daviale modi chemtan ufalo
24, ქუთაისი, საქართველო

"უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე."

" როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაკეტე კარი" (მათ. 6,6). რა თქმა უნდა, უფალს აქ მხედველობაში აქვს - გულის სიღრმე. ფხიზელი ცხოვრების მასწავლებელი, ყველა მამა, გვასწავლის გონების გულისკენ ამგვარ მიქცევაზე.

წმინდა ბასილი დიდი გონების ამგვარ მიქცევასა და გულში მის პყრობაზე შემდეგ ღირსსახსოვარ სიტყვებს ამბობს: "არ იფანტება რა გონება გარეგან საგნებზე და გრძნობათა ზემოქმედებით არ ერთობა რა ამასოფლით, შედის საკუთარ თავში და აღვალს აზრთან ღმერთზე; ამ სიკეთით გასხივოსნებული ვარდება თავდავიწყებაში თავად ბუნებაზე; სულს არ იტაცებს არც ზრუნვა საჭმელ-სასმელზე, არც წუხილი სამოსელზე, არამედ ყოველგვარი მიწიერი საზრუნვისაგან თავისუფალია, საუკუნო სიკეთეების მოპოვებას მიაპყრობს ყურადღებას."
ამბა ისააკ ასური შეგვაგონებს: "შეავიწროვე საკუთარი თავი და მტერი შენი გაძევებულ იქნება შენი მიახლოებით. შეურიგდი საკუთარ თავს და შემოგირიგდება ცა და ქვეყანა. გაისარჯე, შეხვიდე შენს შინაგან საუნჯეში და იხილავ საუნჯეს ზეციურს, რამეთუ ერთიც და მეორეც - ერთი და იგივეა, შეხვალ ერთში, ხედავ ორივეს. კიბე სასუფელვისა შენს შიგნითაა, დაფარულია შენს სულში.

დიდი ყურადღება და სიფხიზლეა საჭირო, რომ გონიერმა ლოცვამ ნაყოფი გამოიღოს. ძალზედ დაიქანცები ვიდრე მიხვდები, რომ უყურადღებო და სიფხიზლეს მოკლებული ლოცვა დროის კარგვაა, უსასყიდლო შრომაა. საჭიროა ყოველგვარ გრძნობას, შიგნით და გარეთ, ერთი დარაჯი დუყენო - ყურადღება, რამეთუ მის გარეშე გონიერი და სულიერი ძალები ცარიელსა და უბრალო საგნებში იფანტება, როგორც შარაზე დაღვრილი უვარგისი წყალი.

/წმ. იოსებ ისიხასტი/

1 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში