ne-o-ni-ის ბლოგები

ne-o-ni
30, თბილისი, საქართველო

პალმის რტოებს ჩაუვლიან ლანდები,
და ღმერთკაცის ჯვარცმულ სახეს ვნახავ,
მდუმარებას ხელში აყავს ხატები,
შენ იუდას გაღიმებას ხატავ.
ზეთისხილის მთას დაჰყურებს მთვარე,
გველისფერი გზა მიჰყვება ტაძარს,
და მესიას შეიპყრობენ მალე,
დღეს იუდას ჩვენში ბევრი ბაძავს.
ვნების კვირა გაგრძელდება დილამდე,
საიდუმლო სერობასაც ვთლიდი,
ხელს დაიბანს პონტოელი პილატე,
მაცხოვარს კი უთვალავჯერ ვყიდი.
გულისთქმას რომ დაბრმავებით ვენდე,
მიწევს ბევრი განსაცდელის ატანა,
და ჭოწმანობს მოციქული პეტრე,
ქრისტე ეტყვის გამშორდიო სატანა.
ნაზარეთის თხემისფერი კედლები,
ერთხელ მაინც უნდა ნახოს კაცმა,
ჯერ დახატე ზეთისხილის ქედები,
მერე უფრო ადვილია ჯვარცმა…


08.12.2011

ეს ფიქრები მხოლოდ მისია,
ამ სიყვარულის ვიცი ღირსია.
ოცნება ისევ გულში ტრიალებს,
ეს სიყვარული გამაფრთიანებს.
ოდესღაც ვიცი მაჩუქებ იებს,
ქვეყნად ყველაფერს მე გაპატიებ,
მაჩუქებ ჩემთვის სანატრელ სიტყვებს,
თავში ვალაგებ მოგროვილ ფიქრებს.


იცი, მე სხვა ვარ,
მე არ ვგავარ ყველას ნაფიქრალს
და უსაშველოდ გაწოლილან სულში დარდებიც...
ვეძებ სილურჯეს, ცის ლაჟვარდს და უსასრულობას
და ოცნებების ასრულების რიგშიც არ ვდგები.
იცი, მე ზღვა ვარ,

მწარე ფიქრით აქაფებული
და რა ხანია, სუფთა ზეცა ვეღარ ავრეკლე...
და ყოველ დილით, როცა ისევ ვიწყებ ცხოვრებას
შიშველი ხელით ვერ ვგლეჯ დარდის უხეშ ნარ-ეკლებს...
მე ვიწრო გზა ვარ,
მწვერვალისკენ მიდის რომელიც
და სიხარულის იმედებსაც ვამჩნევ ხანდახან...
თუმც, რა ხანია დიდმა სევდამ დამისაკუთრა,
ფერად-ფერადი ყვავილებიც უწყლოდ გადახმა...
მე ვარ პეპელა... მე ვარ ია, მე ვარ ღრუბელი,
ხან სულ არ ვიცი, რატომ ვარ და მართლა როგორ ვარ...
შენი ცხოვრების ის ფერმკრთალი
მანათობელი,
ხშირად რომ მალავს უხმო ცრემლებს
მე ის გოგო ვარ...


08.12.2011

არი მიაპობს აბურძგნულ ბალახს
ხეებს მოსწყვიტავს ფოთლებს შერჩენილს
ნისლი დიდრონ მთებს აქა-იქ მალავს
მთა ნაზად იბერტყს ყინულს დარჩენილს
მგელი ყმუილით აყრუებს სივრცეს
ცის კაბადონი ,,ლალივით,, ბზინავს
მე რომ გაგიცან დავლოცავ იმ დღეს
და შენს კეთილ გულს ჩემს გულში ძინავს
ვლოცავ აპრილის პირველ თეთრ ვარდებს
დავლოცავ ყველა ტკბილ და ნაღდ ქართველს
მას შევიყვარებ ვინც შემიყვარებს
ჭირსა თუ ლხინში ვინც მომინატრებს


08.12.2011

სამყარო ისეთი ცარიელი იყო, რომ
ფიქრებმა დასაჯდომი ადგილი იპოვეს.
ფიქრები ისეთი ცარიელი იყო, რომ
აზრებმა გარემოს გამოცვლა ითხოვეს.


მე მეშინია უშენოდ სიცოცხლე
სიკვდილი გინდა?ჩემთვის იცოცხლე
მოგბეზრდა ყველა და ყველაფერი
მე შენს თავს შემიცვლის ვერაფერი...
დამითმე ბოლო დღის სულ ერთი წამი
ინათა მზემ ააელვარა მინდვრის ნამი
მისმინე რა მინდოდა მეთქვა შენთვის
მჯერა ეს სიტუაციას სავსებით შეცვლის
შენ ხარ ჩემი გულის მფეთქავი ძალა
სხეულის ,ხერხემლის მთავარი მალა
ცხოვრების გზის,თითოეული ნაბიჯი
აზრების მოკრეფის,საუბრის ნიჭი
არ ვიცი ასე რით მოგეკარი
ერთი თხოვნა მაქვს თუ, მაინც მოკვდები
შენთან ერთად მეც მომკალი.


აგერ უკვე გაიფურჩნა რტო

ბაღში ხემაც გამოისხა შტო
ახლაც ისევ დავრჩი მარტო
მებადება კითხვა რატომ?
ქარი კარს აჭრიალებს
ირგვლივ მტვერს ატრიალებს
რაღაც მოუსვენრად წრიალებს
ტყეში ნადირი ღრიალებს
მე კი ასე ეული ვარ
ნეტავ ვინმეს ვუყვარვარ?
დარდი წუხილს ერთვის
გული უშენობას ებრძვის
ფიქრმა აზრი არია
ეს უკვე საკმარია
ნეტავ ბედი რას მეტყვის
სუნი ტრილაებს სეტყვის
ქვეყნის ძალა ქალია
ამოავსო ნალია
გაირინდა მოდამო და ცა
შენზე ფიქრმა რა მომცა?...
თითქმის სულაც არც რა
გაგიხსენე და ტანში გამცრა

გახედე ამ ხედებს
იმ კაცს რა ამღერებს?
მტრედი თავს მოიღერებს
მე მოვისმენ სიმღერებს
გზად გადახტა კალია
ჩიტმა წყალი დალია
შენთვის ვიღას სცალია
დაასრულეს არია
მოჩვენება სინამდვილეს შეცვლის
რამდენი რამ უნდა მეთქვა შენთვის
წავალ გამიტაცებს ფიქრთა აგონია
დიდხანს გიცნობდი ასე მგონია
ცხოვრებამ მიჩვენა ჭკუა არ მქონია
რა ყოფილა ფუჭი ნატვრა
მსგავსი როგორც უფლის ხატვა
უთუოდ მშთანთქავს უძილო ფიქრები
აღარ მახარებს ქათქათა ფიფქები
დღე მარტოობაში მიილია
ჩემი…



სიყვარული დაუსრულებელი გარდაქმნების პროცესს გადის,სანამ ჩვენს ცხოვრებას შეერთვებოდეს და საუკუნოდ შეღებავდეს მას თავისი ცეცხლისფერი საღებავით.შეერთების საიდუმლოება მიუწვდომელია ათვისებისათვის და გაბის მხატვრის ანალიზს.
უმჯობესია ადამიანი მკვდარი იყოს,ვიდრე უბედური.
რჩეული ადამიანების შეცდომა იმაშია,რომ ისინი თავიანთი ახალგაზრდობის წლებს უხვად ხარჯავენ,რათა საზოგადოების კეთილგანწყობა დაიმსახურონ.


პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არავითარი ფასი არ გვენანება.
როცა ქალს ძალიან უყვარს იგი კეკლუცობს.
სიყვარული გულუბრყვილო ნაკადულია რომელიც მოლის,ყვავილებისა და კენჭების სარეცელზე მიჩხრიალებს.
ცრუმორწმუნეობა ხშირად იმედებს აღვბიძებს.
განათლება საუცხოო აბდაუბდაა.
უძველეს დროში ძალა თეოკრატიაში იყო.
პატივმოყვარე კაცი ხელისუფლების მწვერვალზე ასვლას ოცნებობს და მლიქვნელობის ტალახში დახოხავს.
დიდი ადამიანის დაშავებისათვის საჭიროა,იგი დიდი სიმაღლიდან გადმოვარდეს,ზეცამდე იყოს ასული,რაღაც მიუწვდომელი სამოთხე ჰქონდეს დანახული.
შეუბრალებელი უნდა იყოს ქარიშხალი,რომელიც ადამიანს აიძულებს სულიერი სიმშვიდე დამბაჩის ლულას სთხოვოს.

ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა.
იცოცხლე,რათა იმეფო და ხალხს თავი მოაწონო--ასეთია განაჩენი,რომელიც ჩემი გულის თითოეულ ძგერას გამოაქვს.
ადამიანი ირყვნება ვარჯიშით და იწმინდება უმეცრების წყალობით.
ბუნება ბრმებს და ყრუ-მუნჯებს შობს,მას შეუძლია ისეთი ქალებიც წარმოშვას,რომელნიც ბრმები და ყრუ-მუნჯები არიან სიყვარულში.


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში