anakk-ის ბლოგები

anakk
92, თბილისი, საქართველო

ნუ მოუყვებით საკუთარ წარსულს, ნუ მოუყვებით. ნუ დაანახებთ საკუთარ თავს. არ ესაუბროთ ტკივილებზე, განცდებზე, შიშზე, გადატანილ სტიქიებზე და ქარიშხლებზე... ნუ მოუყვებით.. როგორ გიჭირთ მონატრების, მარტო ატანა.. როგორ გინგრევთ ფსიქიკას ფარსი... როგორ გტკივათ სხვისი ღალატი, როცა თავად უღალატო ხარ.. ნუ დაარქმევთ, მზეებს, ვარსკვლავებს, მთელს სამყაროდ არ აქციოთ, ისინი თქვენთვის.. ნუ გააღმერთებთ.. წავლენ, თავისთან წაიღებენ, რაც თქვენ მიეცით, არ დაგრჩებათ, არც მზე არც მთვარე, არც სამყარო ღმერთიც კი წავა და არაფერი არ დაგრჩებათ რაც დღემდე გქონდათ.. ნუ მოუყვებით, მათ ყველაზე უკეთ იციან: როგორ გატკინონ, როგორ გიჭირს როგორ ვერ სუნთქავ.. ნუ მოუყვებით, დაე მუდამ ყალბი გეძახონ, ნუ მოუყვებით, გულისტკენას მაინც ჯობია...


ევროპელიაო ჩემზე ნუ იტყვით თორემ წყენაში ჩაგითვლით ნათქვამს, მე ქართველი ვარ, დაიმახსოვრეთ! საქართველოში მირწევდენ აკვანს. მე არც ევროპის მონა ვიქნები და არც რუსეთის დავირტყამ მათრახს, მე ქართველი ვარ, დაიმახსოვრეთ! საქართველოში მირწევდენ აკვანს. იმ წინაპართა ძვლებზე გაზრდილი თქვენ რომ ეძახით დავითს და თამარს, მე იმ ქართველთა ლექსებით მზრდიდენ თქვენ რომ ეძახით ილიას, ვაჟას, ენა, მამული, სარწმუნოება, უფრო ძვირფასი რა გამაჩნია? ჩემთვის ესაა მთელი სიმდიდრე, მთელი სიცოცხლეც ესაა ჩემთვის, თუ წინაპრები სისხლით იცავდენ ჩვენ საკუთარი ნებით რად დავთმოთ ისევ ვიმღეროთ მოდით შავლეგო ისევ ვიმღეროთ იავნანური, ისევ გავშალოთ ქართული სუფრა და დავიმღეროთ დარდიმანდული, ევროპელიაო ჩემზე ნუ იტყვით თორემ წყენაში ჩაგითვლით ნათქვამს, მე ქართველი…


15.11.2016

ცხოვრებაში არის მომენტები,როცა უბრალოდ უნდა ამოისუნთქო და შეწყდე.არ აქვს მნიშვნელობა ეს შეწყვეტა რისი მსგავსი იქნება,ლექსის რომელიც მომაკვდავმა პოეტმა ვერ დაამთავრა,თუ მანქანის გზაზე გავლებული უწყვეტი ხაზის დასასრულის,რომელსაც გულგაწვრილებული მძღოლი სულმოუთქმელად ელოდება,რომ ვინმეს გაასწროს და გაიქცეს.ფიქრის გარეშეც ამ ორიდან რომელიმეს დაემსგავსება შენი შეწყვეტაც,ან დაუმტავრებელი ლექსივით სინანულს გამოიწვევ და ცრემლს,ან გზას გაუნთავისუფლებ დანარჩენ გაგრძელებულ სიცოცხლეს,მთავარია შეწყდე იმ ადგილზე,სადაც მხოლოდ წერტილის დასმა იქნება საჭირო ,ან შეწყდე იქ საიდანაც უსაფრთხოდ შეძლებენ გადასწრებას და არავის შეწყვეტის მიზეზი არ გახდები.საწყენია როცა შენში დაუმთავრებელ ლექსს ან უსასრულო დამაბრკოლებელ ერთფეროვან გავლებულ სიცოცხლეს ხედავენ.

სინამდვილეში კი პირიქით,სწორედ ეს გიბიძგებს იმისკენ რომ შეწყდე იქ სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებიან და დატოვო ის სიცარიელე…



თქვენ შეიძლება არ იყოთ მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი სიყვარული. მას შეიძლება ადრეც უყვარდა და შეუძლია ახლაც უყვარდეს. მაგრამ ახლა თუ უყვარხართ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს? ის სრულყოფილი არაა, არც თქვენ ხართ სრულფასოვანი და შეიძლება არც თქვენი ურთიერთობა იყოს მუდამ იდეალური, მაგრამ თუ მას შეუძლია გაგაცინოთ, დაგაფიქროთ, თვალი დახუჭოს თქვენს ადამიანურ შეცდომებზე და გაპატიოთ, გაიღეთ მისთვის ყველაფერი რაც შეგიძლიათ. ის შეიძლება დღის ყოველ წამს თქვენზე არ ფიქრობდეს, მაგრამ თქვენთვის მისი ყველაზე ლამაზი და ნაზი ნაწილი - გული ემეტება. ნუ აწყენინებთ მას, ნუ ეცდებით რომ შეცვალოთ, ნუ ელით და მოითხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია მოგცეთ...
როდესაც მასთან ერთად ხართ, ხშირად გაიღიმეთ…


ზოგჯერ, უბრალოდ უნდა ადგე და გაუშვა.
ოღონდ ისე: შენ გეგონოს, რომ ის წავიდა,
მას, ეგონოს, რომ შენ წახვედი
და ორივეს გეგონოთ, რომ სადმე, სადაც დაბრუნებები ცხადდება
და ერთმანეთგამოვლილი ადამიანები ზუსტად ამ დაბრუნებაში ერთდებიან,
დაბრუნებაში, რომელიც პირობითი ჩვევის თეორიაა და სხვა არაფერი,
რადგან ცხოვრებაც უპირობო ჩვევის თეორიაა და სხვა არაფერი,
და ამ უპირობობაში ადამიანებს მართავს ყველაზე დაუნდობელი გრძნობა,
რომელსაც შიში ჰქვია,
რომლის გამოც ისინი გაურბიან მარტო დარჩენას,
სიკვდილს, სიცოცხლეს, საკუთარ თავებს და ომებს იგონებენ,
ომებს საკუთარი თავებისთვის და სხვებისთვისაც,
გაურბიან, რადგან თუნდაც ყველაზე აბსურდულ დაბრუნებაში გამარჯვება მოიტყუონ, -
შენ უბრალოდ უნდა ადგე და გაუშვა.
რომ გუშინ, როცა ჯერ კიდევ სუსტი იყავი და
თვალისგახელისთანავე ფეხშიშველი სარკისკენ მიტანტალებდი,
როცა თავი ძლიერი გეგონა და ჭკვიან ლექსებს
ჭრელა-ჭრულა კაბებივით დააფრიალებდი,
როცა ასფალტიდან…


არიან ადამიანები-ცარიელი სახლები

სადაც შესვლას გიჯობს , სულ არ შეხვიდე.

არიან ადამიანები - დაულაგებელი სახლები:
აქ შეიძლება დაიკარგო და
ნივთებმა წასაქცევად ფეხი დაგიდონ.
თუ კარგი დიასახლისი არ ხარ
მე გირჩევდი : -არც აქ შეხვიდე!

არიან ადამიანები- ფარდა დაშვებული სახლები:
გიზიდავენ თავისი იდუმალებით,
მაგრამ თუ ფარდებს გადაწევ
მიხვდები- იმ ცარიელ სახლში მოხვდი
რომელზეც თავიდანვე გიყვებოდი.

არიან ადამიანები უპატრონო სახლები,
ანტიკვარული ავეჯით სავსე,რომელიც არავის ჭირდება
ხის ჭიის გარდა.
არიან ადამიანები ქოხები- დაფურცლული წიგნებით.
აქ უფრო ოცნებების სჯერათ და ისევ ინტერესით კითხულობენ :
“ხომ არ შეჭამა ბატკანმა ყვავილი”.?
არიან ადამიანები-თავშესაფრები
სადაც შეგიძლია, ჩამოჯდე, დაისვენო
ფინჯან ჩაისთან ისაუბრო გადამფრენი ჩიტების ბედზე
მაგრამ შენ აქ დიდხანს ვერ გაძლებ-
სავსე სიმშვიდეც დამღლელია ზოგჯერ კაცისთვის.

და არიან ადამიანები-ადამიანები
აქ შეგიძლია შეხვიდე და სამუდამოდ დარჩე.


თუ გინახავთ თქვენი თავი, როგორ უყურებთ მას, ვინც გიყვართ?
თუ გინახავთ შორიდან?
მე მინახავს.
ერთი კადრია, ორი წამი გრძელდება სულ: ვუყურებ, ვიცინი.
გვერდიგვერდ ვდგავართ, შევყურებ და ვუცინი.
ალბათ ათასჯერ ვნახე ის კადრი, ვახვევდი და ვახვევდი, ვუყურებდი და ვუყურებდი უსასრულოდ.
და მიკვირდა. ასე არასდროს გამკვირვებია ჩემი თავი, არასოდეს მინახავს ასეთი, არ ვიცოდი ასეთიც თუ იყო.
მგონი ისიც არ ვიცოდი მანამდე, რომ მიყვარდა. ასე თუ მიყვარდა.
ყოველთვის, როცა მგონია, რომ ჩემგან აღარაფერი დარჩა და აღარაფერი შემიძლია, ის კადრი მახსენდება.
ყოველთვის, როცა მგონია, რომ არაფერია ამქვეყნად მშვენიერი, ის კადრი მახსენდება.
და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ღირდა, და ყველაფერი ღირს, თუ შეიძლება ვინმეს ასე უყურო. თუ შეიძლება სულ…


„ძვირფასო ელა!
დაბადების დღეს გილოცავთ! ორმოცი წელი მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც შესანიშნავი ასაკია. იცით თუ არა, რომ მისტიკოსები ამ ციფრს ახალ საფეხურზე გადასვლისა და სულიერი გამოღვიძების სიმბოლოდ მიიჩნევენ? დააკვირდით: როცა ვგლოვობთ, ორმოც დღეს ვგლოვობთ. როცა ბავშვი იბადება, მას ორმოცი დღე სჭირდება იმისათვის, რომ დედამიწაზე საცხოვრებლად მოემზადოს; როცა შეყვარებულები ვართ, ორმოცი დღე გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენს გრძნობებში დავრწმუნდეთ, წარღვნა ორმოც დღეს გრძელდებოდა; როცა წყალმა ქვეყანა წალეკა, მან, ამავდროულად, მთელი სიბინძურეც ჩამორეცხა დედამიწას და კაცთა მოდგმას ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალება მისცა.
ისლამური მისტიციზმის მიხედვით, ადამიანსა და ღმერთს ორმოცი საფეხური ჰყოფს. არსებობს ცნობიერების ოთხი ძირითადი ეტაპი; თითოეული მათგანი ათ-ათი საფეხურისაგან შედგება. რაც ორმოც დონეს ქმნის. იესომ…


შენ მითხარი,
რომ შეიძლება დაიძინო,
გაიღვიძო
და ადამიანი აღარ გიყვარდეს.
რა მეპასუხა,
სიჩუმის მეტი.
...
ჩემი სიყვარული ასეთია:
შეიძლება დავიძინო და აღარც
აღარასოდეს გავიღვიძო,
მაგრამ თუ მიყვარს - მიყვარს..


სამჯერ მივატოვე სამყარო:
პირველად -
სანამ შენ შეგხვდებოდი.
-არავინ მაინტერსებდა!
მეორედ-
როცა შენ შეგხვდი .
-არავინ მაინტერესებდა, შენს გარდა!
მესამედ-
როცა მე და შენ აღარ ვიყავით , ''მე და შენ''
-არავინ მაინტერესებდა , ჩვენს გარდა!


← წინა 1 2 3 4 5 შემდეგი
ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში