nan-ის ბლოგები

nan
34, Florence, იტალია

16.02.2019

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! - 

იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!...

არა ერთს ისე მოეღო ბოლო,

თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.


ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!...

სად არის იგი? - ეს ღმერთმა იცის!

იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის, - 

ათასში ერთი გამხდარა ღირსი!..


მუხრან მაჭავარიანი


რაღაც ალბათ უსაშველოდ ადრეა
რაღაც ალბათ – უსაშველოდ გვიან,
ვისთვის ზოგჯერ ყველაფერი მთავრდება,
ვისთვის – ისევ დასაწყისი ჰქვია.

ზოგი სხვის გულს ტკივილად რომ აჩნდება,
მერე აქეთ ატკივდება თავად,
ალბათ, ვიღაც ვიღაცასთან დარჩება,
ალბათ, ვიღაც სამუდამოდ წავა.

ეს ცხოვრება უსასრულო ბადეა
და თავისი უკითხავად მიაქვს,
ალბათ, შენი ჩემთან ყოფნა ადრეა,
ალბათ ჩემი შენთან ყოფნა –გვიან...


06.08.2018

წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო,

სეზონი – ბუხრების, ჩაის და პლედების…
ჩამოვსხდეთ სარკმელთან და თვალი ვადევნოთ,
ცას როგორ კვეთავენ ღრუბლები – დენდები.
ხანდახან ღიმილი ავანთოთ ღიღილოდ,
ვსვათ ჩაი, ლიმონით, პიტნით ან ჟასმინით…
წარსულის ბადაგით დავბანგოთ გონება,
მუხლებს რომ გაგვითბობს პლედები, ქაშმირის.
წვიმების სეზონი იწყება ძვირფასო.
ამ წვიმებს უთუოდ მოჰყვება ზამთარი.
ვუსმინოთ გამხმარი ფიჭვების ტკაცა-ტკუცს,
დავხუროთ ვალების და სევდის დავთარი.
შეხედე, რა მუქად, რა მალე ღამდება…
დადუმდნენ ქუჩები, პარკები, ეზონი…
იწყება ბუხრების, ჩაის და პლედების,
ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი.

მარიამ კოზმანაშვილი


10.07.2018

*** თუ არ დაეცი, ვერასოდეს ვეღარ შეიგრძნობ, რომ წამოდგომას რაოდენი ჰქონია მადლი, როს ბედნიერობ, აბა მაშინ როგორ შეიცნობ, შენთან,შენს გვედით, ვიღაცას რომ აწუხენს დარდი. თუ არ ატირდი,გაცინებას ფასი აქვს ნულის, ჩვეულებრივი გეგონება ღიმილი მუდამ, ღმერთის წყალობად რომ მიიღო არსობა პურის, რომ დააფასო,უსათუოდ მოგშივდეს უნდა. თუ არ დაგტოვეს, არ ღალატით გადინეს ცრემლი, ორგულთა მოდგმის თუ უფალი არ გაგხდის მნახველს. გაამაყდები, გეგონება ქვეყანა შენი, ერთგულებასაც ჩვეულებრივს დაარქმევ სახელს. თუ არ აგტკივდა, რას შეიგრძნობ სიცოცხლეს ისე, რად გვავიწყდება ლხინის ჟამს რომ სანთელი გვენთო, როს განსაცდელი მოთმინების ფიალას გვივსებს, მაშინ მოვიხმობთ და გავყვირით გვიშველე ღმერთო. მაშ, მიმატოვონ დაცემული უფალო ჩემო, ერთგულების და წამოდგომის რომ…


02.11.2013

რა სიმშვიდეა უფალო ჩემთვის
შენ რომ არსებობ ცაზე მაღალი,
შენი სუნთქვა რომ ყოველწამს მესმის,
და არავისთან არ გაქვს საზღვარი...

რა სიდიდეა, ყველა შეცდომას
როგორც მაგალითს უკან მიბრუნებ,
არ ვიმსახურებ თუმცა შენდობას
სულის ხსნად ისევ შენ დაგიგულებ...

რა სიკეთეა ამდენ ცოდვილში,
შენ ერთი დგახარ სუფთა და წმინდა...
სულ ახალ ცოდვით ვწვები ლოგინში
შენ ახალ დილას მიგზავნი ციდან...

შენა ხარ მუხა მრავალწლიანი,
ჩემი ცოდვები სულში გტკივდება,
შენც ხომ გჭირდება ადამიანი
ადამიანს კი ღმერთი ჭირდება...

რა სიმშვიდეა შენ რომ არსებობ
ნუ გადამიყვან საშენო გზიდან,
მე უმადურმა რომც არ გახსენო
ათას სიკეთეს მიგიგზავნი ციდან...


როდის ახდები ჩემს ყველა ლექსში ?!
ან როდის გეტყვი ”სად ხარ აქამდე ?”
როდის ჩადგება ჩვენს შორის ღმერთი ,
ან როდის გეტყვი ”მიყვარხარ ცამდე” ...

როდის ვიპოვნი მე ჩემს სიმშვიდეს ?!
სავსე მთავრეს რომ ღელვას ვაბრალებ.
როდის ვუამბობ ზღაპარს ჩვენს შვილებს ?!
ან თვალებს როდის დავუბრიალებ ...

როცა ჩემს ყველა ლექსიში ახდები
და როცა ორზე გადავმრალვდებთ ...
როცა ამ ქვეყნად უკვე წავხდებით ,
წარსული შენზე ადრე გავხდები ...

/ირაკლი გაფრინდაშვილი/ #სალ


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში