nia-ის ბლოგები

nia
27, თბილისი, საქართველო

25.01.2019

ხშირად მეუბნებიან, რომ ძლიერი და გამბედავი ვარ მიხარია ხოლმე, ის კი არა, რომ ჩემი სიძლიერე დაინახეს, არა ... ის მახარებს რომ ჩემს სისუსტეს ვმალავ კარგად. ხო... ეს ჩემი როლია და მე ვთამაშობ. ისე ვარ შეჭრილი როლში, რომ ხანდახან მეც ვეღარ ვხვდები ვინ ვარ. (აქ სარკეში საკუთარ ანარეკლს გავხედე და მალევე ავარიდე თვალი... რაც ჩემმა სახემ დაღლილის ნიღაბიც მოირგო, სარკეში ყურება აღარ მიყვარს... ) ბოლოს როდის მოვიხსენი ნიღაბი არ მახსოვს... მახსოვს ბევრი რამის მეშინოდა... განსაკუთრებით ადამიანების დაკარგვის და ამის გამო ბევრჯერ და ბევრი დავთმე... ხშირად უტკენიათ, მაგრამ დაკარგვის შიშის გამო პატიების უთხოვნელად მიპატიებია. მეგონა ასე ჩემს სიყვარულს დავანახებდი და მეგონა ერთხელ…


26.01.2019

ხომ არის ხოლმე "გადასატანი"დღეები..."ფეხზე ვერ დავდგები"დღეები..."მეტი აღარ შემიძლია"დღეები..."დავიტანჯე"დღეები...მხრებჩამოყრილი დღეები..."ყელში ამოვიდა" დღეები...გულგახეთქილი დღეები...ამ დროს იცი რა უნდა ქნა?! საკუთარი სხულიდან უნდა გამოხვიდე,შენს თავს მეგობარივით გვერდში ამოუდგე,შენივე ხელი მხარზე გადაიდო,წამოაყენო...ასე ნაბიჯ-ნაბიჯ...ეს "მეზარება"დღეები რომ ჩამოიცილო მხრებიდან...მერე უნდა დაითვალო ნაბიჯები...ოცამდე და პირიქით...მანამდე სანამ,პატარა ნაპერწკლს არ დაინახავ სიცოცხლისას...იმ "ტუჩებდაბუჟებული"დღეების გასაცრელად...იმ "არაფერი აღარ მინდა" დღეების დასამარცხებლად... -კიდევ რა უნდა ქნა?!-საკუთარ თავს დაელაპარაკე,გულახდილად უთხარი,გამოუტყდი ყველაფერში...რა გინდა...რატომ ხარ ასე...იტირე!-თუ გულზე მოგეშვება იტირე!..მერე აუცილებლად გაიცინებ,გულიანად გაიცინებ!..მთავარია ეს "გადასატანი"დღეები გადაიტანო!.."მეტი აღარ შემიძლია"-დღეებს არ მისცე გამარჯვების უფლება!...მოითმინო...საკუთარ თავს დაეხმარო სიხარულის დღეების დადგომამდე...გამარჯვების დღეების დადგომამდე..."გამიმზიანდა"დღეების დადგომამდე... ეს უნდა შეძლო!.. წინ უნდა იარო,არ უნდა დანებდე არავითარ შემთხვევაში!.. წაიქცევი?-ადგები!..ასჯერ რომც წაიქცე-ასმეერთედ უნდა დადგე ფეხზე!...ამაშია…


31.12.2018

'ძალიან რომ იღლები. ძალიან რომ გტკივა. ძალიან რომ ცარიელდები. და რომ გგონია, მეტი აღარ შეგიძლია. გარედან არაფერი გეტყობა, მაგრამ სული კივის.. ეს დაზეპირებული ტკივილები. ეს განუკურნებელი მარტოობა. ეს შებრუნებული ზურგები. ეს რუტინული მიტოვებები. ეს ვერნათქვამი სიტყვები. ეს ვერგაღიმებული სახეები. ეს მარადიული სევდის შეგრძნებები. ყოველ ღამით, დაძინებამდე რომ ფიქრობ, არსად მიხვალ, სადაც არ გელოდებიან. არავის ნახავ, ვისაც არ ენატრები. არავის აპატიებ, ვინც მეორედაც იმავეს გააკეთებს. და ყველაფერს იგროვებ შიგნით. და ცხრაასჯერ ეუბნები საკუთარ თავს, რომ დაიღალე. და გეზარება სიცოცხლე. გეზარება საკუთარი თავი. მაგრამ არასდროს გეზარება წასული ადამიანების მობრუნება.მაგრამ არასდროს გეზარება მოღალატე ადამიანების მეცხრედ ნდობა. მაგრამ არასდროს გეზარება მათი მონატრება. და ყოველ…


კაცი რომ ვიყო...
მამაკაცის ყველა თვისებით,
ჩემს გარეგნობას სიმახინჯეს ეძახდე თუნდა..
პირობას გაძლევ, უჩემობას არ გაღირსებდი,
მე განახებდი სიყვარული, როგორი უნდა.
გამთენიისას იასამნებს შევთხოვდი შველას,
შემოგიმსხვრევდით სურნელებით, სარკმელს ჩაკეტილს,
ვერა, ვერაფრით ასცდებოდი ჩემს ბედისწერას,
მე აგიხსნიდი სიყვარულის ნამდვილ გაკვეთილს.
მინდვრის ყვავილებს გახელებულს ვანდობდი გრძნობას,
შენ სადედოფლოს, შეგამკობდა ჩემი ხელები,
და როგორც წვიმა გაზაფხულზე მზეს სახეს მოჰბანს,
ასე მოგბანდი ლამაზ თვალებს, ფერებ–ფერებით.
კაცი რომ ვიყო...
თუნდაც შენთვის არ–სასურველი,
შენი თვალებით მოვხატავდი ანგელოზს ჩემში,
მეყვარებოდი, როგორც ქალი, ბავშვიც სულელი,
შავ–თეთრ სამყაროს გაჩუქებდი უთვალავ ფერში.
და შენი მზერა გახდებოდა, არც ისე მკაცრი...
გულში ყინულებს გაგილღობდი ხელისგულებით,
მე ვიქნებოდი ღირსებებით შემკული კაცი,
ცხადსა და სიზმარს მოგირთავდი თაიგულებით.
მე ვიქნებოდი ყველგან, სადაც შენ არ მელოდი,
მე ვიქნებოდი მონატრების მიზეზი დიდი,
კაცი რომ ვიყო...
უსათუოდ უნდა გჯეროდეს,
ჩემი სიგიჟით, იქნებოდი ამაყად…


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში