31.08.2019
???
35, თბილისი, საქართველო

მინდა გხედავდე

==============

ბნელა... აანთე გვირილები, როგორც მზეები...

რა საჭიროა სიბნელეში ხელის ცეცება...

ნუ გაერთობი საკუთარი "მეს" აღზევებით,

თორემ ერთ დღესაც სული სევდით დაგეძენძება.


ცივა... სამყარო შეიბურა ნისლის მარმაშით.

აგიწკრიალე სასთუმალთან ცრემლის აკიდო...

როდის მიხვდები, რომ არ არის ჟამი - თამაში,

გული მომეცი, უჟმურ დღეებს ცეცხლად წავკიდო.


გახსოვს ?.. ოდესღაც მიტოვებდი კართან აპრილებს...

დაღამებამდე დავყვებოდით ქარებს - ხელკავით...

ახლა სიდინჯის მივადექით საშიშ ნაპირებს,

აღარც ქარი გვყავს, ვნების ზართა ჩამომრეკავი...


ბნელა... აანთე გვირილები...

გხედავდე, მინდა.


მარიამ კოზმანაშვილი

1 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში