ველური მზერით გიყვარს თამაში
34, თბილისი, საქართველო

ველური მზერით გიყვარს თამაში,ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაშიშენ, გაზაფხული და შემოდგომა.ჯანსაღი ფერით,მდიდარი ტანითმოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერიჩემს წასალეკად და გასატანადდა არსაიდან არ ჩანს საშველი.შენა ხარ ჩემი თავდავიწყებადა მზიან გულზე დარდად მოწოლა.ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,აგაბრიალებ ველურ კოცონად.შემოგადნება სხეულზე კაბაროგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანიდა ოცნებებში თრთის ვარდის ქაფადშენი ღვთიური,რძისფერი კანი.მოდი,იხუვლე,ნაპირს გადმოდი,თავდავიწყებას რახან მპირდები.მე ცარიელი ვარ კალაპოტიდა ამომავსე შენი ზვირთებით."

1 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში