otar rurua-ის ბლოგები

otar rurua
32, ფოთი, საქართველო

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
რომ ერის ხმამ ძველებურად იჭექოს...
რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი -
აფხაზეთში ნაომარო ბიჭებო.
ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
მზე უთქვენოდ სოხუმშიაც არ მზეობს!
საქართველოვ! არასოდეს დამთავრდები,
ღმერთი იცავს ქართველების სამზეოს!


შობას გილოცავთ ქართველებო... შობას გილოცავთ,
უფლის შეწევნით შევაბიჯებთ მშვიდობის დროში,
ღმერთმა მარადი სიყვარულის გზა დაგვილოცა,
ერთად შეგვყარა სიყვარულის ამ საუფლოში.


ღმერთმა მომცა ყველაფერი:
მოწამეთაც... ბაგრატიც,
იყო ჟამი, ჩემი გულიც
ამაყობდა გაგრათი.
რომ იტყვიან-ცას სწვდებოდა
შეძახილი თამადის:
საქართველო, საქართველო,
საქართველო მარადის.
რუსთაველზე მიდიოდა
ჯარისკაცთა პარადი,
დღეს მშვიდობას ყველა ითხოვს:
გლეხიცა და თავადიც.
მგოსნის ხელით იწერება
სიყვარულის ბარათი,
სიყვარული, სიყვარული,
სიყვარული მარადის.


ფიქრმა გონება ვეღარ დაღალა,
ცერზე დგებიან უფლის შვილები,
ტანს ჟრუანტელი მივლის ალალად,
როცა ცეკვავენ სუხიშვილები.
და ვიმართები წელში ამაყად,
შორიდან მესმის ზარების რეკვა,
ლაღ არწივების ფრენას წააგავს
სუხიშვილების მთის ყველა ცეკვა.


პოეტო, გულში მამული გტკივა,
პოეტო, მკერდში სამშობლო გიცემს,
თუ ერთმანეთი ჯერ კიდევ გვტკივა -
მაშ, ქართველებმა ხელი ხელს მივცეთ.
ნიკორწმინდა თუ ბებერი ზარზმა
ჩვენ შემოგვცქერის იმედის თვალით,
დიდება ომში დაცემულ ცხრა ძმას,
მათ თავიანთი დასტოვეს კვალი.
და ბავშვობიდან სამარადისოდ
მეც შემაყენეს გმირების კვალზე,
ჩვენი აისი ისევ აისობს
უწინდებურად ამ ქვეყანაზე.


ისევ გიზგიზებს ცეცხლი ჩემს მკერდში,
დაშანთული მაქვს გული მარაბდით,
სულისკვეთებაც ვერ ჩაკლეს ჩემში,
დღესაც ვამაყობ მოყმის ბალადით.
ვერ დამაჩოქებს რუსი ვერცერთი,
გინდ გლეხი იყოს... გინდაც თავადი,
თუმც ვერაფერი ტკივილს ვერ შველის,
შარავანდედი მმოსავს მარადის.


(მიმართვა საკუთარ თავს)


ვარადა ბიჭო... ვარადა,
აახმიანე მარაბდა.
შეყვარებულებს უმღერე
სიყვარულისა ბალადა.
ვარადა ბიჭო... ვარადა,
ძმებს აეფარე ფარადა.
მტერს დაუყენე თვალები
მოყვასთა გასახარადა.
კვლავაც დაედე წამლადა
იარებს... ენთე სანთლადა.
არ უღალატო სამშობლოს,
თავი გასწირე მართლა და...
სანამდის სული გიდგია
დააგუგუნე ვარადა!!!


20.03.2012

ვერ დამაჩოქა დუშმანმა,
ვერ შემაშინა ქარ-წვიმამ,
ვერ დამიკორტნა გულ-ღვიძლი
ცაში აჭრილმა არწივმა.
ვერ გამაოცა ვერაფრით
ვერც ხალხის მცირე ნაწილმა,
ვერც ვნებიანად მაკოცა
ტანსრულმა ქალმა ყმაწვილმა.
ვერ დამამარცხებს სატანა,
ვერც მომერევა ქარ-წვიმა,
აქ გავჩნდი... მიწამ გამზარდა -
ვაჟას ცრემლებით ნაწვიმმა.


ჩვენ არაერთხელ გიერთგულეთ გრიგალში... ქარში,
მიწყივ: ასაკით სხვა ქვეყნებზე უფრო დიდი ხარ,
თუმც მოგიწამლეს აპრილის თვე ოთხმოცდაცხრაში -
მერმისისაკენ ისევ ისე რწმენით მიდიხარ.
ჩვენ არაერთხელ განუგეშეთ ავდარში... დარში,
მე რწმენის ცეცხლი ძველებურად მკერდში მინთია,
მინდა მიგულო სამუდამოდ მეც შენს ამქარში,
საბედნიეროდ ისევ ცოცხლობს ჩემში მინდია.


მომენატრა ოჩამჩირე,
სოხუმში დასვენება,
ახლაც ისევ ჟრუანტელს მგვრის
წარსულის გახსენება.
აფხაზეთი მენატრება -
თვალწარმტაცი ედემი,
თუ გადარჩა, გადარჩება
ჩვენი ლოცვა-ვედრებით.
ზღვა იღელვებს ისევ ისე -
როგორც უწინ ღელავდა,
სიყვარულმა ოცნებაში
ზეცა გამიფერადა.


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში