luizaluiza-ის ბლოგები

luizaluiza
54, ჩოხატაური, საქართველო

ოთხი დრო აქვს წელიწადის მიმავალ სიზმარს

ჩვენს გონებაშიც ოთხი დროა,რომ გვითვლის წუთებს,

გაზაფხულია დასაწყისში,ის სულის ზიარს

ეტრფის სიხარულს,თვით სიცოცხლის აღქმას რომ უსწრებს.

მერე ზაფხული გაზაფხულზე ფიქრობს და გალობს,

გარდასულ ყრმობას ეზმანება ჭვრეტა მარადი-

იგი ოცნებობს და ზეცასთან ისეა ახლოს,

რომ უნებურად შემოდგომის სამანს გადადის.

ფრთებს მჭიდროდ კეცავს,სევდიანი უკვე მზად არის

საგანთ ბურუსში ჩაიძიროს ,ხმა რომ მიწყდება,

და აღარ ამჩნევს სილამაზეს მისთვის ჩამქრალი,

ლურჯთვალა წყაროს,მინდორში რომ მოიცისკრება.

დგება ზამთარი უსახო და გაფითრებული-

მოკვდავთ ბუნება-უფლის მიერ ჩაფიქრებული.


ჯონ ქითსი


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში