daviale modi chemtan ufalo
24, ქუთაისი, საქართველო

"უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

ლოცვა არის ყველაზე დამღლელი და მტკივნეული შრომა. ამიტომაც მოგვიწოდებს პავლე მოციქული : "ლოცვასა განეკრძალენით, იღვიძებდით მას შინა მადლობით." ეს არის შრომა გონებისა. ცნობისმოყვარეობასა და მიმოფანტულობას შეჩვეულ მოხეტიალე გონებას შეზღუდვა და "დილეგში" გამომწყვდევა არ მოსწონს. ასეა მანამ, სანამ მადლი "ღვთის შეგრძნების" კარს არ გახსნის და როცა ეს მოხდება, გონება უკვე აღარასოდეს მოისურვებს, ღმერთთან ერთობის სიტკბოს განეშოროს. იმ სიტკბოს, რომლშიც არის ანგელოზთა ნეტარება და საზრდო, მართალთა დიდება და სიხარული და მარადიული ცხოვრების გემოსხილვა.

ღმერთი მადლს მდაბალთ უწოდებს. როდესაც ამ გზით აღვძრავთ მადლის მოქმედებას, მაშინ იგი უერთდება გონებას და ნებისმიერი გახსენება ჩვენი უტკბილესი მაცხოვრისა სიხარულსა და მშვიდობას გვანიჭებს. "მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე". ასე ხორციელდება ცხოვრებაში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები : "სუნთქვაზე უფრო ხშირად მოიხსენე ღმერთი".

ლოცვას ვერ აღვწერ, მაგრამ ვინც იგი სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეიგრძნო, მის გამოუთქმელ სიდიადეს შინაგანად განიცდის.

სულიერი ლოცვა ადამიანს ღმერთს ამსგავსებს. როგორც უფალს უყვარს ყოველივე, მლოცველიც ასე თაუგრძნობს და განიცდის საერთო საკაცობრიო ტკივილს. გამუდმებით ტირის არა საკუთარი თავის სანუგეშოდ, არამედ ყოველთა მგლოვარეთათვის და მათთვისაც კი, ვინც მას მტრობს და თავს ესხმის, თან იმეორებს უფლის სიტყვებს: მიუტევე ამათ რამეთუ არა იციან რასა იქმან".

/ წმ. ეფრემ კატუნაკელი /

1 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში