''ნასესხები სიცოცხლე ''  რემარკი
30, თბილისი, საქართველო

ერიხ მარია რემარკი ,,ნასესხები სიცოცხლე"

13.01.2011

ავტორი:z.k.

12 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 12:30 და 23.30 სათზე

ღმერთს არ უყვარს ბოროტი ადამიანები და ივიწყებს მათ არსებობას. ამიტომაც ცოცხლობენ უსასრულოდ დიდხანს - ერიხ მარია რემარკი.

,,ნასესხები სიცოცხლე” გამოქვეყნდა 1959 წელს. ეს რომანი იმით გამოირჩევა მწერლის სხვა ნაწარმოებებისაგან, რომ მასში ავტორი არ ეხება პოლიტიკას და მისი ყურადღება კონცენტრირებულია მთავარი გმირების ფსიქოლოგიაზე.
ამ რომანის საფუძველზე სიდნეი პოლაკმა გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა ალ პაჩინომ. საერთოდ რემარკის ნაწარმოებები ცხრამეტჯერაა ეკრანიზებული.
ერიხ მარია რემარკს დიდი პოპულარობა მოუტანა პირველივე რომანმა ,,დასავლეთის ფრონტი უცვლელია”. ეს რომანი 1929 წელს გამოიცა და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უმრავლესობა მიიჩნევდა რომ რემარკმა სრული სიმართლე თქვა ომის საშინელებაზე, ხოლო იმ დროს უკვე მომძლავრებული ნაციონალ-სოციალისტები და მათი მომხრეები პირიქით - მიიჩნევდნენ, რომ ამ რომანით რემარკმა უღალატა გერმანიას და მის მეომრებს. რომანი ითარგმნა 26 ენაზე და იმ პერიოდისათვის არნახული, 2,5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ამან მწერალს პოპულარობასთან ერთად დიდი შემოსავალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ქართულ ეს რომანი ენაზე თარგმნა კონსტანტინე გამსახურდიამ.
,,ცხოვრება მეტისმეტად ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის” - რემარკის ეს გამონათქვამი სრულიად შეესაბამებოდა მის ცხოვრებას.
რემარკის პოპულარობა და მისი პირადი ცხოვრება ბევრს არ მოსწონდა. თომას მანსა და შტეფან ცვეიგს აღიზიანებდათ რემარკის სახელის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და მას არ მიიჩნევდნენ დიდ მწერლად. გერმანელ ოფიცერთა ლიგამ გააპროტესტა და ხელი შეუშალა რემარკის წარდგენას ნობელის პრემიაზე. მას აბრალებდნენ, რომ ასრულებდა ანტანტის შეკვეთას, რომ ხელნაწერი მოპარა მოკლულ ამხანაგს და ა.შ. არადა მისი ცხოვრება მრავალ ტრაგიკულ მომენტს შეიცავდა. 1943 წელს ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს მისი და, სასამართლოზე მას უთხრეს - სამწუხაროდ თქვენი ძმა ვერ ჩავიგდეთ ხელში, მაგრამ ის მაინც ვერსად გაგვექცევაო.

ვფიქრობთ, რომ ეს რადიოსერიალი დააინტერესებს იმათ, ვისთვისაც ნაცნობია რემარკის შემოქმედება, ხოლო იმათ კი ვინც ჯერ არ იცნობს, მისი ნაწარმოებების წაკითხვის სურვილს აღუძრავს.

65 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში