ქალი-ის ბლოგები

ქალი
39, თბილისი, საქართველო

ჩემი ალბომი სადა?ვერაფერს ვეღარ ვპოულობ,სურათები ფაფუ??


06.05.2015

მცოდნე ადამიანის თავდაჯერებულობა არასდროს არ არის ისე მაღალი, როგორც უცოდინარის.


18.04.2014

https://www.youtube.com/watch?v=Y2YR91Om-8k&feature=youtu.be


12.04.2014

http://www.youtube.com/watch?v=kGbouVWgd6Y


იმ შემთხვევაში, თუ მე ვმუშაობ სახელმწიფო ან კერძო სექტორში, კადრების განყოფილებაში და მაქვს ვაკანსია, რაც არ უნდა უმნიშვნელო თანამდებობაზე, ჰაერივით აუცილებელია, აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს: გქონდეთ უმაღლესი განათლება, მინიმუმ ჰარვარდის უნივერსიტეტში, ფლობდეთ 7 უცხო ენას და კომპიუტერულ პროგრამებს ჰაკერი პროგრამისტის დონეზე, იყოთ ახალგაზრდა (22წლის) და პერსპექტიული, გქონდეთ 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასიამოვნო გარეგნობა, იყოთ კომუნიკაბელური, ფლობდეთ როგორც გუნდურად, აგრეთველ ინდივიდუალურად მუშაობის უნარ-ჩვევებს და ა. შ.

ან, უბრალოდ, იყოთ ჩემი მულიშვილის მეუღლე.



20.10.2014

სიძულვილს ჯერ არასოდეს არავისთვის მოუტანია სიკეთე. მაშინ როცა ნებისმიერმა საქმემ, სიყვარულით გაკეთებულმა საოცრებები შეიძლება მოახდინოს. ცოტა მეტი სიყვარული რომ იყოს ირგვლივ, ამდენი საშინელებაც არ მოხდებოდა. მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქმე უკუღმა გამოსწორდება - ანუ ჯერ ჩვენ გადმოვანთხევთ ყველა და ყველაფრის მიმართ სიძულვილს და მერე თავისთავად შეიცვლება სამყარო უკეთესობისკენ, ტყუილად ოცნებობენ. ჯერ ჩვენ უნდა შევძლოთ სიყვარულის, მიტევების, მადლიერების გაღვიძება თვითეულმა საკუთარ თავში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ რაიმეს შეცვლაზე. მე აქ ახლა რომელიმე კონკრეტულ შემთხვევას არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ გლობალურად საკუთარი თავისადმი და სამყაროსადმი დამოკიდებულებას. მიმღებლობაც, მადლიერებაც, სიყვარულიც და პატიებაც საკუთარი თავიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სამყაროში. მე ბედნიერი ვარ,…


26.01.2014

თოვლის ფიფქი ხელის გულზე დამეცა...
მომეკრა... და გადაიქცა ცრემლად,
ღმერთო ჩემო... გულმა ამოიკვნესა
რა ხანმოკლე ცხოვრების გზა შეგხვდა.

არე-მარე გადათეთრდა ქათქათებს...
თითქოს მხატვარს მოეხატოს ზეცაც...
და ფიფქები ერთმანეთთან თამაშით...
მოფარფატებს... მიწას ეხუტება.

ბეღურები ჩამომსხდარან ხის ტოტზე...
ჭიკჭიკებენ...ჟღურტულებენ ტკბილად...
თოვლის მოსვლით გაიხარეს გულები,
ზამთრის სუსხი არ აშინებთ სულაც.

ხიდან-ხეზე ხტუნაობენ... გალობენ,
არ აშინებთ სიცივე და თოვა...
თოვლის ფიფქი ჩიტებს ეკეკლუცება
თითქოს მათთან პაექრობა უნდა.

თოვლის ფიფქი რა ლამაზად ტრიალებს,
სიხალისე მემატება სულში...
ფრთები მქონდეს... ცაში ავფრინდებოდი...
ყველა წყენას დავივიწყებ წუთში.


12.01.2014

http://www.youtube.com/watch?v=JelMxmWq4jU


19.03.2015

ქარი ახლა საალერსოდ მიწვევს,

იამინდა,გადაიღო თოვამ...
ნეტავ,ჩვენ რომ არ ვიქნებით, იმ წელს
რანაირი გაზაფხული მოვა?


ვიდრე რაღაცეებს ცხოვრებიდან საკუთარი ნებით არ გაუშვებ, ვიდრე არ აპატიებს საკუთარ თავს, ვიდრე არ აპატიებ სიტუაციას, ვიდრე არ მიიღებ დასასრულს, ვერ განაგრძობ წინსვლას. დიახ, ურთულესია მისცე რაიმეს შენი ცხოვრებიდან წასვლის საშუალება და ფოკუსირდე ახალ მიზანზე, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს თქვენს მიერ გაღებულ ყველა იმ მცირედ ძალისხმევად, რომლის დაუფლებაც შეგიძლია.


← წინა 1 2 3 4 შემდეგი
ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში