leo86-ის ბლოგები

leo86
33, თბილისი, საქართველო

მე შევეჩვიე ფიქრში სიყვარულს,
ფიქრში - ფიქრს, ფიქრში ოცნებას...
ფიქრში -ნატვრას, ფიქრში - ლაპარაკს...
ფიქრში ჩურჩულს და ფიქრში ცხოვრებას ...
ფიქრში ვერთობი, ფიქრში ვხალისობ ,
ფიქრში აღვიქვავ სამყაროს ფერებს,
ფიქრში მიყვება წამები წამებს...
წუთები წუთებს, დღეები დღეებს...
ფიქრში ვმარტოობთ მე და სიმარტოვე,
ერთად როცა ვართ არა ვართ მარტო...
მე დავიბადე რომ სიმარტოვე
ამ სამყაროში არ იყოს მარტო..."


ფიქრებს ვალაგებ ხიდზე,მათი ახსნა მარტივია,სიცარიელეში ვეძებ გზას რომ მოვიდე იქ სადაც შენ ხარ.,ხიდებით დედამიწა მოვიარე და მაინც ვერ გიპოვე,გავახილე თვალები და მივხვდი რომ ჩემი გზა დავასრულე, მე მოვედი.........


მინდა ახლოს დაგანახო მთვარე
ღრუბელს როგორ ეფარება ღამე,
ჩემთან მოდი ნუთუ დაიღალე,
შენი ფრთები ისევ გამიშალე.

მინდა ფიქრი აღარ მივცე ქარებს
სიტყვა გითხრა რომელიც მე მმართებს,
გაგაფრინო ოცნებების არეს,
უნდა ნახო რომ ვაცილებ მთვარეს.

ჩემმა ღმერთმა თუ გამიგო რამე,
შენ მოხვედი და მზე გამინათე,
მაშინ ალბათ ჩემ შინაგან მხარეს
მზით სხივებით გაანათებს მთვარე.


მე ვარ სიმარტივე...

მე ვარ სიმარტივე შენი ოცნებების,
მზით და განთიადით სულის შეგუბება,
მე ვარ სიმარტივე შენად არსებობის,
მოლოდინით დაღლის მწარე შეგუება.

მე ვარ სიმარტივე ნისლად გაცრეცილი,
მზესთან კეკლუცი და სხივად გაბრწყინება,
მე ვარ წვიმის წვეთად შენს მხრებს დაწინწკლული,
გიჟი სურვილის და ვნების დაღვინება.

მე ვარ სიმარტივე ღამის მთვარიანზე,
შენი ნაბიჯების გულზე დაბიჯება,
მთებში გაზაფხულზე სუნთქვა გვირილების,
და ამ გვირილებით გრძნობის გაღვიძება.

მე ვარ სიმარტივე,გულში ჩაიხედე,
თუ ვერ შემამჩნიე,გთხოვ ნუ გამამტყუნებ,
მე ვარ ის ოცნება მთვარეს,რომ ანდობდი,
სიმარტივე ვარ და ნუღარ გამართულებ...

/ალისა ელიაშვილი/


მეთამაშები, მაგრამ რატომ, ამას ვერ ვხვდები,
რასაც თვალებით მეუბნები, უარყოფს ბაგე,
თითქოს ჯიუტად გადარაზე გულის კარები,
სულში დამკვიდრდა პირქუში და უკუნი ღამე,
ვერ ვიგებ, ასე დაჟინებით რატომ უარყოფ,
რაც ასე უხვად მოუცია ბუნებას, გამჩენს,
მოსამართლეც ხარ და მსაჯულიც შენ შენი თავის
და ეს სასჯელი შენს სულის გულს არაფერს არგებს,
მე მაბნევს შენი უხერხული და თბილი მზერა,
დაუფარავად, ამ ჩემს სულში, კითხვებს რომ ბადებს,
მიზეზს ვერ ვხვდები, აღარც მინდა უკვე გავიგო,
სიყვარულისთვის შენ მადლობა გადამიხადე,
ამ თამაშიდან მე გავდივარ, წესებს ვერ ვიგებ,
რაც უკვე მითქვამს, აღარასდროს წარმოსთქვავს ბაგე,
ყველაფერს თავის საწყისი და დასასრული აქვს,
ასე ბინდდება, კვლავ ჩემს სულში, და დგება ღამე,
არ ვიცი როგორ გეტყვი იმას, რაც აქ დავწერე,
ანდა რა პასუხს გაიმეტებს მაცდური ბაგე,
ერთს გთხოვ, ნურასდროს,…


გულო მაიმედე, ნუ ხარ დარდიანი,იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,სულში ჩამიფინე გრძნობა მადლიანი,მერე სიყვარულის კალო მალეწინე.გულო გამიძელი, გულო მაპატიე,სევდის სარეცელზეც აღარ დაგასვენე,ყველა განსაცდელი შენში ჩავატიე,ბევრჯერ მოგკალი და ბევრჯერ გაგასვენე.მიდი ამიჩქარდი, ისე გამიღვიძე,ფეთქვა შენეული, რომ ვერ დამითვლია,მუზებს შეეხე და რითმად ამიკინძე,სუნთქვას სიყვარულის სჭირდეს არითმია.ისე პატარა ხარ, ხელში ჩამეტევი,იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,მიდი, ამიჩქარდი უფრო გამეტებით,ჩემი სიყვარულის დარდი მალეწინე./ნანა მეფარიშვილი/


"გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა, დამეხმარეო, მთხოვა, ბინძურ სამოსში თავი ჩამალა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა. მცივა, ვკანკალებო, მშია... მაჭამეო, იქნებ არ დარგრჩეო ვალში, ზურგს ნუ შემაქცევო, ოჯახს მილოცავდა, თვალს არ მისწორებდა თვალში. მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე, გულზე არ დავუშვი თხოვნა, რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში ნამდვილი მათხოვარის პოვნა. მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე, ლოცვას ვჩურჩულებდი გულში, უცებ უხილავი ხმები შემომესმა, რაღაც ჩამჩურჩულეს ყურში. უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში, შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე, ის მე ვიყავიო მაშინ. გული შემეკუმშა, სული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღვში. ასე გამომცადა გზაში უფალმა და ცოდვა დამანახა წამში".


შენზე ოცნებამ გამინათა ბნელი სიზმრები
მინდა ზღაპრული საოცნებო კოშკი აგიგო
შენდამი გრძნობით გავათენო ყოველი ღამე
შენი ღიმილისი ერთადერთი ავტორი ვიყო

მე გადავცურავ თვალუწვდენელ ღრმა ოკეანეს
და გადავივლი ბურუსისგან დატყვევებულ მთებს
ვიპოვი სითბოს,შენ გულამდე მომავალ ბილიკს
და შემოგფიცებ სამუდამოდ ერთგულ სიყვარულს

ო,როგორ მინდა სიცივისგან გაყინულ სახეს
ერთხელ ღიმილი აჩუქო და გული გამითბო
ამ ერთადერთი სიყვარულით ჩაგიკრავ გულში
შენთან ვიქნები,არ დაგტოვებ მარტო არასდროს

ეს, შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი გულწრფელი გრძნობა
და ამ ცხოვრების ერთადერთი ლამაზი არსი
თავდავიწყებით შემიყვარდი ჩემო გოგონა
მე სამუდამოდ დაგიცავ და გაგიფრთხილდები


მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ – მიყვარხარ, პასუხად შენს მაცდურ ღიმილსაც ავიტან, ბაგე კი მოვთოკე, გული კი ვერაფრით, გეძახის: სადა ხარ? ცხოვრება გავიდა . . . მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ, ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცის კართან ავიტან, გონებას მოვუვლი, ამ გულს კი ვერაფრით, იძგერებს: უშენოდ სიცოცხლე არ მინდა . . . ერთ დღესაც სიბერე რომ მომეპარება, რომ მომაშორებენ ამ სოფელს თავიდან, მე გამაჩუმებენ, ამ გულს კი ვერაფერით, ილოცებს: უშენოდ . . .? ზეცაც კი არ მინდა . ..


გინდა დავწერო შენზე ლექსები?

გინდა მოგიძგვნა წრფელი გრძნობები,

გსურს რომ გაიგო რისთვის ვარ წრფელი?

მე შენზე ფიქრით ღამეებს ვათევ

შენზე ოცნებით დავდივარ მუდამ...

რა უნდა ვწერო მე შენზე კარგო

ლექსი შენია, შენ კი ჩემში ხარ,

მუდამ ჩემშია შენზე ფიქრები

გინდა მოგიძღვნა შენ ლექსი ჩემი?

ჩემი სიტყვები შენზე მღერიან

შენ ერთს გელიან გულის დარდები....

შენზე ვლოცულობ მე დღე და ღამე

რატომ?- მე შენ მიყვარხარ....

და- მე შენ გნატრობ......


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში