tinatini-ის ბლოგები

tinatini
33, ხონი, საქართველო

1. როცა ქვეყანას შუკვანი ჰყავს, გოგიაშვილი,

ანწუხელიძე, ცუგროშვილი, ანდა შანავა,

კოლხიტაშვილი, სოფრომაძე, ივანიაძე,

ან დავითაძე, - მტრის გულები მათმა დაშანთა

2. ანწუხელიძეს აწამებდნენ ერთი კოცნისთვის,

ვერ დააჩოქეს, ვერ გატეხს მტრებმა ვერაგმა,

ასე მარტივად იმეტებდნენ ქართველს ხოცვისთვის,

ვერც უფლის კალთამ უშველა და „ჯაჭვის პერანგმა''.

3. შინდისის გმირებს დავიწყება არ უწერიათ,

კვლავ ერთდროულად დაიღუპა ჩვიდმეტი ბიჭი,

თუ საქართველოს ზოიძე ჰყავსბ და გაბუნია,

- უფალმა მოგვცა საჩუქარი თავდაცვის ნიჭი

4. თუ კუპატაძე,წულაძე და ანდა ფორჩხიძე,

კაკაურიძე, ჯანელიძე, და აბაშიძე,

ჯიშკარიანი, წილოსანი და ბარამია

დვალიშვილი, ან მელქაძე, ან შაინიძე...

5. ან ონიანი, შეყლაშვილი, შიოღვდლიშვილი,


წვიმიან დღეებს თან მოაქვთ სევდა,

ღრუბლიან ცაზე სად არის დარ,

მეც გამუდმებით ფიქრები მდევდა,

წვიმს ყველ დღისით,- არც არის ზღვარი...

მე მინდა ახლა ამინდის შეცვლა,

ცაზე აინთოს მზისა ნათელი,

მცივა, ავდარმა სულიც კი შეძრა,

გულში დაგროვდა სევდად სათქმელი

ოთახში მარტოდ ვუსმენ მუსიკას,

ფანჯრის მინებზე აწყდება წვიმა...

მე ისევ ვნატრობ ახლა მზის სხივებს,

რომ გაასხივოს სულიც და მიწაც!...

(საკუთარი) თია (თინათინ) ყავრელიშვილი


მე მაშინ მოვკვდი, როცა შენი მიწა დაჯიჯგნეს,

ვერაგმა მტერმა უმოწყალოდ გადაგიარა...

შენთვის ვიბრძოლებ, - თუნდ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს

ომის ჭრილობამ დღემდე ისევ არ გამიარა.

მე მაშინ მოვკვდი საქართველო როცა დამიჭრეს,

დაანაწევრეს და გაყიდეს ნაწილ - ნაწილად,

ქართული მიწის ყოველ გოჯას გულზე მაჭრიდნენ,

ჯარისკაცების სისხლის წვეთი სულში მაწვიმდა...

მე მაშინ მომკლეს,- გამიყინეს სისხლი ძარღვებში

სამშობლოს ცაზე გადიფრინეს გუნდმა ყვავების,

ოღონდ შემეძლოს აგაღმერთო, გაგამთლიანო,

ოღონდ შემეძლოს ო, რარიგად აგაყვავებდი!

მტერო ქრთველთა ნუ წამართმევთ სიცოცხლეს ჩემსას,

არ დავიჩოქებ შენს წინაშე, - თავს არ ვხრი დაბლა,

მეამაყება ქართველობა, - ესა მაქვს ჩვევად,

თუნდ მის სანაცვლოდ გულზე დამდოთ შანთი და დამღა

- ბოლო სუნთქვამდე მაინც…


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში