20 წესი რომელის შესრულება საჭიროა წარმატებისათვის
35, ქუთაისი, საქართველო

 20 წესს, რომელის შესრულება საჭიროა წარმატებისათვის. 

1. იყავი ყურადღებიანი. 
2. იყავი ფრთხილი. 
3. იპოვე სხვაობა მათ შორის, თუ რა გინდა და რა გჭირდება. 
4. შენი ემოციები არის მნიშვნელოვანი და შენ არ შეგიძლია მათი უარყოფა ან ჩახშობა. 
5. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემოციებმა უნდა გმართონ, ხანდახან უნდა გაჩერდე, დაფიქრდე და შეწყვიტო ძიება. 
6. იყავი შენი ცხოვრების უფროსი აწ და ყოველთვის. 
7. სცადე იყო ბავშვი ბავშვური ქცევების გარეშე, ეს გამოიწვევს გაკვირვების ეფექტსა და დაგანახებს სამყაროს ახალი თვალით. 
8. მეორე შანსი იშვიათობაა, ამიტომ გამოიყენე ყოველი არსებული. 
9. სცადე მავნე ჩვევები შეცვალო კარგით. მაგალითად სიგარეტის მოწევა ჩაანაცვლე დილის ვარჯიშით. 
10. გრძელვადიანი ბედნიერება და სიმშვიდე არის იშვიათობა და ის თავისით არ მოდის. სხვა ადამიანები მას ვერ შეგიქმნიან. თქვენ თვითონ უნდა გათვალოთ რა შედეგი მოჰყვება თქვენს გადაწყვეტილებებს. 
11. ნამდვილი სიყვარული არის აგებული პატივისცემაზე. მართალია გატაცებებსა და ვნებებში არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ეს არასოდეს არ არის საკმარისი. 
12. საუკეთესო რამ ცხოვრებაში არ არის უფასო, რადგან ფასდაუდებელია და მისი ყიდვა შეუძლებელია, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ფასი. 
13. ნუ აგერევათ აგრესია და სიმკაცრე, პასიურობა და სისუსტე. 
14. ნუ აიღებთ სხვის პრობლემებს, თქვენი საკუთარი პრობლემებიც თავისით გამოჩნდება და ის საკმარისზე მეტი იქნება. 
15. სიამაყე ბევრ სადარდებელს გაგიჩენთ. 
16. ისწავლეთ ცეკვა ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც გაგათავისებინებთ საკუთარ სხეულს. 
17. ეცადეთ ამოიღოთ შაქარი თქვენი ყოველდღიური რაციონიდან, ასევე ცხიმი და აკონტროლეთ თქვენი ქოლესტერინის დონე, მოერიდეთ მარილსაც, უკვე ისედაც საკმარისად მიიღეთ. 
18. თქვენი მზადყოფნის კიდევ ერთი ნიშანია, დააკავშიროთ ამბიციები და ენერგია; (”ნუ ჩაკბიჩავ იმაზე მეტს, ვიდრე შეძლებ შეჭამო”) 
19. მითითებების გაცემა ლიდერობას არ გულისხმობს. 
20. შეცდომები იქცევა წარუმატებლობად, როდესაც უარს იტყვით მათ გამოსწორებაზე.

1 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში