მოლოდინი!
57, Athens, საბერძნეთი

,,გული ისე ღელავს არ ჩერდება,
როგორც ზღვის ტალღები ქარიანში,
კედლებს აქეთ-იქეთ ეხეთქება,
ჩიტი დამწყვდეული გალიაში.
უნდოდა ეფრინა თავისუფლად,
ფრთები გაეშალა, ენავარდა,
თავი აღარ ეგრძნო გარიყულად,
საკუთარ სამშობლოში ეავკარგა.
ჯერ დრო არ დაუდგა დაბრუნების,
ჯერ ისევ ცივა და ზამთარია,
გული მოლოდინში აპრილების,
როგორი გამძლე და ამტანია.
ჯერ ხომ არ დამდგარა გაზაფხული,
გული მოლოდინით გატრუნულა,
ჩიტი ქუხილისგან დაზაფრული,
თითქოს წვიმისაგან გალუმპულა.
იმედს არ დაკარგავს არასოდეს,
გული დარდისაგან გალახული,
ისევ გაიხარებს, როგორც ოდეს...
კვლავაც დაუდგება გაზაფხული."

1 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში