leo86-ის ბლოგები

leo86
33, თბილისი, საქართველო

მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.

შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.
მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ, ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ.

არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,
მივათრევ სიცოხლეს დროებით ნათხოვარს,
ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნი და,
ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს.

მათხოვარს, თუმც არა ღირსება წართმეულს,
გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი.
გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს,
და ასე უძილო, თუ სადმე დავეცი...

ჯანდაბას ერთხელაც ამეწვას მუხლები,
ვალი მაქვს ამქვეყნად, ღმერთის და გამჩენის,
მიმყვება გრძნობები, ასე ხელ--უხლები,
მივდივარ, სურვილი მიმყვება დარჩენის.

ცერებზე…


ადამიანში სულს ხედავდე
საკუთარ თავს ვნებებში მალავდე
სიყვარულისგან გიჟსაც რომ დამსგავსდე,
გულიდან სითბოს არ უნდა ხატავდე

ვერ დაგიფასებს ვერავინ ამაგს
სითბოს, სიყვარულს გულიდან ნანახს,
ავდრიან ამინდში მარტოს რომ გაგიშვებს
მიხვდები დანაკარგს ჩათხრობილ სხეულში

გაუცხოების წუთები დღეებში გადავა
სიცივე სითბოს არომატს დაგარგავს,
გაყინულს ხელებს არვინ გაგითბობს
და მაშინ მიხვდები ვინ ვინ დაკარგა...

დედაშენს უთხარი შეგიკრას თასმები
სულმოუთქმელმა გაქცევა რომ შეძლო
არ შეგეშინდეს მდევრების, რადგან
შენს მეტი მე არავინ არ მყავს

ვერ შეგაკავებ ფრთებს ვერ დაგაჭრი
სიცელქეს ბავშვურსაც აღარ დაგიშლი,
მეც მაქვს გრძნობები გულიდან მოსული
სწორედ ამიტომ თავისუფლებას მე შენში გადავცვლი...


შენ ვეღარ მიცნობ, როცა უკვე არ მეყვარები,

ვერც ჩემს თვალებში დაინახავ საშენო სითბოს,
არ მოგინატრებ, აღარც მხრებზე აგეფარები,
მივდივარ, ჩემი სიყვარული ღამეებს გითმობს..

როცა გამივლის ის ქარცეცხლი, შენით გადაღლილს,
კოპებშეკრული გამაყოლებ შეკითხვას, რატომ???
მერე მიხვდები ერთგულება ნაღდი რაცა ღირს,
გვიან გაიგებ, როცა თავად დარჩები მარტო.

ახლა გახედე ძველ ლარნაკში ჩამომჭკნარ ყვავილს,
როდინდელია...ხედავ უკვე რა დრო გავიდა,
ხვალ ვეღარ მიცნობ, უშენობაც არ ატეხს ბღავილს.
ჩვენი მზე ალბათ ჰორიზონტზე ზღვაში ჩავიდა.

მუდამ გეძებდი, მუდამ შენთან ყოფნას ვნატრობდი,
დღეს კი, შემხედე, მეც ვისწავლე შენგან სიცივე,
ქარსა თუ დარში შენზე ვწუხდი, შენზე ვდარდობდი,
როგორ შესძელი, ცხელი გული რომ გამიცივე?!

იმდენი გრძნობა დაგიტოვე, მივდივარ მშვიდად,
მუდამ მეგონა შენს გარეშე შველა არ მქონდა,
იმ დღესაც ისე გამეტებით ქუხდა და წვიმდა,
მე შენთან მყოფსაც, უშენობა დარდად…


მიყვარს ზაფხულის კოკისპირული და შემოდგომის შხაპუნა წვიმა მიყვარს შენი თვის ნისლში რბენა და შუა ზამთრის თოვლში დაწვენა მიყვარს ოცნება უვადო და ჩემი მიზნების ალბათ ახდენა მიყვარს აგვისტოს ცივი დინება ციდან რომ მოდის წვიმის გინება ვიცი შენც გიყვარს აპრილის თვეში უსიტყვოდ ჯდომა თითქოს და ციდან ჩამოსული ღრუბლებთან ბრძოლა ვიცი შენც გიყვარს წვიმის გუბეში ფეხის ჩალპობა და ქოლგის მიღმა ზეციურ წყლისგან თავშეფარება


რაღაცა მახრჩობს მომკალით ხალხო
არ მინდა ასე რომ გადავლახო,
მე სულ სხვა მინდაა შენი ფერებით
რომ სიგარეთის კვამლი არ ვყლაპო

არც ლექსების წერა უბრალოდ
მე შენთან მინდა იქ სადაც მთბილა
მაგრამ ხელებზე მცივა და მაინც
მე სულ სხვა რაღაც მინდა

წავალ სულ მალე გეგმებთან ერთად
ფიქრებთან სიტყვებთან ჩემს გულის სწორთან
ალბათ გავგიჟდი რეებს არ ვამბოობ მაგრამ
მე მაინც მინდა გრძნობებთან ერთად


შენ ჩემი ჩუმი მონატრება ხარ...
ცრემლი ხარ სულზე...ფიქრად რომ ათოვს...
სული გეძებდა,ჩემი ამდენ ხანს...
გიპოვა მაგრამ...უშენოდ დარდობს...
ფიქრით მოგიძღვნი ველის ყვავილებს ...
გულში ჩაგაკრავ გრძნობად ...პატარა...
ნაპირთან ვდგევარ..სადღა წავიდე...
ზღვამ ,შენს ტალღებზე ...გადამატარა...
ქარმა შემიხსნა ფიქრის საკინძე...
გულზე შემაბა გრძნობის ზარები...
გრძნობა ,რომელიც შენთვვის ავკინძე....
უფლისგანაა მონაბარები...


ერთად წამართვი ყველა გრძნობა, თუკი გწადია,
ამითი მაინც არაფერი შეგემატა,
წაურთმევლადაც შენი არის, რაც მაბადია,
რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი, ჩემო ხატებავ.
თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა,
მადლობას გეტყვი, სულში ასე რომ ითარეშე,
მაგრამ, ვაითუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან
და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე.
შენდობას გეტყვი, მშვენიერო ჩემო მძარცველო,
სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო,
მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცელოს,
ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს.
მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს,
კიდეც რომ მომკლა,შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ.


ჩემი გული ხარ, ჩემი სუნთქვა.......
მთელი არსება,
ჩემი სულის ხარ აღმაფრენა და
ნეტარება....
შენტვის მეცოცხლა ღირდა კარგო
ჩემო თავნება....
ისევ თავიდან რომ მეღირსოს
მე დაბადება,
ჩემი ცხოვრების სევდა მწუხრით
შემოთენება
ჩემი გული ხარ,ჩემი სუნთქვა
მთელი სიცოცხლე...
არტერიიდან,
ვენებიდან
სისხლძარღვებიდან
ამოფეთქილი ამოსუნთქვა
სიყვარული ხარ
ძალა ხარ ჩემი არსებობის
ჩემი სიცოცხლის
სიწმინდე და სალოცავი ხარ!


ახლა ჩემს სამყოფელს უხდები რატომღაც,

მაგ შავი თმებით და მყვირალა თვალებით,
სიგიჟეს ვუწოდებ ყველა შენს გამოსვლას,
შენს სულში ვიცქერი ფიქრთა მდუმარებით...

ახლა შენ ახლოს ხარ,ჩემს გულთან ვიცი და
შენს ყოველ ნაბიჯში ვხედავ იმ სიმწიფეს,
მზის სხივი,რომ ალღობს გაყინულ მიწას და
ადამის დროიდან ვიჩემებთ სიგიჟეს...

ყველაფერს!ყველაფერს!გამიგებ ოდესღაც,
თვალებში ჩამხედავ კრძალვით და ცახცახით,
მიხვდები,რაოდენ მიყვარდი იმ დღიდან
ახლა კი გრძნობების არ მოჩანს ნასახიც...

და ვდგავარ წყვდიადში გაყინულ ბაგეთა
წამებს რომ მითვლიან მზის სხივთა ბარბაცით,
წუთიც და მორჩება ამ ხორცის წამება
და მტოვებ დღეიდან,ვით ღელვა ზღვასავით...

და ტანზე მაშრება შენი თმის სისველე,
იმ თვალთა სისველე ცრემლად რომ იღვრება
ვერაფერს ვუხერხებ,ამ სევდას მიხედეთ!
მიხედეთ დღეისთვის!ხვალ გვიან იქნება...

მე გხედავ შორიდან,ვარსკვლავთა ციმციმში
ხეების შრიალში,დემონთა გუნდიდან
მოდი და შემეხე მაგ ლურჯი ტუჩებით,
იქნებ და გაალღო გაყინულ გულიდან...

ჩაწყვეტილ,ჩალეწილ გრძნობების სიმაღლე
ანდა…


შენ არც კი იცი როგორ მიყვარხარ,
როგორ მაღიმებს სახელი შენი...
ღიმილად აქცევ ჩემს სევდას შენ და
ასე შორიდან ლამაზად მშველი!
უბრალოდ მინდა შეგეხო ეხლა
გაკოცო მინდა ჩუმად კისერში...
შენ ისე უცებ მოხვედი ჩემთან
და აქ იზრდები ამ ჩემს ფიქრებში!
ლამაზო ჩემო...იყავი "ჩემი"
სულ ცოტა მაინც,სულ ერთი ბეწო,
შენამდე მოსვლა და ხილვა შენი
მინდა ძალიან...და უნდა შევძლო!
მისრულებ თხოვნას...უყვები ფიქრებს
ვისთანც გაბარებ მისთვის ინახავ...
რა გითხრა მეტი,პატარავ ჩემო
"მასზე ძალიან მე შენ მიყვარხარ!"


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში