mako87-ის ბლოგები

mako87
31, თბილისი, საქართველო

ასეა ყოველთვის, ყოველთვის ასეა... როცა არ უყვართ, ვერ ამჩნევენ...


ასე ხდება... წლები რომ გადის მერე ხვდები ასე რომ რომ ხდება... მერე ხვდები თურმე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება..წლები კი გადის, მაგრამ მანამდე ვერ გრძნობ სანამ თმაში შეპარულ ჭაღარას არ იპოვი, სანამ თვალუს არეში მიგდებულ ნაოჭს არ დაუწყებ გაქრობას, სანამ სასწორი ათი კილოთი მეტს არ გადაირტყავს და სანამ სამჯერ გაჭრილი მუცლის არე თავს არ შეგახსენებს ყოველ დღე... ასე ხდება ალბად და იქნებ ასე უნდა იყოს... ეს ცხოვრებაა. ერთია გულის ტკენა საკუთარ გაწეწილ და დაკარგულ დროზე ფიქრი მაგრამ როდის იყო დრო უკან ბრუნდებოდა... ან სხეული ინარჩუნებდა "ქალიშვილობის" ფორმას... ან სული ინახავდა ოცნებებს, ან სიყვარული თავის ადგილს. ხოდა დაე წავიდეს დრო... იქამდე იაროს სანამ…


რა უცნაურია ადამიანი... წამში ახერხებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, წამში ანულებს ყველა მისთვის ჩადენილ სიგიჟეს, გივიწყებს თითქოს არც არსებულხარ მის ცხოვრებაში, თითქოს არაფერი არ იყო, იქნებ არც იყო... იქნებ ის ყველაფერი სიზამრი იყო, ან ოცნება რეალობის სურვილით... იქნებ ის ხელები სულაც არ მეფერებოდა, არც ის ტუჩები მკოცნიდა, იქნებ სურვილი გავქცეულიყავი მასთან ერთად სადმე შორს, იქ სადაც არ იქნებოდა დენი, ინტერნეტი, ხალხი, არავინ მეტყოდა რა ცუდი ვარ რომ ეს გავაკეთე, არავინ მეტყოდა მე შენი არ მესმის ეს როგორ ჩაიდინე იქნებ ესეც არ იყო რეალობა... სად დავიკარგე.... სად არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ლექსები რატომ გახუნდა? რატომ აღარ ვწერ არაფერს სად დაიკარგა ჩემი…


...ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ამბობენ ირონიით, ამბობენ და საკუთარ ნათქვამზე თვითონვე ეცინებათ, ოცნებასაც დასცინიან და მეოცნებესაც რა იციან რომ ოცნებას აყოლილი სული უფრო მტკივნეულად ეცემა დედამიწაზე, რა იციან რომ ფრთები ელეწებათ საკუთარ დალურჯებულ სხეულზე და ცრემლები, მლაშე ცრემლების გემო სამუდამოდ ამჩნევია ფერმკრთალ სახეს... ნეტავ რა იციან რას გრძნობენ მეოცნებენი არარეალურ სამყაროში გახიზნულები ღამის გამომგლეჯილ რამდენიმე საათს დახუჭული თვალებით წასულები, რა იცინ რა მტკივნეულია უკან დაბრუნება მათთვის, რომ ამ ცივ და დამცირებულ კედლებში მხოლოდ გაცვეთილი სიტყვები ან ყვირილი ისმის... იქ კი არ ყვირიან, იქ თბილა, იქ ვარსკვლავებს შეგიძლია შეეხო, შიშველმა იბანავო ცივ მდინარეში და წყალს გაატანო ამ ქვეყნიური სევდა...

ოცნებები მცნებებივით…


ესეც ასე დაიწყო... ის დრო დადგა სკუთარი თავი ყველამ რომ იცის აი ძილის წინ შენს ფიქრებში შენს თავთან რომ რჩები და იცი, ზუსტად იცი ვინც ხარ. მერე რა რომ მთელი დღე ფილტვები გაიჟღინთა დარდით ჩამწვარი სიგარეტის კვამლით გახვალ გარეთ (უკიდურეს შემთხვევაში აივანზე) და ჩაისუნთქავ ამ ჯერად მანქანისგან გამონაბოლქვ ბენზინის არომატს რა მნიშვნელობა აქვს რით აავსებ ფილტვებს მთავარია სუნთქავ... ის მეზობლები რამდენიმე წამის წინ ერთმანეთის სიყვარულში ერთმანეთის თავს რომ იფიცებდნენ ეხლა სადაცაა გამეტებულად მოქნეული სხეულის რომელიმე ნაწილი მოხვდებათ ესეც მერე რაა ხვალ ისევ ძმები იქნებიან: ))

ვინ იცის ვის რამდენი ღამე აქვს გათენებული მე ღაამეები მათენებენ ეს ის დროა სულის…


როცა ფოთლები ტოვებენ ხეებს
მოედებიან ბილიკევს ვიწროს
შენი დაკარგვა მაშინებს მეც და
იმ ხეებივით განვიცდი თითქოს,
ვუყურებ ახლა ტიტველა ხეებს,
გაყინულ ტოტებს უგემოვნოდ რომ ათამაშებენ
და იმათსავით განვიცდი ახლა
ვინც მაგ ხეებზე ბუდეს აგებენ,
უშენოდ ყოფნა არ მინდა ჩემო
უშენოდ ყოფნას ვერ შევეჩვევი,
მე წელიწადის სხვა დრო არ მინდა
შენ შემოდგომავ ვერ შეგელევი.

ოტია ზედგინიძე


როდესაც სიტყვებს თავს არიდებ
და სიტყვებიც გერიდებიან
და შემოდგომა იწყება ასე... <3


არა ვარ კარგად,
გეფიცები კარგად არა ვარ
და როგორ მინდა მიფათურო სულში ხელები,
რომ იქნებ რამე დაალაგო, არევის ნაცვლად,
რომ დაინახო საკუთარ თავს როგორ ვეცლები...
ისევ გწერ ხედავ, აღარა მაქვს თავს ზემოთ ძალა,
მინდა მოგიყვე შენ ან ჩემს თავს რას ვერ ვპატიობ,
მე აღარ ვსუნთქავ, მაგრამ ვრჩები ცოცხალი რადგან -
ჩემი სიკვდილიც ვერ გაბედავს რამე გატკინოს...
ჩემს გულის კედლებს შენი შიგნით ყოფნის სუნი აქვთ,
სცივათ ჩემს ხელებს, სცივათ თვალებს, ცივა გარეთაც
და მენატრები, მთელი ძალით, ისე სრულიად
რომ საკუთარი სხეულიდან ვცდილობ გაქცევას...
არა ვარ კარგად,
გეფიცები კარგად არა ვარ,
დღეები გამყავს, შიგნით მე ვარ, გარეთ მარტია,
ვიცინი ისევ მეგობრებთან დაუღალავად
და მეტირება მაშინათვე როცა მარტო ვარ...

ვფიქრობ ჩვენ ორზე
და ვიხსენებ როგორ გიყვარდი,
ვფიქრობ შენს ზურგზე ჩემს მაგივრად სხვა…


მე აღარ ვსუნთქავ, მე აღარ მიყვარს, აღარ ვენდობი და აღარ მწამს... მე აღარ ვტირი ცრემლი გაშრა, აღარ ვსაუბრობ და აღარ ვდარდობ... ვეწევი იმდენს რომ ფილტვები მტკივა, ფილტვები სიგარეტისგან გული კი ცხოვრებისგან... ვსვავ კონიაკს და ვიწყებ თრობას :)) ზოგჯერ ვნებისგან, ზოგჯერ სევდისგან. ვუსმენ არაფერს, მხოლოდ საკუთარ ხმას და კითხვით? ვკითხულობ როგორ არა... იმან იმას უღალატაო, იმან ის მოკლაო, იმან მიატოვაო, იმან თავი მოიკლაო, ის გაბოზდა და ის გალოთდაო... ვკითხულობ ზოგჯერ საკუთარ ცხოვრებასაც და შუა გზაში ვტოვებ... ვგრძნობ შიმშილს სულისას, ვგრძნობ ტკივილს და იცი? ეს ტკივილი მკლავს... გარეთ მზე რომ არის მიყვარს:)) მინდა გავიდე ხოლმე მაგრამ ოთხ კედელს ვერ ვშორდები აივნიდან ვუყურებ…


08.10.2015

ამოუხსნელი რამ არის სული - არავინ იცის, სადაა ის... მაგრამ ყველამ იცის, როგორ სტკივა მას..."


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში