შეყვარება
35, ქუთაისი, საქართველო

არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ ყველა ადამიანს გონებაში იდეალური პარტნიორის მოსაძებნად „სიყვარულის რუკა" აქვს შექმნილი. ამ რუკაზე აღბეჭდილია ყველა ის გამაღიზიანებელი თუ მომნუსხველი ადამიანი და გამოცდილება, რომელიც მას ბავშვობიდან შეხვედრია და გამოუცდია: თუნდაც ვიღაცის ხუჭუჭა თმა, მამის ხუმრობა, დედის მანერები, მეხანძრის უნიფორმა, ექიმის ხალათი და ა.შ. ბუნებრივია, პარტნიორები ვერასოდეს აკმაყოფილებენ რუკაზე მოცემულ ყველა მოთხოვნას, თუმცა საკმარისი რაოდენობის მაჩვენებლების დამთხვევა ქსელების გადახლართვას იწვევს და გზავნის სიგნალს, რომ ეს სიყვარულია. ახალმა საუკუნემ, უბრალოდ, შეცვალა ის, რომ ეს სიგნალი სიყვარულის მაძიებლებმა დღეს შეიძლება ვირტუალურ სამყაროში, ონლაინ რეჟიმშიც იპოვონ ისე, რომ პარტნიორს პირისპირ არც შეხვდნენ. "ახლა შესაფერისი ადამიანის მოსაძებნად მთელი ბაზები არსებობს. აბა, თბილისის ქუჩებში სად ვეძებო ის რჩეული ადამიანი?!" - ამბობს 35 წლის გიორგი, რომელიც ფლირტის საიტების ხშირი სტუმარია. გიორგის პარტნიორის პოვნისთვის და შეყვარებისთვის გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე ქალს, - მიიჩნევენ მეცნიერები. ქალების მოთხოვნები გაცილებით კომპლექსურია და მათ მეტი დრო სჭირდებათ კანდიდატის შესარჩევად: უსაფრთხოება, მომავალი შვილების პოტენციური მამის ნიშან-თვისებები, სტაბილურობა და საზოგადოებრივი სტატუსი - მათთვის ეს ყველაფერი პარტნიორის შერჩევის მთავარი წინაპირობაა. თუმცა გარანტიებს პარტნიორისგან არა მხოლოდ ქალები ითხოვენ. შესაძლოა ამიტომაც, სულ უფრო მეტი ადამიანი სასიყვარულო კავშირს ამყარებს მეგობართან, რომელსაც ენდობა. სინამდვილეში კი გარანტიები არ არსებობს და მხოლოდ პრაგმატული გათვლები ხშირად არ არის ხოლმე წარმატებული ქორწინების და ურთიერთობის წინაპირობა.Конец перепискиВведите сообщение...

7 ნახვა
 
კომენტარები
Akaki 06.09.2019

girgi suratebshi amerika chans? rogoria amerikashi cxovreba?

giorgi 25.08.2019

ar gezareboda amis cera ??? cakitxvac ki damezara iseti cvetiani azrebia 🤣🤣🤣🤣🤣

Akaki 23.08.2019

კარგია

გაუქმებულია!!!! 18.08.2019

საინტერესო იყო...

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში