9 ნაბიჯი ბედნიერებისაკენ
30, თბილისი, საქართველო

691.jpg



ჩვენი ბედნიერების შეგრძნების ყველაზე საიმედო წერტილად შეიძლება გვემსახუროს მადლიერება იმისათვის, რაც ჩვენ უკვე შეგვიძლია. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მეტის და უკეთესის ძიება იმისი მთლიანი შეგნებით, რომ ახლაც კი უკვე ბევრი რამ გვაქვს. ბედნიერების მატარებელი ხომ ვერსად ვერ წაგვივა იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით მემანქანის ადგილას. იმისათვის რომ სწორედ ახლა იყო ბედნიერი შეიძლება თავის გართმევა გრძელვადიანი გეგმების გარეშეც. ამის გაკეთება კი შეიძლება რამოდენიმე მარტივი ნაბიჯითაც. არც თუ ისე დიდი დავალებები არ გააუმჯობესებენ თქვენს განწყობას იმდენად, როგორც თქვენს მიერ მიღწეული შედეგები მოგეხმარებიან უფრო ხალისიანად შეხედოთ დღევანდელ დღეს.


უფრო მეტი აქტიურობა. თუ ზიხართ - ადექით, გახსენით ფანჯარა, გააკეთეთ 10-წუთიანი გასეირნება.მეტი შეგიძლიათ - მეტი გააკეთეთ!


%25D1%2581%25D1%2587%25D0%25B0%25D1%2581%25D1%2582%25D1%258C%25D0%25B5-%25D0%25B4%25D0%25B5%25D0%25B2%25D1%2583%25D1%2588%25D0%25BA%25D0%25B0.jpgქუჩაში გაისეირნეთ. მზის სინათლე, სუფთა ჰაერი, სურნელი, ხმები - ყველაფერი ჩინებული დადებითი სტიმულია თქვენი გონებისა და ემოციებისათვის.

ხელი გამოიწოდეთ. დაუწერეთ ე-მაილ-ი მეგობარს, რომელიც დიდი ხანია არ გინახიათ, დაურეკეთ ახლობლებს ან სრულიად უცნობ ადამიანს დაუწერეთ კომენტარი ან დაახასიათეთ მისი სტატია. ადამიანებთან კარგი ურთიერთობები - ეს მნიშვნელოვანია!


მოაშორეთ კუდები. ფეხსაცმლის გასარემონტებლად მიცემის დროა? დროა სტომატოლოგთან მისვლა? ყოველ ჩვენგანს აქვს საქმეების მთელი სია, რომლის გაკეთებამდე სულ ვერა და ვერ მიგვიწვდება ხელები. ახლა მაინც გააკეთეთ ამ საქმეებიდან ერთი მაინც. ხო, და დანიშნეთ სტომატოლოგთან შეხვედრა! ამ თქვენი სიის თითო პუნქტით კლებით, თქვენ იგრძნობთ საკუთარ თავს ნებისყოფის და დისციპლინეს გიგანტად. ხოლოთვითპატივისცემა - ეს მნიშვნელოვანია!


მეტი კომფორტი. ახლავე მსოფლიო წესრიგის დამყარება არ არის საჭირო, მაგრამ ნახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ 10 წუთში საკუთარი კომფორტისათვის.


კეთილი საქმე. იპოვეთ რამოდენიმე კეთილი სიტყვა გარშემომყოფთათვის - თქვენ ეს შეგიძლიათ! ხო,და არის ფაქტები, ვინც უფრო მეტ კომპლიმენტს უკეთებს გარშემომყოფებს, ისიც გრძნობს თავს უკეთესად +


98aee0a8769a.jpg


გამოიკვლიეთ ბედნიერება. დამტკიცებულია, რომ ხელოვნურ ღიმილსაც კი შეუძლია აუმაღლოს განწყობა მის მფლობელს და გარშემომყოფებს, ხოლო თუ ღიმილი სულიდან მოდის +
გაიგეთ ახალი. დაფიქრდით, რა სიახლის გაგებას მოისურვებდით, იმიტომ, რომ თქვენ პირადად გაინტერესებთ ეს. ეძებეთ ინფორმაცია ინტერნეტში ან იყიდეთ წიგნი, დაუკავშირდით სპეციალისტს ამ სფეროში. ეს ყველაფერი მოგცემს საკუთარი ზრდის და პერსპექტივის შეგრძნებას.

10 ნახვა
 
კომენტარები
kamkama 08.04.2011

dzalian kargiaa yochag *THUMBS UP* *KISSED*

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში