dadnu-ის ბლოგები

dadnu
31, თბილისი, საქართველო

მატყუარა ვარ, სულ ვიტყუები, ვიტყუები რომ კარგად ვარ და ვიქმნი სამყაროს სადაც ფერებს ვიხამებ სულზე. ვაშენებ კედლებს გადაულახავს, რომ ვეღარ მომწვდნენ, ვერ შემეხონ ტალახიანი ხელებით და ვერ შემდგნენ გულზე... მატყუარა ვარ, ვინიღბები ათასი ნიღბით, მაშინ როდესაც თვალებს ვმალავ გამცემენ რადგან სულის საჭურჭლედ მქცევიან და ათასი ჭირის ფიქრის და დარდის დასტყობიათ უღმერთო დაღლა... მატყუარა ვარ, სულ ვამბობ რომ ესეც გაივლის, თავად არ მჯერა ჩემი თავის, ვაჯერებ მავანს, და როგორც წესი შეგროვებულ ტყუილებს მერე ღამეს ვუყვები და ვაბარებ თითქოსდა თავანს... მატყუარა ვარ და სიჩუმეს ვსწავლობ გრძნობებზე, რომელთაც ერთ დროს ხმაურები მოჰქონდათ ჩემში, ყველაფრისაგან გადაღლილი ვეძებ სიმშვიდეს, უფრო ხმაურს მოწყურებული... და ზუსტად ვიცი…


ქარია, სიცოცხლე მესულერთა, შიშველი ხეები მცივა სულში ფოთლებად ჩამოცრემლილ დღეებიდან აღარაფერი გადამირჩა რაც რომ კივილები დამიგროვდა ახლა ყველა გარეთ გამოვუშვი ასე დაცლილი და ცარიელი საკუთარი თავიც აღარ მინდა... ვხედავ დილამდე რომ შორი არის (სულის ფორიაქი ვერ დავიცხრე) მთელი მოთმინება შესწავლილი, თითზე ჩამომარცვლით გამოვრიცხე გარეთ, არეული შემოდგომა ისევ ისადგურებს მარტოობით, თითქოს ჩემი თავის ბნელ კუთხეში ბრმა და ყრუ სენაკი გამომიყვეს გრძნობის.... უნდა მაპატიო არსებობა, ხვალე შეიძლება არც კი ვიყო, სევდით თვალები რომ ამვსებოდა ყველა სიხარული დავითხოვე დუმილს მორგებული ხმაურებით ჩემი უშენობა მხრებით დამაქვს ახლა მჭირდები და ახლა ვერ გთმობ ხვალე შეიძლება გამითოვდეს... ბოლო წამებია ნოემბერის უფრო წამებაა უშენობით, ფიქრებს გადადებულ მონატრებას…


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში