთუ დამთავრდა მორჩა და გაქრა.
შენი ტუჩები, შენი თვალები
და საოცარი სინაზე თმების,
კვლავ მაგონდება როცა თვალს ვხუჭავ
და წამი მიდგას მე მხოლოდ შვების.
დამნაშავენ ვარ ესეც ვიცი
მიმიძღვის ბრალი,
ყველაფერს ვხდები რაღა გითხრა
მედება ალი;
ჩემი ცხოვრების ერთო იმედო,
ნაზო ფიფქივით თეთრი თოვლისა,
წავიდა ის დრო, გაქრა, გაფრინდა
და დამრჩა წამი მხოლოდ გლოვისა.
შენა ხარ მზეო არსი ცხოვრების,
შენა ხარ ქარი ჩემი ზურგისა,
შენ ხარ დიადი და უსასრულო,
დამტყვევებელი ჩემი გულისა,
შენ ხარ ჰაერი რომელსაც ვსუნთქავ
და წყარო რითაც დღეს ვიკლავ წყურვილს,
შენ ხარ ის საზრდო, რომელიც მკვებავს
და მიჩენს კიდევ…


12.10.2017

ისევ მიმატოვა ბედმა მე მუხთალმა,

ისიც კი წამართვა რაც კი მოვიპოვე,
სადღაც გაიყინა ჩემი ოცნებები
და მეც ვხეტიალობ გზა რომ ვერ ვიპოვე.
თითქოს ნათელია, მაგრამ ნისლი მაკრავს.
მინდა გავიკვლიო, ხსნა კი არსად არ ჩანს;
სადღაც მარტოხელა სული შველას ითხოვს,
სხეულს რომ გაყრია, მისი აღარა სწამს.
ერთად თავმოყრილა ჩემში ყველა გრძნობა;
სული ფორიაქობს მეფობს ანარქია.
ფიქრი შემომაწვა ისევ შორეული
და მეც ვბოდიალობ, ვითარც თვითმარქვია.
დღესაც მოიღრუბლა როგორც შიგნით ჩემთან;
პირი რომ შეუკრავთ ამ მუქ ღრუბლებს.
ქვემოთ დაყურებენ ამ ჩვენს დედამიწას
და იმას ფიქრობენ ამდენს როგორ უძლებს.
ჩუმად გაფიცულან, უხმოდ გამოთქვამენ
პროტესტს იმის გამო, რასაც უყურებენ,
ესეც რომ დაგროვდა, თორემ არ მოთქვავდნენ
სანამ შეუძლიათ ყურებს იყრუებენ;
თვალებს იბრმავებენ კარგის მოლოდინით
იმედს იძლევიან, მაინც ბოლომდე სწამთ,
იმის რომ არ არის ზღაპრად მოგონილი.
მაგრამ საბოლოოდ…


21.04.2012

იყო დრო ოდეს გმირები იბადებოდნენ ამ ქვეყნად ჩვენსა,
რომ ერთი მოსმით ყოველთვის ანადგურებდნენ ბოროტსა ბნელსა,
იყო დრო როცა გმირობა გულის სილაჩრეს ჩრდილავდა,
რომ თურმე ქვეყნის ტკივილით გმირისა გული გმინავდა,
მაგრამ სადაა ის დრო და ახლა სადაა ის გმირი,
რომ ერთი მოსმიდ ხელად ქმნას და განაქარვოს მან ჭირი.
თურმე ის უკვე მომკვდარა აღარ არსებობს ამ ქვეყნად,
ამიტომაა, რომ სოფლად ბოროტი მეფობს, თან მკვეთრად.
იყო დრო, როცა დიდების წყარო დიოდა უწყვეტად;
ჩვენი სახელიც მტერთათვის პირსა ვერ იყო უთქმელად,
დრო დავითის და თამარის, ერეკლეს- პატარა კახისა,
როს ისჯებოდა ყოველი, მქნელი ბოროტის ავისა,
მაგრამ არაა ის დრო და ახლა სადაა ის ჟამი;
წავიდა გაქრა გაფრინდა და დაგგვიტოვა მან კვალი.
თითქოს ერთბაშად ქარებმა დაჰბერეს მიწას ყივილით
და შვილთა…


  1. ღრუზინკა იცვამს „დეკოლტეს“ და ყოველ ორ წუთში ერთხელ ხელით ექაჩება ზემოთ;
  2. აქვს წაკითხული ”მარტოობის ასი წელიწადი” და ”99 ფრანკი” და ეს მის მაქსიმალურ შეხებას წარმოადგენს ლიტერატურასთან, პოეტებიდან კი გალაკტიონზე გიჟდება, რაკი სხვები უბრალოდ არ იცის;
  3. აქვს ისტერიკა და მთელი კვირა აღარ გელაპარაკება, თუ მისი თანდასწრებით რამე უცენზურო სიტყვა წამოგცდება,თავად კი სექსს და სასქესო ორგანოებს ”ის” და ”იმით” მოიხსენიებს;
  4. ღრუზინკა დედაკაცი ფეხებს იპარსავს მხოლოდ ზაფხულში, ზამთარში მაინც არ უჩანს
  5. ღრუზინკა კეკლუცი და მოვლილია გათხოვებამდე, მერე სუქდება და სახლში თმაგაწეწილი დადის, ცხოვრების მიზანს უკვე მიაღწია და რა ენაღვლება
  6. ღრუზინკა თანახმაა ქმარმა უღალატოს, კერძოდ: იაროს ბოზებში, მთავარია არ გაიჩინოს საყვარელი! აბა ისე, კაცია და უნდა გაერთოს, ძმაკაცებთან ერთად…


16.07.2015

იცი რა მიყვარს? როცა თეთრი ქუდი გახურავს, როცა მიმტკიცებ ორჯერ ორი რომ არის ხუთი, კიდევ იცი რა? როცა ქარში როგორც ბეღურა იბუზები და იმიზეზებ, რომ ჩაგიხუტო. იცი რა მიყვარს? ბავშვივით რომ აცანცარდები და დახტუნაობ, რომ იციან დილით ჩიტებმა, ისე და მერე პატარაზე როცა ბრაზდები, როცა იცინი, როცა ლოყა ჩაგეჩხვლიტება. იცი რა მიყვარს? როცა იცი მართალი არ ხარ და მედავები, სულში ბოლო სუნთქვამდე ძვრები, საკმარისია გითხრა მერე როგორ მიყვარხარ და გაჩუმდები და ორივე მართალი ვრჩებით. ახლა? რა გითხრა, დრო გავიდა, მართლაც და ბევრი, მე აღარ ვიცი, თუ რა ფერის ქუდი გახურავს, ქარში კი ისევ ჩახუტების ჩვევა მაქვს ძველი და სხეულს…


20.04.2012

გიყურებ ვფიქრობ ნეტავ რამ შეგქმნა?!
ასე ლამაზი და ასე ტურფა,
არ დაინანა და მოგანიჭა
ყველა სიკეთე შენ ასე უხვად.
მოგცა სინაზე და სილამაზე,
მოგცა მშვენება უცხო ტანისა;
ხარ მათრობელა ტკბილი ბადაგი
ახლად დაწურულ ქართულ ვაზისა.
გიყურებ, მზერა მათრობს მე შენი,
მინდა გიყურო კვლავ უსასრულოდ,
რომ დავივიწყო დღეს რეალობა
და სამოთხეში ვიმხიარულო.
მინდა შეგეხო, გაკოცო,
ვიგრძნო ტუჩების გემო;
კვლავ გეალერსო, გულში ჩაგიკრა,
შენ ანგელოზო ჩემო.
გითხრა- თუ როგორ მიყვარხარ,
გითხრა- თუ როგორ მსურხარ,
რომ შენ ხარ ერთადერთი
ვინც მე მიშველის მხურვალს!


20.04.2012

მე შენში ვხედავ ქალურ ვნებას, მეც მიდუღს სისხლი,
შენი თვალები ცეცხლებრ მგზნებარე მათრობს და მკვებავს,
რომანტიკაა თუ რომანტიკის სიგიჟე დიდი,
რომ დაგინახავ. თითქოს, მაშინვე ეს გული ღელავს.

ვეღარ გავიგე, საოცრებაა სურნელი შენი.
გიყურებ, მზერა მათრობს მე მწველი, მიმონებს ძალა,
ძალა უცნობი და საუცხოო ძლიერი სენით
და შენში არის რაღაც ისეთი რომ ელავს მარად.

ეს ჩაუმქრალი ვარსკვლავია თუ რაღაც სულ სხვა?!
ან მე ვგიჟდები და მელანდება ჩლუნგდება გონი,
ერთი მითხარი- ვინ ხარ?! რა ხარ?! რა საოცრება?!
რომ ამ ქვეყნიურს ვერ მიგაკუთნებ არა ხარ მგონი.

ო, საუბარი, შენი მანერაც ერთმანეთს ერწყმის;
მათი ტანდემი საოცრების მაგონებს ზღაპარს.
ასეთი ნაზი, ტკბილი არსება ზეცას რომ ერთვის;
როგორ ახერხებს დაემსგავსოს მდუღარე მაჭარს?!

საოცრება ხარ, საოცრებათა შორის მწვერვალზე,
ვერ შეგედრება შენ ვერარა,…


21.04.2012

ლამაზი ხარ, ლამაზი ხარ როგორც მზეო.
და ანათებ იმისათვის რომ გათენდეს ჩვენთვის დღეო.
ისე ნაზი, ციური ხარ მეშინია მოკარება,
რომ იცოდე როგორ მინდა შენტან ახლოს მოპარება.
უძლური ვარ, მაგრამ მაინც მინდა გითხრა ერთი რამე
უშენობა ძალზედ მტანჯავს გადავაბი დღე და ღამე;
გული მიქრის, გული მოქრის ისე როგორც ნელი ტანგო;
იქნებ მითხრა რომ ვიცოდე მე სადამდე დავიტანჯო?!
შენ გიყურო შემიძლია და ლოდინში გავათენო,
ნუთუ მართლა მეღირსება რომ შევეხო შენ ბაგესო?!
ვიგრძნო შენი სიტკბოება, დავთვრე როგორც ღვინით მთვრალი,
თორემ უკვე შორს წავედი ამებნია გზა და კვალი.
შენ ხარ ჩემი სიყვარული და ცხოვრების სინათლეო;
როგორ მინდა ამისრულდეს რაც კი რამე ვინატრეო.
სულ შენ გვერდით ვიყო მე და გეალერსო, გეალერსო;
მითხარ რამე, თორემ უკვე ვეღარ უძლებ მე ამდენსო.
ამოფეთქავს…


29.11.2013

შენა ხარ მთვარე, მნათობი ცისა ღამით რომ ანათებს გზას;
ეს ვარსკვლავებიც შენ ხარ
დაშორიდან აპარებ თვალს;
და ჩემი მზეც ხომ შენ ხარ, დილას რომ
ახარებს კვლავ;

ეს დილის სიოც შენ ხარ, ნაზად რომ ეხება თმას;

წვიმის წვეთებიც შენ ხარ, ცრემლად რომედებთვალს;

ეს თოვლის ფიფქიც შენ ხარ, ნაზი, რომ დნება წამს;
და ეს სიცივეც შენ ხარ, გულს რომ უაზროდ კლავს;
ეს ხმაურიც ხომ შენ ხარ, ისევ გვახსენებ თავს;
და ეს სიჩუმეც შენ ხარ, აღარ აპირებ თქმას;
ეს ხეებიც ხომ შენ ხარ, რომ ალამაზებს გზას;
და ეს ღრუბლებიც შენ ხარ, სევდას რომ აღუძრავს კაცს;
ეს მყინვარებიც შენ ხარ, მიუწვდომლად რომ…


1)მეშენმიყვარხარ,არაიმიტომვინცaშენ,არამედიმიტომTuვინvარმეროცაSენსგვერდითვარ.

2)არცერთიარამიანიარიმსხურებსშენსცრემლებს,ხოლოისვინციმსახურებს,არასოდესაგატირებსშენ.
3)
მხოლოდიმიტომ, როვიღაცასარუყვარხარისე,როგორცშენგიდნარომუყვარდე,იმასარნიშნავსრომ,იმdამიანსმთელიგულითარუყვარხარ!
4)
ნამდვილიმეგობარიისარის ,rომელსაცუჭირავსშენიხელიდაგრძნობსშენსგულს.
5)
ყველაზესაშინელიმონატრებაა,იყომისგვერდითდააცნობიერებდე,რომისარასოდესიქნებაშენი!
6)
არასოდესმოიშიალოსახეზეღიმილი .მაშინაცკი ,როცასევდიანგანწყობაზეხარვიღაცასშეიძლებაშენიRიმილიშეუყვრდეს
7)
შეიძლებაამსამყროშიმხოლოდადამიანიხარ,მაგრამვიღაცისთვისმთელისამყაროხარ.
8)
შეიძლებაღმერთსსურსჩვენვხვდებოდეთუვარგის


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში