01.10.2019
>
31, Батуми, საქართველო

,,ვერასოდეს ვიტანდი ჩაკეტილ სივრცეს... არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი... არ მიყვარს ღრუბლიანი დღე, რადგან არ მომწონს, როცა მზეს მიმალავენ... მეშინია სიმაღლის და მაინც უსაშველოდ მიყვარს მთები... რადგან მუდამ მგონია, რომ მთის ბილიკებს მივყავარ ღმერთთან... და მაინც, არ მეშინია ფრენის... (ოცნების დროსაც კი...) ძალიან მაოცებენ, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო ადამიანები... არ მიყვარს ცოდვა, რადგან უამრავჯერ ამაცდინა გზას...! არ მიყვარს უმთვარო ღამე და ცარიელი ცა... ცა ვარსკვლავების გარეშე... არ მიყვარს სოფლის სახლი უძაღლოდ... კაცი უმეზობლოდ... გაზაფხული ბედნიერი სახეების გარეშე... არ მიყვარს ქოლგა, რადგან დასველებისაგან მიცავს... მებრალება შურიანი ადამიანი... და მეზიზღება შური... არ მინდა ომი, რადგან მომავალს მისპობს... არ მინდა მტრობა, რადგან მოსვენებას მიკარგავს... არ მიყვარს ძვირფასი სამკაულები... ამპარტავანი ხასიათი... ვგიჟდები თავმდაბალ კეთილშობილებზე... არ მიყვარს ოქრო... მიყვარს ოქრო – გულიანი კაცი... (ვერცხლი მუდამ მაგონებს იუდას...) ვგიჟდები უბრალო, თავისუფალ ურთიერთობებზე...მიყვარს იქ ყოფნა, სადაც სითბოა, სიყვარული და გულ – ღია ხალხი... არ მინდა დილა – მზის გარეშე...! არ მომწონს ცარიელი სახლი და მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავის მოდუღება... არ მინდა ადამიანების დაკარგვა უბრალო მიზეზების გამო... არ მომწონს კამათი და მაოცებენ გულცივი, ურეაქციო ადამიანები... ვერ ვიტან ჩაკეტილ სივრცეს... რადგან არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი... უჰაერო ოთახში კი, არასოდეს მეტევა მზე.."❤

2 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში