leo86-ის ბლოგები

leo86
33, თბილისი, საქართველო

სანდომიანი, ღიღილოს მსგავსი,
უცნობი ქალი ჰყიდიდა დარდებს,
ძალზე მოხდენით და მოკრძალებით
დარდს სთავაზობდა ქუჩაში გამვლელს.
დარდის გარეშე არ დარჩა არვინ,
თუმცაღა, ყიდვა ყველას უმძიმდა,
ალამაზებსო ადამის მოდგმას,
დამაჯერებლად, მშვიდად უხსნიდა.
მას შემდეგ, ყველას, დიდს თუ პატარას,
ერთგულად თან სდევს თავის დარდები,
რა იქნებოდა, დარდების ნაცვლად,
ქალს გაეყიდა თეთრი ვარდები...

ავტორი: ანი მახატლიშვილი


არ ვიცი რატომ მთელი ცხოვრება,
სავალს ვირჩევდი რთულს,
გარშემო ქვები მრავლად ეყარა,
მე გულს ვეძებდი, გულს...
სიბოროტესთან ვერ დავძმობილდი,
მე სიყვარული მსურს,
ყალბი გრძნობები ფეხქვეშ გორავდნენ,
მე სულს ვეძებდი, სულს...
ფიქრით გონებაც ხშირად დავღალე,
რა დავუშავე ღმერთს,
რით ვერ გიპოვე, მთელი ცხოვრება,
შენ ერთს გეძებდი,ერთს.
ნოტიო წლებმა სევდით ამავსეს,
გულს რა ვუშველო, გულს,
ნამდვილ სიყვარულს ვერ მივაგენი,
ყალბი გრძნობა კი მძულს.
მთვარე ვარსკვლავებს ეთამაშება,
გრძნობისგან დაცლა სურს,
ყველგან ვეძებდი ჩემს წილ სიყვარულს
და ვპოულობდი შურს.
ამდენ ძებნაში ჩამომიზამთრდა,
ციდან დავეშვი ძირს,
სხვები მჩუქნიან შენს წილ სიყვარულს,
მე უშენობა მჭირს...

გიული ჩქარეული


წვიმისფერია სული ხანდახან...
გული გრძნობებსაც ითხოვს წვიმისფერს...
და შემოდგომის დღეთა კვალდაკვალ
ოცნება ჩუმად დროსაც ივიწყებს...
ნამიან ფიქრზე როცა დადიხარ...
ან უცნაურად მთვარეს უღიმი...
როცა პატარა სანთლის ლანდი ხარ...
ღამეულ სუნთქვის მცირე შუქივით...
შეყვარებული სითბო გაცვია...
და მოლოდინი სხეულს გიშიშვლებს...
სული ბავშვივით ამ დროს ანცია...
ჩაგხუტებია ნატვრის სიცივე...
...წვიმისფერია სული...ხანდახან...

ნინო მაჭავარიანი


მე შენს თვალებზე დავწერე ლექსი
და ახლა ჩუმად ვუყვები მთვარეს...
კუპიდონს ისარს მე თვითონ ვესვრი
თუ ჩემს თავს მალე არ შეგაყვარებს...
ამ პატარა ღმერთს ყველა ისარი
გაუჟღენთია ღვინით და შხამით...
მე კი ვჩურჩულებ... ეს ხომ ის არის
ვინც მოსვენებას არ მაძლევს წამით...
შენზე ფიქრები მქანცავენ ისე
რომ ვეღარ უძლებს გული იარას...
და თუ კი წარბებს შემიკრვ ისევ
ხვალ შხამით სავსეს დავლევ ფიალას...
და თუნდაც გაქრეს სიცოცხლე მწარე
ეს სიყვარული დამრჩება გულში...
ოღონდ მითხარი დღეს ერთი რამე
თუ როგორ ჩუმად გიყვარვარ გულში...

ვაჩე რაინდელი
და ახლა ჩუმად ვუყვები მთვარეს...
კუპიდონს ისარს მე თვითონ ვესვრი
თუ ჩემს თავს მალე არ შეგაყვარებს...
ამ პატარა ღმერთს ყველა ისარი
გაუჟღენთია ღვინით და შხამით...
მე კი ვჩურჩულებ... ეს ხომ…


სიყვარულს ეძებ? ჩემს თვალებთან მოდი და ნახავ, შენივ თავს ნახავ, ჩემს მზერას რომ ნისლივით ბურავს...როდესაც ღამით კვლავ უსიტყვოდ, ჩრდილივით წახვალ, თან გაიყოლებ ჩემი დარდის ფერებს და ურვას. სითბოს თუ ეძებ, გულთან უფრო ახლოს მოიწი, გრძნობებს დაფარულს ის ამჟღავნებს ადრე თუ გვიან, თვალები გეტყვის როგორ გნატრობ და როგორ ვიწვი, ისინი ალბათ არასოდეს არა ტყუიან. თუ სხვა შუქს ეძებ, ან ვარსკვლავთა სხვაგვარ სინათლეს, იქნებ და ეს მზეც სევდიანი მთვარის ნეკნია, ჩემი თვალები უსათუოდ გეტყვის სიმართლეს, რამეთუ მათში შენი მზერის ანარეკლია. ვის ჰყვარებია, სევდისა და დარდის გარეშე ქალის თვალები ან უცრემლოდ უნახავ ვისა, შენში იმდენი მზე დავცალე, ნუღარ სთხოვ ნურვის, მე ჩემს სიყვარულს…


ამ ზამთარს მინდა თოვლი მოვიდეს
ის ჩემს ფანჯარას გუნდას ესროდეს
სულ ჩემი თავი არ ოცნებობდეს
მისი ძახილი არავისას გავდეს

ახალი წელი რომ კვლავ მოვიდეს
და მისი მოსვლა მე მახარებდეს
ცხენის წელს მაინც დამიძახებდეს
მე მასთან ყოფნა გულს მიხარებდეს

ამ წელს მე მინდა რომ მირეკავდეს
ამ ხმის გაგება სიამოვნებდეს
მე ეს ოცნება იმიხდებოდეს
მე მას ვუყვარდე ის არ უყვარდეს


წინა 1 ... 114 115 116 117 118 შემდეგი →
ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში