miranda-ის ბლოგები

miranda
24, ქუთაისი, საქართველო

https://www.youtube.com/watch?v=ZTDoLu16ReE&list=RDZTDoLu16ReE&start_radio=1    


ბერი იოსების სწავლება იმაში მდგომარეობდა, რომ იესოს სახელით ჩაგვესუნთქა და ამოგვესუნთქა, საათობით ვმჯდარიყავით ფხიზლად, გონება გულში ჩაგვეყვანა და გვესუნთქა ლოცვით :

"უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე."

აგრეთვე გვეუბნებოდა : "როცა ადამიანი ბეჯითად ლოცულობს და წარემატრბა ხმით წარმოთქმულ იესოს ლოცვაში, მისი გონება ნელ-ნელა თავს ანებებს ყოველმხრივ ფარფატს და დაბნეულობას, ანუ წარმოთქმული ლოცვის სიტკბოებას შეიგრძნობს. თვითონ გონებაც ეუფლება იესო ქრისტეს სახელს, რამდენადაც მცირდება გონების დაბნეულობა, იმ ზომით ეუფლება მას ლოცვა, ხოლო, როცა გონება მთლიანად შეითვისებს ლოცვას, მაშინ იღება გული და ემზადება მასში ჩამოყვანილი ლოცვის მისაღებად. წლების შემდეგ, ყოველმხრივი თვითიძულების და ასკეზური გმირობის შედეგად გული იღებს შეუწყვეტელი ლოცვის უნარს. ამ დროს წარმოიშვება გულის განსაკუთრებული მდგომარეობა, ის მეუფებს ლოცვაზე და მბრძანებლობს ვნებებზე. ქრისტე მეფობს - რა თავისი ღვთაებრივი სახელის მეშვეობით, გულში გააბატონებს ღვთის მმართველობას დაქვემდებარებულ სიმშვიდეს და მორჩილებას."

წმინდა მამათა და ჩვენი ბერდიდის წესების თანახმად, საძმოს მთავარი საზრუნავი იყო ლოცვა. შეუწყვეტელი გონიერი ლოცვა მორჩილების ერთ-ერთი სახე იყო; წინა რიგში მებრძოლი მახვილი, ფარი, საძირკველი, სამომავლო სარგებლის საწინდარი, იმიტომ რომ, ეს შრომა მომავალში კეთილი ნაყოფით გაგვაძლიერებდა. იესოს ლოცვა ჩვენთვის პირველხარისხოვანი ქველმოქმედება და არსებობის მიზანი იყო.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი /


-მამაო, ლოცვის თქმა მავიწყდება.
"ეს არც არის გასაკვირი, შვილო, რადგან შენ ლოცვა არ იცი და მხოლოდ ახლა იწყებ სწავლას. აუცულებელია, ისეთივე სიბეჯითე და გულმოდგინება გამოიჩინო, როგორც სხვა ცოდნის შეძენისას იძენდი. ამ საქმეში განსაკუთრებულად გვებრძვის ბოროტი, რათა წინ აღუდგეს ჩვენს წინსვლას. საჭიროა სიმტკიცე, გულმოდგინება, თავის იძულება. იაკობ მოციქული თავისი უბრალოებით გვასწავლის "წინა-აღუდექით ეშმაკსა, და ილტვოდეს თქუენგან".
რამდენი რამ შევიძინე მე ამ სკვნილისა და მოუკლებელი ლოცვის წყალობით. რამდენ საცდურსა და განსაცდელს გავექეცი, რომლთა დაყოლაც შეიძლება ცხონების ფასად დამჯდომოდა."

დაბნელებულ გონებას, რომელიც ვნებებით, უმოქმედობით და უამრავი მომიზეზებებით არის დატყვევებული, არ სურს ქრისტეს მოუხმოს საშველად. ამიტომ იძულებით უნდა ვაკეთებინოთ საქმე, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, რადგან უფალი ბრძანებს : " თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი". ჩვენი ბერი იოსებიც ნიადაგ შეგვახსენებდა ღირსი იოანე კიბისაღმწერელის სიტყვებს : "იძულება ბუნებისა სამარადისო"

მე იესოს ლოცვის შესახებ სიტყვა გამიგრძელდა,რადგან გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მაცხოვრის ყოვლადწმინდა სახელის გამუდმებული მოხმობის გარეშე, მარტო ჩვენი თავის ამარა, ვერ შევძლებთ უხილავ ბრძოლაში ბნელეთის ძალების დამარცხებას.

ნუ დაკარგავთ სიმხნევეს - იარეთ ვიწრო და გრძელი გზით, რადგან შეუცდომლად მხოლოდ ის მიგიყვანს ცხონებამდე. როდესაც გონებას სიზანტეს შეამჩნევთ, ისევ და ისევ მოუხმეთ ლოცვას და ნუ შეასუსტებთ მცდელობას, და "ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას" რათა უხვად , და "არა ზომით" , დაასაჩუქროს ისინი, ვინც ხსნას ტკივილითა და უდიდესი მონდომებით ევედრება.

/არქიმანდრიტი ეფრემ კატუნაკელი /


"უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

ლოცვა არის ყველაზე დამღლელი და მტკივნეული შრომა. ამიტომაც მოგვიწოდებს პავლე მოციქული : "ლოცვასა განეკრძალენით, იღვიძებდით მას შინა მადლობით." ეს არის შრომა გონებისა. ცნობისმოყვარეობასა და მიმოფანტულობას შეჩვეულ მოხეტიალე გონებას შეზღუდვა და "დილეგში" გამომწყვდევა არ მოსწონს. ასეა მანამ, სანამ მადლი "ღვთის შეგრძნების" კარს არ გახსნის და როცა ეს მოხდება, გონება უკვე აღარასოდეს მოისურვებს, ღმერთთან ერთობის სიტკბოს განეშოროს. იმ სიტკბოს, რომლშიც არის ანგელოზთა ნეტარება და საზრდო, მართალთა დიდება და სიხარული და მარადიული ცხოვრების გემოსხილვა.

ღმერთი მადლს მდაბალთ უწოდებს. როდესაც ამ გზით აღვძრავთ მადლის მოქმედებას, მაშინ იგი უერთდება გონებას და ნებისმიერი გახსენება ჩვენი უტკბილესი მაცხოვრისა სიხარულსა და მშვიდობას გვანიჭებს. "მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე". ასე ხორციელდება ცხოვრებაში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები : "სუნთქვაზე უფრო ხშირად მოიხსენე ღმერთი".

ლოცვას ვერ აღვწერ, მაგრამ ვინც იგი სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეიგრძნო, მის გამოუთქმელ სიდიადეს შინაგანად განიცდის.

სულიერი ლოცვა ადამიანს ღმერთს ამსგავსებს. როგორც უფალს უყვარს ყოველივე, მლოცველიც ასე თაუგრძნობს და განიცდის საერთო საკაცობრიო ტკივილს. გამუდმებით ტირის არა საკუთარი თავის სანუგეშოდ, არამედ ყოველთა მგლოვარეთათვის და მათთვისაც კი, ვინც მას მტრობს და თავს ესხმის, თან იმეორებს უფლის სიტყვებს: მიუტევე ამათ რამეთუ არა იციან რასა იქმან".

/ წმ. ეფრემ კატუნაკელი /


"უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე."

" როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაკეტე კარი" (მათ. 6,6). რა თქმა უნდა, უფალს აქ მხედველობაში აქვს - გულის სიღრმე. ფხიზელი ცხოვრების მასწავლებელი, ყველა მამა, გვასწავლის გონების გულისკენ ამგვარ მიქცევაზე.

წმინდა ბასილი დიდი გონების ამგვარ მიქცევასა და გულში მის პყრობაზე შემდეგ ღირსსახსოვარ სიტყვებს ამბობს: "არ იფანტება რა გონება გარეგან საგნებზე და გრძნობათა ზემოქმედებით არ ერთობა რა ამასოფლით, შედის საკუთარ თავში და აღვალს აზრთან ღმერთზე; ამ სიკეთით გასხივოსნებული ვარდება თავდავიწყებაში თავად ბუნებაზე; სულს არ იტაცებს არც ზრუნვა საჭმელ-სასმელზე, არც წუხილი სამოსელზე, არამედ ყოველგვარი მიწიერი საზრუნვისაგან თავისუფალია, საუკუნო სიკეთეების მოპოვებას მიაპყრობს ყურადღებას."
ამბა ისააკ ასური შეგვაგონებს: "შეავიწროვე საკუთარი თავი და მტერი შენი გაძევებულ იქნება შენი მიახლოებით. შეურიგდი საკუთარ თავს და შემოგირიგდება ცა და ქვეყანა. გაისარჯე, შეხვიდე შენს შინაგან საუნჯეში და იხილავ საუნჯეს ზეციურს, რამეთუ ერთიც და მეორეც - ერთი და იგივეა, შეხვალ ერთში, ხედავ ორივეს. კიბე სასუფელვისა შენს შიგნითაა, დაფარულია შენს სულში.

დიდი ყურადღება და სიფხიზლეა საჭირო, რომ გონიერმა ლოცვამ ნაყოფი გამოიღოს. ძალზედ დაიქანცები ვიდრე მიხვდები, რომ უყურადღებო და სიფხიზლეს მოკლებული ლოცვა დროის კარგვაა, უსასყიდლო შრომაა. საჭიროა ყოველგვარ გრძნობას, შიგნით და გარეთ, ერთი დარაჯი დუყენო - ყურადღება, რამეთუ მის გარეშე გონიერი და სულიერი ძალები ცარიელსა და უბრალო საგნებში იფანტება, როგორც შარაზე დაღვრილი უვარგისი წყალი.

/წმ. იოსებ ისიხასტი/


შვილო, მუდამ გახსოვდეს იესო, რომ ყოველი უძლურების შესაბამისი წამალი იპოვო. გტკივა? იესოს მოხმობით შვებას იგრძნობ და განათლდები. დამწუხრებული ხარ? იესოს უხმე და დაინახავ, რომ შენი გულის კამარაზე ნუგეში ამობრწყინდება. იმედგაცრუება დაგეუფლა? ნუ დაიზარებ შენი ყველა იმედი იესოზე დაამყარო, სული სიმხნევით აგევსება და გაძლიერდება. ხორციელი გულისსიტყვები გაწუხებს და გრძნობადი ტკბობისკენ გიზიდავს? იესოს სახელით მწველი ცეცხლი წაუკიდე ღვარძლს. რამე ცხოვრებისეული საკითხი გაწუხებს? თქვი: "ჩემო იესო, განმანათლე როგორ მოვიქცე, წარმართე ეს საქმე შენი წმინდა ნების თანახმად" და დაინახავ, როგორ დამშვიდდები და იმედით სავსე განაგრძობ სვლას.

ყველაფერში და ყველაფრისთვის იესოს სახელი იყოს შენი საძირკველი, საყრდენი, სამკაული, საფარველი და მტრების ნუღარ შეგეშინდება. მაშინ გეშინოდეს თუ ყველაფერს იესოს გარეშე აკეთებ.


/ არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი /


დილით, გაღვიძებისთანავე, როგორც კი თვალს აღიხილავთ, შეეცადეთ გულში დამკვიდრდეთ და აღძრათ სითბო. ეს მიიჩინეთ თქვენს ნორმალურ მდგომარეობად. თუ ამას ვერ ახერხებთ იცოდეთ თქვენში გაუმართაობაა.

ამისთვის ყოვლადძლიერი შეწევნაა იესოს ლოცვა, მას ისე უნდა შეეჩვიოთ, რომ ის განუწყვეტლივ იკითხებოდეს იქ, სადაც გულის ადგილია, მაგრამ რომ შეეჩვიოთ უნდა იშრომოთ. ახლავე შეუდექით ამ საქმეს. ის თქვენთვის უკვე ნაცნობია? მგონი თქვენ ამ ლოცვას მხოლოდ კანონისთვის ასრულებთ.კანონისთვის თავისი ჯერით, მაგრამ ის უსათუოდ უნდა აღსრულდეს: ჯდომისას, სიარულისას, საჭმლის მიღებისას, მუშაობისას. თუ ის გულში მყარად არ დგას, შეიძლება ყველაფერი მიატოვოთ და მხოლოდ ამით დაკავდეთ, სანამ არ ჩაინერგება.

ეს საქმე მარტივია, დადექით ხატების წინ, სალოცავ მდგომარეობაში ( შეიძლება დაჯდეთ) , ჩადით ყურადღებით იქ, სადაც გულის ადგილია, აუჩქარებლად აღასრულეთ იესოს ლოცვა და ეცადეთ უფლის თანამყოფობა იგრძნოთ. ასე დაჰყავით ნახევარი საათი, ერთი საათი ან მეტი. თავიდან ცოტა ძნელია, მაგრამ, როცა შეეჩვევით, ეს, თითქოს, ბუნებრივად მოხდება, როგორც სუნთქვა ხდება. ასეთი შინაგანი აღშენების დროს, თქვენში დაიწყება გონიერი ცხოვრება, ანუ როგორც ამბობენ გონიერი საქმიანობა.

/ წმ. თეოფანე დაყუდებული /


გამხნევდი, შვილო, შენი მწუხარება სიხარულად იქცევა და დიდ სიკეთეს მოგიტანს. სევდა რკინის აბჯარივით გიცავს,მიწიერზე მიჯაჭვულობის ბოროტი ისრებისგან,რომ შენი გონება ზეციურ სიკეთეებსა და უკვდავ სულზე ზრუნვას არ განეშოროს. ს ი ხ ა რ უ ლ ს მ წ უ ხ ა რ ე ბ ა მ ო ჰ ყ ვ ე ბ ა დ ა მ წ უ ხ ა რ ე ბ ა ს ს ი ხ ა რ უ ლ ი, როგორც დღეს ღამე.ასე განსაზღვრა ზეციერმა მამამ ცხონებულთა გზა. ოღონდ მოთმინება და იმედი დაიმარხე გულის სიღრმეში და მათი საშუალებით ყველა წინაღობას გაუმკლავდები. ხელი ჩასჭიდე ტკბილ იესოს, მწუხარებაში მყოფმა მას უხმე,შენს მწუხარებაზე ზრუნვა მას მიანდე.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი /


waromidginet ra dgeshi unda viyo rogor unda michirdes ro aq vitxovo daxmareba uflis imedi maqvs da amianebis


me miranda mqvia var 24wlis vcxovrob samtrediashi ? bebia da babuastan ertad.vsaqmianob soflis saqmeebs.tan babuachems vuvli 6tvea fexi motyda bardzayshi da wevs pampersebshimyavs da me vuvli.magis garda saxli yana bostani sisuftave sachmeli stumari ravici yvelaferi me var.bebiasac ar sheudzlia diabetiaqvs d atavis droze wamali tavis droze nemsi d avar ase da amgvarad.martalia dzalian michirs magram jer vudzleb.myavs daiko dedachemi da chemi da turqetshi arian mushaoben.magram iq ukve araferi agaraa titqmis liraze mushaoben xelfasebi dolarze agaraa.? ragacas gvigzavnian axerxeben.mamachemi tbilishi mushaobs moikaze. erti patara da gardacvlili myavs. da vcocxlobt vshromobt vwvalobt.dzalian michirs moxucis aweva daweva mteli xerxemali mtkiva ?


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში