ne-o-ni-ის ბლოგები

ne-o-ni
30, თბილისი, საქართველო

სააქაო ცხოვრება დიდად აღარ მედარდება
ახლა უკვე მომავალი მკაფიოდ მესახება
შენი სახე ცის კიდეზე ეხატება
დიახ,ის ხარ ვინც უსაზღვროდ მეყვარება
მაგრამ,ყოველთვის არსებობს სირთულე
მათოვს გრძნობების უსაშველო სისრულე
თუ ჭკუას დავკარგავ,უჩემოდ იფიქრე
ძილის წინ ლამპარი,უხმოდ ჩამიქრე
მარტო დარჩენის შიში გამიქრე
შენი თავი მაჩუქე,დამასაჩუქრე
მინდა მოგიძღვნა ჩემი ემოცია
რომელნიც არასდროს გადმომიცია
მანძილი გვაშორებს შორიდან გნატრობ
დიდხანს დაგიცდი არ გინდა,ნუ ჩქარობ
აქ არ ხარ?ჩემს გულში მაინც ხარობ,
ყოველ წამს,ყოველ წუთს გნატრობ.


კრძალვით გამოგხედავ,არ ვიცი შამჩნევ?
ერთი კი ცხადია შენს გარდა ვერვის ვარჩევ
დღეები მიდიან,უტყვი ტენდენცია
ჩემი სიყვარული ყველაზე მეტია
ჩემთვის მიყვარხარ,მალულად გულში
ნეტავ მაცოდინა მოგწონდი გუშინ?



შორიდან გიმზერ,გიყურებ გხედავ
შენთან მოახლოებას ვერადროს ვბედავ
მინდა მიყვარდე ჩუმად,მალულად
შენთვის ვლოცულობდე მუდამ კრძალულად

არ ვიცი ეს გრძნობა როდემდე გასტანს
როცა დაგინახავ,ვნატრობ იმ წუთს
მოხვალ და მეტყვი რა გტანჯავს
უხმოდ მითანაგრძნობ,გამითბობ ტანს.

ერთად თუ ვიქნებით ოცნებებს ავიხდენთ
კენტად მოარულნი არაფერს წარმოვადგენთ.
სიცოცხლე ხალისით ივსება მაშინ
როცა ორი გული ერთდება ცაში.


არ ვიცი, რაა, მართლაც, სიცოცხლე,
რატომ გვჩუქნიან, რისთვის ღმერთები...
სანამ გამიცნობ არ გამისწორდე,
ნუ მესვრი ტყვიებს ასე ფეთებით...
ისევ აიმღვრა ზღვების ნაპირი,
სისხლი სწყურია ისევ ქარიშხლებს,
და სული ჩემი გრძნობის ვამპირი,
კედლებზე აკრავს შიშველ აფიშებს...
ზოგჯერ მგონია, რომ სიზმარია,
ულაყებივით გარბიან ზღვები,
ზვირთებს ნაპირი დაუფარია
და პორტებს ესხმის ცა გააფთრებით...
თითქოს ყველაფრის წაშლას აპირებს,
რაც კი აქამდე ხატა და ქარგა,
თითქოს ზღაპარი და სინამდვილე,
ელვით და მეხით ერთმანეთს ფატრავს...
აღარ ვარსებობ, აღარ ვარსებობ,
აღარც ის მახსოვს თუ ვარსებობდი,
და თუ ოდესმე ვინმემ მახსენოს,
თქვენ აუხსენით როგორც ვკვდებოდი...
თუ გრიგალებმა როგორ მიშვილეს,
როგორ ვებრძოდი ჯანღებს ბნელეთის,
მოვედი, ცაზე გადავიფრინე,
და მათ დავუთმე მათი ხმელეთი...


ჩვენ მოვდიოდით გვერდიგვერდ დიდხანს,
ასე მგონია, დასაბამიდან...
მარტი ფიქრს ისე გულდაგულ იფხანს,
თითქოს იგონებს იმ დღეს თავიდან...

პირველად ვნახე გზების გაყოფა,
თუმცა ყველაფერს სულ გვინ მივხვდი,
დამღალა მარტის ოინბაზობამ,
მისმა ათასჯერ მორგებამ ნიღბის.

გზის მერე უმალ გაიყო სახე,
გაიყო გული, გაიყო ფიქრი,
სულს ქარი ანცი ბავშვივით არხევს
და გასაყოფიც არ დარჩა თითქმის.

მაგრამ ჯერ კიდევ იმედით ცოცხლობს,
ცახცახებს მკერდში ორი ლებანი
და მარტსაც პასუხს უთუოდ მოვთხოვ,
რაც იჭორავა განშორებამდი.

თუ მონატრებას ახლავს დათმობა,
შენი სახელი უნდა ვიყვირო...
მე უკვე ვიცი, რაა გაყოფა
და შეერთებაც მინდა ვიხილო...


წინა 1 2 3 4 შემდეგი →
ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში