Akaki-ის ბლოგები

Akaki
35, ქუთაისი, საქართველო

 20 წესს, რომელის შესრულება საჭიროა წარმატებისათვის. 

1. იყავი ყურადღებიანი. 
2. იყავი ფრთხილი. 
3. იპოვე სხვაობა მათ შორის, თუ რა გინდა და რა გჭირდება. 
4. შენი ემოციები არის მნიშვნელოვანი და შენ არ შეგიძლია მათი უარყოფა ან ჩახშობა. 
5. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემოციებმა უნდა გმართონ, ხანდახან უნდა გაჩერდე, დაფიქრდე და შეწყვიტო ძიება. 
6. იყავი შენი ცხოვრების უფროსი აწ და ყოველთვის. 
7. სცადე იყო ბავშვი ბავშვური ქცევების გარეშე, ეს გამოიწვევს გაკვირვების ეფექტსა და დაგანახებს სამყაროს ახალი თვალით. 
8. მეორე შანსი იშვიათობაა, ამიტომ გამოიყენე ყოველი არსებული. 
9. სცადე მავნე ჩვევები შეცვალო კარგით. მაგალითად სიგარეტის მოწევა ჩაანაცვლე დილის ვარჯიშით. 
10. გრძელვადიანი ბედნიერება და სიმშვიდე არის იშვიათობა და ის თავისით არ მოდის. სხვა ადამიანები მას ვერ შეგიქმნიან. თქვენ თვითონ უნდა გათვალოთ რა შედეგი მოჰყვება თქვენს გადაწყვეტილებებს. 
11. ნამდვილი სიყვარული არის აგებული პატივისცემაზე. მართალია გატაცებებსა და ვნებებში არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ეს არასოდეს არ არის საკმარისი. 
12. საუკეთესო რამ ცხოვრებაში არ არის უფასო, რადგან ფასდაუდებელია და მისი ყიდვა შეუძლებელია, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ფასი. 
13. ნუ აგერევათ აგრესია და სიმკაცრე, პასიურობა და სისუსტე. 
14. ნუ აიღებთ სხვის პრობლემებს, თქვენი საკუთარი პრობლემებიც თავისით გამოჩნდება და ის საკმარისზე მეტი იქნება. 
15. სიამაყე ბევრ სადარდებელს გაგიჩენთ. 
16. ისწავლეთ ცეკვა ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც გაგათავისებინებთ საკუთარ სხეულს. 
17. ეცადეთ ამოიღოთ შაქარი თქვენი ყოველდღიური რაციონიდან, ასევე ცხიმი და აკონტროლეთ თქვენი ქოლესტერინის დონე, მოერიდეთ მარილსაც, უკვე ისედაც საკმარისად მიიღეთ. 
18. თქვენი მზადყოფნის კიდევ ერთი ნიშანია, დააკავშიროთ ამბიციები და ენერგია; (”ნუ ჩაკბიჩავ იმაზე მეტს, ვიდრე შეძლებ შეჭამო”) 
19. მითითებების გაცემა ლიდერობას არ გულისხმობს. 
20. შეცდომები იქცევა წარუმატებლობად, როდესაც…


ფულის ხარჯვისას არ ფიქრობ, გჭირდება თუ არა ეს ნივთი, სინდისის ქეჯნა არ გაწუხებს და შენაძენით იმდენად კმაყოფილი ხარ, რომ თანამდევ უფულობასაც მშვიდად უძლებ. ამ მანიის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ვითარდება აბსტინენციის სინდრომი, რომელიც ვლინდება ფსიქიკურ აშლილობაში, აგრესიაში ან დეპრესიაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და-ავადებაში, თავის ტკივილში… რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომელიც დაგეხმარებათ ამ დაავადებისგან განკურნებაში. პირველ რიგში გაითვალისწინეთ აზრი: * ,,რეკლამა არის მეცნიერება იმის შესახებ, როგორ დავუბნელოთ ადამიანს გონება, ვიდრე ფულს არ გამოვტყუებთ.’’ * გონებას ნუ დაგაკარგვინებთ წარწერები: „გაუმჯობესებული მოდელი“ და „ფანტასტიკური სიახ¬ლე“. როგორც წესი, ისინი ხარისხის გაუმჯობესებას კი არა, ფასის მომატებას მოწმობს. * გათვალე ბიუჯეტი. მაღაზიაში ზუსტად იმდენი ფული წაიღე, რამდენის დახარჯვა არც შენ დაგაზარალებს და არც საოჯახო ბიუჯეტს. ნურაფერს შეიძენ მხოლოდ იმიტომ, რომ პლანეტის მოსახლეობის 99.9%-ს ის უკვე აქვს.


26.03.2019

როგორ ვთქვათ უარი თავაზიანად ინგლისურად

რთულია უარი უთხრა ადამიანს გულწრფელ მოპატიჟებაზე, არ გინდა აწყენინო ან თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინო. ასეთი ვითარება უხერხულობას იწვევს ორივე მხარისთვის. თუმცა, საბედნიეროდ, საქმე არც ისე ცუდადაა… არაერთი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ შენი უარი არათუ შეურაცხმყოფელი, არამედ მისაღები და თავაზიანი იყოს. აი, როგორ:

მოდი წარმოვიდგინოთ, რომ პარასკევს საღამოს ვახშამზე მიგიწვიეს მეგობრებთან ერთად, მაგრამ შენ წასვლას ვერ ახერხებ. რა თქმა უნდა, შეგიძლია უბრალოდ უპასუხო “No, thank you” („არა, გმადლობ“) ან “I can’t” („ვერ შევძლებ“). მაგრამ, ასეთი პასუხი ცოტა უხეშად ჟღერს, ან უფრო რბილად რომ ვთქვათ – არამეგობრულად. ასეთ დროს სჯობს მობოდიშებით დაიწყო და მოკლედ აუხსნა, თუ რატომ ვერ მოხერხდება თქვენი შეხვედრა.

I’m sorry, I’m busy on Friday – მაპატიე, პარასკევს დაკავებული ვარ;

I’m afraid, I can’t make this Friday – ვშიშობ, ამ პარასკევს არ გამოვა;

ასევე შეგიძლია დაამატო, რომ კი ისურვებდი წასვლას, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო ეს შეუძლებელია.

I’d love to come out this Friday but I’m afraid I’m busy - სიამოვნებით წამოვიდოდი მაგრამ სამწუხაროდ არ მცალია;

ან ასე:

It would be really nice, but I’m afraid I can’t come – მართლა კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ წამოვალ;

That sounds great, but I’m afraid I can’t come – კარგი აზრია, მაგრამ სამწუხაროდ ვერ წამოვალ;

That’s a really nice invitation, but I’m afraid I can’t come – რა კარგი შემოთავაზებაა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ წამოვალ;

კიდევ უფრო რთულია შემოთავაზებულ საჭმელზე უთხრა უარი ადამიანს, განსაკუთრებით მაშინ თუ მან ეს კერძი თავისი ხელით მოამზადა და კომპლიმენტს მოელის შენგან. თუმცა, აქაც…


რომელი სოცილური ფენის ოჯახში დაიბადა ბავშვი, წინსვლის შესაძლებლობები მიახლოვებითი სტატისტიკის მიხედვით:
 
დიდი კომპანია, მსოფლიო კონცერნი
შეუძლია ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწიოს 

საშუალო დონის მწარმოებელი 
შეუძლია ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწიოს აქ ან 
ერთი საფეხურით უფრო მაღლა 

აკადემიური ოჯახი 
მაგალითად, ექიმები, წვრილი მეწარმეები (საცხობი და ა.შ.) 
შეუძლია ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწიოს აქ ან 
ერთი საფეხურით უფრო მაღლა 

მუშების ოჯახი 
შეუძლია ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწიოს აქ ან ერთი 
საფეხურით უფრო მაღლა 

გაჭირვებული ოჯახი 
ამავე საფეხურზე რჩება, ანდა ერთი, საუკეთესო შემთხვევში 
კი, ორი საფეხურით უფრო მაღლა იწევს


ზღვის წყლის ქიმიური შემადგენლობა ზღვის წყალს საკმაოდ რთული შემადგენლობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის მენდელეევის პერიოდული სისტემის პრაქტიკულად ყველა ქიმიურ ელემენტს შეიცავს. ზღვის წყალში გახსნილია მინერალური მარილები, აირები (ჟანგბადი, აზოტი, ინერტული აირები, ნახშირორჟანგი, ზოგიერთ რეგიონში - გოგირდწყალბადიც), ქიმიური ელემენტები (კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, ბარიუმი, ქრომი, იოდი, ქლორი, მანგანუმი, დარიშხანი, ვერცხლი, ოქრო, ურანი, რადიუმი) და ორგანული ნივთიერებები. ზღვის წყლის მარილიანობა საშუალოდ 3,5%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ყოველ ლიტრში 35 გრამი მარილია გახსნილი. სხვადასხვა ზღვის წყალი სხვადასხვა ოდენობის მარილს შეიცავს. ზღვის წყალს სიმლაშეს ნატრიუმის ქლორიდი აძლევს, სიმწარე კი ნატრიუმის სულფატის, მაგნიუმის ქლორიდისა და მაგნიუმის სულფატის დამსახურებაა. ზღვის წყლის ერთ-ერთი თვისებაა, მუდმივად…


ბრენდის იმიჯისთვის კარგად დაგეგმილი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ბევრი კომპნიაა, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობს.
ირინა ცერცვაძე ტრენინგებისა და მენეჯმენტისა საკონსულტაციო ცენრი “VIPR”-ის დამაარსებელი და პიარ მენეჯერი :

1. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მიზანი, რატომ და რისთვის უნდა კომპანიას ეს კონკრეტული ღონისძიება. მთავარია დამკვეთს შესთავაზო გეგმა, სადაც გათვლილი იქნება ყველა დეტალი, საბოლოოდ ჩამოყალიბებული და მთლიანად შეფუთული , თავისი ალტერნატიული გზებით.

2. ღონისძიების დაგეგმვისას უმთავრესია გუნდური მუშაობის პრინციპი. ეს წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

3. აუციელბელია სწორი მენეჯმენტი.

4. გუნდის წევრებს შორის ფუნქციების სწორი დელეგირება.

5. ღონისძიების ადგილის შერჩევა, მდებარეობა უნდა იყოს კომპანიის იმიჯის შესაფერისი.

6. სეგმენტის განსაზღვრა.

7. ასევე აუცილებელია სცენარი, მოსაწვევები, ფურშეტი შეესაბამებოდეს შერჩეულ სეგმენტს და ღონისძიების შინაარსს.

8. ღონისძიება…


პასიურობა ისეთივე დასჯადია როგორც გადამეტება


ხასიათის ექვსი თავისებურება, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანს წარმოაჩინოს პოტენციალი და მიაღწიოს წარმატების. ამასთან, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ რომელიმე თვისებას ზედმეტად გამოვავლენთ, ყველაფერი საპირისპიროდ შეტრიალდება.

ეს თვისებებია:

1. კეთილსინდისიერება - ასეთი ადამიანები პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებიან საქმეს და ცდილობენ ბოლომდე შეასრულონ დასახული მიზნები. მათ შეუძლიათ აკონტროლონ იმპულსურობა და ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღონ.

2. ადაპტირება - ადამიანებს დროდადრო შფოთვები აწუხებთ, თუმცა ადაპტირების მაღალი უნარით დაჯილდოებული ადამიანები სტრესულ და დაძაბულ გარემოს უკეთ უმკლავდებიან.

3. გაურკვევლობის მიღება - მიეკუთვნებით თუ არა თქვენ იმ კატეგორიას, რომელსაც ურჩევნია მიღებული დავალება მკაფიოდ იყოს გაწერილი? თუ სიამოვნებას იღებთ გაურკვევლობისგან? ის ადამიანები, რომლებიც მეორე კატეგორიას განაკუთვნებენ თავს, ხასიათდებიან საკითხის მრავალგზის შეფასების უნარით. ისინი გადაწყვეტილების…


შთაბეჭდილება კი არ უნდა მოახდინო, არამედ საკუთარი თავი უნდა გამოხატო

ცეცხლოვანი სამყაროთუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო...

როგორც წესი, ყვირიან სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ადამიანები; ხოლო ყვირილზე ყვირილით ასეთივენი პასუხობენ. სექსუალურად დაკმაყოფილებულ ადამიანს ფიზიკური ძალა ან ფსიქოლოგიური ენერგია ყვირილისთვის, უბრალოდ, არ ეყოფა
ადამიანად ყოფნის საშინელება და ადამიანად ყოფნის სასწაული
• ცოდვაა, სიყვარულის გარეშე დანებდე და ცოდვაა, არ დანებდე, თუ გიყვარს
• თუ ადამიანმა უმადურობა გისაყვედურა, გამოარკვიე, რა ღირს მისი მომსახურება, გაასწორე ანგარიში და მასთან საქმე აღარ იქონიო
• თუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო…
• მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მტრებთან — სასარგებლო
• უსაქმურს იმედი აქვს, საქმიანი — მოქმედებს
• ადამიანთან ურთიერთობისას გახსოვდეს,…


ქალის ასაკი

ცხოვრება მიდის წლები გამოხდა,
უწყვეტად ბორგავს ბედის ბორბალი,
დავბერდი ცოტა, მაგრამ რა მოხდა,
წლებს არ ვნებდები, გინდა მომკალი.

თავხედი სარკე მიმატებს ხაზებს,
ურცხვად მატყუებს, არც კი რცხვენია,
ნაოჭს მითვლის და ისე მაბრაზებს,
სურს დამაჯეროს თითქოს ჩემია.

ცოტა დავქალდი, თუმც წლების მერე,
მაინც ხომ მჯერა ზღაპარ–არაკის,
დავდივარ ისევ და ყელს ვიღერებ,
"ცოტათი" გავსცდი "ასაკს ბალზაკის".

ღამით თუ ოდნავ გამიკრთა ძილი,
რა მოხდა, ვის არ აწუხებს სევდა,
თუ მოსაცველელი არ შემრჩა კბილი
და უსათვალოდ გაძნელდა ხედვა.

ხანდახან ძაფზეც ამიცდა ნემსი,
განა დრო მუდამ გაგაღიმილებს,
გამოებერა საფეთქლებს მყესი,
ხელებშიც ვეღარ ვიჭერ გვირილებს.

სულ ტყუილია სახის იერი,
გრძნობების წყაროს წლები ვერ აშრობს,
გული არასდროს არის ხნიერი,
ბავშვად მოდის და ბოლომდე ბავშვობს.

ცხოვრება…


← წინა 1 2 3 4 5 ... 10 შემდეგი
ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში