lizi777-ის ბლოგები

lizi777
50, თბილისი, საქართველო

არიან კაცები – მდინარეები. მთავარია, მათ აღმა არ აუყვე. დინებას გაჰყევი და ყველაფერი კარგად იქნება. არიან კაცები – შვილები. ისინი გულზე უნდა მიიხუტო, თვალებში ჩახედო და არასოდეს მიატოვო. არიან კაცები – მტაცებელი ცხოველები. ისინი მსხვერპლს დიდხანს აკვირდებიან. მერე მონადირებულ ხორცს უბრალოდ გასინჯავენ და ფრინველებს მიუგდებენ. არიან კაცები – ქვევრის ძველი ღვინოები. თავიდან არომატს აგემოვნებ და რაც უფრო მეტს სვამ, მით უფრო თვრები. ზომაზე მეტი თუ მოგივიდა, გონებას დაკარგავ და შეიძლება საკუთარი შვილებიც კი დახოცო. არიან კაცები – ნაძვის ხის სათამაშოები, გარედან – ბრჭყვიალა, შიგნით კი – ფუტურო. არიან კაცები – მიტოვებული ქოხები. თქეშსა და ქარბუქში მათ უნდა შეეფარო, შიგნით შეხვიდე,…


ღმერთო მომეხმარე, ფეხზე დამაყენე.
გზას არ ამაცდინო, სულ წინ გამახედე.
ღმერთო დამიფარე, ბოროტს ამარიდე.
რწმენა დაკარგული ისევ აღმიდგინე.
კაცი ცოდვილია ჯერ არ გაჩენილი.
ღმერთო მომიტევე ცოდვა ჩადენილი.
გვერდით დამიდექი, ჩუმად დამარიგე.
ისიც ამიხსენი რისთვის გამაჩინე —


არა მაქვს აწმყო, არც წარსული, არც მომავალი,
ჩემი ცხოვრება თითქოს დრაკონს გადაუყლაპავს...
და სულში, როგორც მოდებული ველებს ხანძარი,
რაღაც ბობოქრობს და მტერივით მითვლის მუქარას!!!
სიცოცხლეს ყელში გავჩხერივარ, არც მკლავს, არც მარჩენს,
წინ ყრუ კედელი ამართულა აუღებელი...
ბედი თავისი ბრმა თვალებით შემომანათებს,
ბედი ველური ულაყივით გაუხედნელი...
მე რაც გავეცი, არაფერიც არ დამიბრუნდა,
ვის რა მოვკითხო, ან ვის ვენდო, ვის დავუჯერო?..
დაბადებიდან აზვირთებულ ზღვაში მივცურავ,
და ყველგან დამდევს ბედი ჩემი, ცხენი უბელო...
არა მაქვს აწმყო, არც წარსული, არც მომავალი,
ეს ბედი ჩემი მიმაქროლებს, მიმაჭიხვინებს...
და არსაიდან, არსაიდან, არსად არავინ,
არ შემიბრალებს და რომც მოვკვდე არ დამიტირებს!!!


უიმედო, ქედმოხრილი ცოდვის ტვირთით,
ცხოვრებისგან, უამრავჯერ გავილახე,
პატიება ვერ მივიღე ვერსად თითქმის,
თანაგრძნობა ვერავისში დავინახე.
უფლის კარავს, ეკლესიას შევეფარე,
ცოდვილები, გულს ხომ იქით მიჰყავს.
ჩემი სულის ტკივილები განმიქარვე,
შევევედრე თითქმის ყველა წმინდანს.
უფლის ჯვართან გაჩერებულს, არ მჯეროდა
ასხივებდა იმისთანა ნათელს,
ის კი, მშვიდად მიყურებდა და ელოდა,
ფერხთით როდის დავუნთებდი სანთელს.
მონუსხული შევცქეროდი კეთილ თვალებს,
მაზიარა იმქვეყნიურ სითბოს,
,,არ გეგონოს ჩემზე მეტად დაიღალე"
ჩამჩურჩულა, გამამხნევა თითქოს.


მამაკაცებს არ სჭირდებათ სიყვარული სექსის გარეშე, ქალებს - სექსი სიყვარულის გარეშე. ქალები საუბრის დროს ჭამენ, მამაკაცები ჭამის დროს საუბრობენ. ქალები ბანაობენ, მამაკაცები-ცურავენ. ქალები ოცნებობენ, მამაკაცები - გეგმავენ. მამაკაცებს თვალებით უყვართ, ქალებს - ყურებით. მამაკაცები შემოსავლებს მალავენ, ქალები - ასაკს. მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის, ქალის - მატჩის ბიუროზე. განქორწინებული მამაკაცი - თავისუფალია, ქალი - მარტოხელაა.ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან.


დავეცი?
მერე რა,_ცხოვრება რთულია,
არ გადამიარო!
ხელი მომეცი,
წამომაყენე,ადამიანო!
დავეცი?მერე რა ,_რა ჩემი ბრალია!
ხელი მომეცი,იქნებ წამოვდგე,
შენი ვალია!
დავეცი?მერე რა,_ისევ ავდგები,
ცხოვრება ძნელია!ხელი მომეცი,
სულით დაცემაარა მჩვევია!
დავეცი?_არ გადამიარო!
წამომაყენე ადამიანო!...


ადამიანები გაჭირვებულს, დაავადებულს, ცხოვრებისგან დამცირებულს დაინახავენ, ვითომ თავის გულკეთილობის და მწუხარების გამოსახატავად იტყვიან: "ღმერთო დაეხმარე!", "ღმერთმა გიშველოს!"... ყველაფერს ღმერთს ავალებენ და ვერ ხვდებიან საკუთარ ვალდებულებას...


"დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შეძლებდა ცხოვრებას, დავიწყება რომ არა? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი, რისი გახსენებაც არ სურს? გულს ამსხვრევს მოგონების წიდა" (ტრიუმფალური თაღი)



იღბლიანები ფულით ცხოვრობენ, უიღბლოები- უფულოდ, არამზადები- ფულისთვის.


“სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩასვამ, რადგან მას სამყარო ვერ იტევს. იგი ძალაა ღმერთისა, ანგელოზის ენით ნათქვამი. მთავარია შენ გიყვარდეს, გიყვარდეს ისე, რომ სამაგიეროს არ ელოდო.. გიყვარდეს.. რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ..” მამა პეტრე


← წინა 1 2 3 4 5 ... 20 შემდეგი
ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში