თურმე, რამდენი დამრჩა სათქმელი...
47, რუსთავი, საქართველო

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2782393581785213&set=a.102187023139229&type=3&theater


აყირავდება თავში რითმები

და ბოლოს, ღმერთიც,
ბედს შემატოვებს...
ვერაფრით ვხვდები,
რით ვერ ვმშვიდდები,
რა მოვუხერხო ამ სიმარტოვეს?
ვერ მოვიფიქრე სხვა ვერაფერი,
უმისამართო ლოდინის გარდა...
დღემდე მეგონა,
ვთქვი ყველაფერი...
რისიც მჯეროდა და გულით მწამდა...
ზოგჯერ ვერ ვხვდები საით წავიდე,
გზააბნეული, დროს რომ მივყვები
და სიბნელეში გეძებ თავიდან:
ფიქრებით, ლოცვით,
ჩუმი სიტყვებით
დრო მიდის, ისევ ჩემს გზას მივყვები
თავს შევაფარებ მე,
უფლის კალთას...
ვეღარ მიშველის ვიცი სიტყვები
ის წარმომაჩენს
ცრუსა თუ მართალს...
ვერ დააბრუნებს დროს ვერაფერი...
თუკი სიყვარულს,
წლები გათელის...
როცა მეგონა,
ვთქვი ყველაფერი ...
თურმე,
რამდენი დამრჩა სათქმელი...
---
ზვიად კეჭაყმაძე
4.11.2019

1 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში