leo86-ის ბლოგები

leo86
34, თბილისი, საქართველო

ველური მზერით გიყვარს თამაში,ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაშიშენ, გაზაფხული და შემოდგომა.ჯანსაღი ფერით,მდიდარი ტანითმოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერიჩემს წასალეკად და გასატანადდა არსაიდან არ ჩანს საშველი.შენა ხარ ჩემი თავდავიწყებადა მზიან გულზე დარდად მოწოლა.ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,აგაბრიალებ ველურ კოცონად.შემოგადნება სხეულზე კაბაროგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანიდა ოცნებებში თრთის ვარდის ქაფადშენი ღვთიური,რძისფერი კანი.მოდი,იხუვლე,ნაპირს გადმოდი,თავდავიწყებას რახან მპირდები.მე ცარიელი ვარ კალაპოტიდა ამომავსე შენი ზვირთებით."


შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდიგავიგებდი შენი სიზმრის მხარეს,მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდიდა დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს.ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდიშენი წვივის და მუხლების სითბოსდა მუცელზე ამ თითებით დავირბენდი,გესმის?- გული როგორ ცემს და რითმობს.მერე ტალღებს, შენი მკერდის გაზვირთებით,ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს,სუნთქვას კოცნით დახრჩობამდე აგივსებდი,ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს.საძილეთში შენთან ხვევნით შევიდოდი,ცხელი ენით დავითვლიდი მალებს,შენს სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდიდა სიცელქით აგივსებდი თვალებს.


მე არ მითქვამს შენთვის არცერთი სიტვა სიყვარულზე მაგრამ არ ცეთი სიტყვა არ მითქვია უსიყვარულოდ


♥.....-ისევ ჩვენს მუსიკას

ვეფერები .. ♥ ისევ ისე ვმღერი

ჩემებურად ... )) ისევ აკორდებით

გეფერები .. მე ისევ მიყვარხარ

ძველებურად .. ♥


რა ლამაზი ხარ,
ალბათ ყველა ლამაზს გეძახის,
ნება მომეცი ეგ სახელი მეც დაგიძახო,
რა თვალები გაქვს
ალბათ ყველას აჯადოვებენ,
მეც შემომხედე...
თუმცა უკვე მომაჯადოვეს.
რა ტუჩები გაქვს,
მაგრამ ყველას როდი აკოცებ,
რაც გინდა მთხოვე,
მხოლოდ ერთხელ, ერთხელ მაკოცე,
რა ჭკვიანი ხარ,
სიყვარულში არვის უტყდები,
რამე რომ გითხრა მეც უზომოდ გამებუტები. მე შენ მიყვარხარ,
მაგრამ ამას ვერ გეუბნები,
ჩემი რომ იყო,
გულში მაგრად ჩაგიხუტებდი

,
ალბათ ყველა ლამაზს გეძახის,
ნება მომეცი ეგ სახელი მეც დაგიძახო,
რა თვალები გაქვს
ალბათ ყველას აჯადოვებენ,
მეც შემომხედე...
თუმცა უკვე მომაჯადოვეს.
რა ტუჩები გაქვს,
მაგრამ ყველას როდი აკოცებ,
რაც გინდა მთხოვე,
მხოლოდ ერთხელ, ერთხელ მაკოცე,
რა ჭკვიანი ხარ,
სიყვარულში არვის უტყდები,
რამე რომ გითხრა მეც უზომოდ გამებუტები. მე შენ მიყვარხარ,
მაგრამ ამას ვერ გეუბნები,
ჩემი რომ იყო,
გულში მაგრად ჩაგიხუტებდი


დამჩემდი... გახდი ჩემეული... ფართო ნესტოებით გსუნთქავ ჩემეულად... შენი ღიმილია ჩემი სასწაული, შენი მონატრებაც გამისასწაულდა... დამჩემდი...


.....მე ვიქნები ის რომელიც მთელი ცხოვრება დარჩება შენში..! მე ვიქნები ის რომლის სუნთქვასაც ვერასდროს დაივიწყებ ..


მიყვარხარ... აგორდა გიტარა...
დავაწყდი სამყაროს ნერვებად...
მიყვარხარ... ან მინდა მიყვარდე...
ან ისევ სიგიჟე მერევა..


მიყვარს,როდესაც შემოგახვევ ფიქრებს მარწუხად, და მოგონებებს გაგიღვიძებ ძილად მიგდებულს...


ამკიდე შენი ჰაერი, სივრცე,
მიყვარხარ, ჩემო,
ჩემი ხარ-გეტყვი,
ამ დაღლილ სახეს ხელებში იტევ,
გულის ფეთქვაში შემოგვყავს ღმერთი.


← წინა 1 2 3 4 5 ... 118 შემდეგი
ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში