daviale modi chemtan ufalo
24, ქუთაისი, საქართველო

-მამაო, ლოცვის თქმა მავიწყდება.
"ეს არც არის გასაკვირი, შვილო, რადგან შენ ლოცვა არ იცი და მხოლოდ ახლა იწყებ სწავლას. აუცულებელია, ისეთივე სიბეჯითე და გულმოდგინება გამოიჩინო, როგორც სხვა ცოდნის შეძენისას იძენდი. ამ საქმეში განსაკუთრებულად გვებრძვის ბოროტი, რათა წინ აღუდგეს ჩვენს წინსვლას. საჭიროა სიმტკიცე, გულმოდგინება, თავის იძულება. იაკობ მოციქული თავისი უბრალოებით გვასწავლის "წინა-აღუდექით ეშმაკსა, და ილტვოდეს თქუენგან".
რამდენი რამ შევიძინე მე ამ სკვნილისა და მოუკლებელი ლოცვის წყალობით. რამდენ საცდურსა და განსაცდელს გავექეცი, რომლთა დაყოლაც შეიძლება ცხონების ფასად დამჯდომოდა."

დაბნელებულ გონებას, რომელიც ვნებებით, უმოქმედობით და უამრავი მომიზეზებებით არის დატყვევებული, არ სურს ქრისტეს მოუხმოს საშველად. ამიტომ იძულებით უნდა ვაკეთებინოთ საქმე, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, რადგან უფალი ბრძანებს : " თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი". ჩვენი ბერი იოსებიც ნიადაგ შეგვახსენებდა ღირსი იოანე კიბისაღმწერელის სიტყვებს : "იძულება ბუნებისა სამარადისო"

მე იესოს ლოცვის შესახებ სიტყვა გამიგრძელდა,რადგან გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მაცხოვრის ყოვლადწმინდა სახელის გამუდმებული მოხმობის გარეშე, მარტო ჩვენი თავის ამარა, ვერ შევძლებთ უხილავ ბრძოლაში ბნელეთის ძალების დამარცხებას.

ნუ დაკარგავთ სიმხნევეს - იარეთ ვიწრო და გრძელი გზით, რადგან შეუცდომლად მხოლოდ ის მიგიყვანს ცხონებამდე. როდესაც გონებას სიზანტეს შეამჩნევთ, ისევ და ისევ მოუხმეთ ლოცვას და ნუ შეასუსტებთ მცდელობას, და "ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას" რათა უხვად , და "არა ზომით" , დაასაჩუქროს ისინი, ვინც ხსნას ტკივილითა და უდიდესი მონდომებით ევედრება.

/არქიმანდრიტი ეფრემ კატუნაკელი /

1 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში