სამყარო არ შეიძლება კარგი ან ცუდი იყოს – ის უბრალოდ არის.
49, თბილისი, საქართველო

მომიტევე მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრა: "ეგო – სხვადასხვა პოზაში ხმარობს ადამიანს!" …და ხშირად ძალზედ გარყვნილ ფორმებში. ამ გარყვნილების ერთ-ერთ ვარიანტს – საკუთარი უბედურების სამყაროზე გადაბრალება წარმოადგენს.

ეგო საკუთარ თავს სრულყოფილად და ყოვლისმცოდნედ თვილის. სწორედ ამიტომ, ეგოს ტყვეობაში მყოფი ადამიანი, ვერც კი აცნობიერებს, რომ მან თავად აირჩია ის ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობს და თავად უზრუნველჰყო ყველაფერი ისე, როგორც ის ცხოვრობს.


- ესეიგი, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ის ასეთი უბედურია?

პასუხი მყისიერად ჩნდება: "რა თქმა უნდა სამყარო". აი თურმე ვინ არის ყველაფერში დამნაშავე.

შემდეგ კი ეს აზრი ეპიკური რომანივით ვითარდება:

- მე, ასეთი შესანიშნავი ადამიანი, პტაქტიკულად სრულყოფილების განსახიერება, იძულებული ვარ ბოლო დონის არარაობასავით ვიარსებო ამ უსამართლო სამყაროში, სადაც ვერავინ მამჩნევს და არავინ მაფასებს.

სამყაროს ლანძღვა ძალზედ ადვილია. მას არ შეუძლია გიპასუხოს. ის უბრალოდ არის.

ლანძღვა შეიძლება – მაგრამ ამას არავითარი აზრი არ აქვს. შენ მოგეცა სიცოცხლე – შენ კი უკმაყოფილო ხარ. კარგი დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ – ის მალე დასრულდება.

ეგო კულისებს მიღმა

- რატომ არ ხარ ბედნიერი? იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერს, რასაც აკეთებ, საკუთარი "მე"-სთვის აკეთებ. ხოლო, ის არ არსებობს! © ძენ-ბუდისტური სიბრძნე

იმისათვის, რომ გაიგო, თუ სად უშვებ მთავარ შეცდომას, ეგოს კულისებს მიღმა უნდა შეიხედო. რა ხდება იმ მომენტში, როდესაც წუწუნის, ჩივილის და შინაგანი უკმაყოფილების გამოხატვის სურვილი ...გიჩნდება?გინდა უამრავი, რამ მაგრამ სამკარო ეწინააღმდეგება შენს სურვილებს–შენ კი, სურვილი გიჩნდება, რომ მთელს ხმაზე იყვირო:

- და სად არის ამ ქვეყნად სამართალიიი?!ანუ, დააკვირდი რა ხდება შენს გონებაში. შენ არ იღებ იმას, რაც ამ მომენტში – აქ და ამჟამად ხდება და თვლი, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი როგორღაც სხვაგვარადაც მოხდეს.

- მაგრამ – რატომ სხვაგვარად?

- ვინ ხარ ასეთი, რომ შენი გულისთვის რეალობა შეიცვალოს?

როგორც კი შეეცდები გულწრფელად უპასუხო ამ კითხვას, შენ თვალნათლივ დაინახავ, თუ როგორ გმართავს შენი ეგო.

მსგავსი ფრაზები დაწყებისთანავე იშიფრება:
მე ხომ ჩემი საქმის საუკეთესო სპეციალისტი ვარ;
მე ხომ ორი დიპლომი მაქვს;
მე მეტს ვიმსახურებ.

ყოველი მსგავსი ფრაზის წარმოთქმის შემდეგ, შენი ეგო სულ უფრო და უფრო სუქდება, შენ კი იწყებ ტანჯვას. შენ იტანჯები საკუთარი დაუდევრობის გამო, იმიტომ რომ:

არ გინდა გააცნობიერო, რომ რაც არის ახლა – ის არის!

ამის არ მიღება – ტანჯვას ნიშნავს. მთელი ეს ოცნებები უკეთეს ცხოვრებაზე – მხოლოდ რეალობისგან გაქცევაა და მეტი არაფერი.

შენი ეგო, ყველანაირად გიცავს, რათა არ მოგცეს ცნობიერების სინათლის შემოშვების საშუალება. ის შენი მარცხით, ტანჯვით, დანაშაულის გრძნობითა და შიშით იკვებება. ეგო გაიძულებს რომ არაცნობიერ მდგომარეობაში დაგტოვოს. ის აზრ-ფორმებთან, შინაგან ხმასთან და ემოციებთან გაიგივებინებს თავს და სწორედ ის უკვეთავს შენში იმ ამინდს, თუ როდის გაღიზიანდე, როდის გიხაროდეს და ა.შ.

ეს ერთადერთი ძირითადი მიზეზია იმისა, რატომაც არ მოეწონება ეს პოსტი ბევრ ადამიანს!

ანუ, შენ ხარ ტყვეობაში და პირველ რიგში უნდა აღიარო ეს.

შენ უნდა აღიარო, რომ:არ იმოქმედე და იქ სადაც ხარ და როგორც ხარ....შენი ბრალიააა...ახლა კი მოდი სხვა კუთხიდან შევხედოთ ამ ოპერას. რახან შენ გაგიჩნდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ესეიგი ერთადერთი ჯანსაღი გზა საითაც მთელი ძალისხმევით უნდა მიმართო საკუთარი აზრები – ეს შენი მწველი სურვილისკენ მოძრაობაა.

- რა კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამ სწორედ ახლა – აქ და ამჟამად?

აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ ერთადერთი, რაც შენ გაგაჩნია – მხოლოდ ეს მომენტია. სხვა დანარჩენი – ილუზიაა.

სამყარო არ შეიძლება კარგი ან ცუდი იყოს – ის უბრალოდ არის.

"მე ვიქნები ის, ვინც შენ გსურს, რომ ვიყო, – აცხადებს ცხოვრება. მე ისე მოგექცევი შენ, როგორც შენ მომექცევი მე. თუ შენ აღმიქვავ პრობლემად, მე ვიქნები შენთვის პრობლემა. თუ შენ აღმიქვავ წინაღობად, მე ვიქნები შენთვის წინაღობა!" © ეკხარტ ტოლე

P.S. გახსოვდეს: სამყარო – ეს შენი სურვილების ახდენის საამქროა, მაგრამ ამასაც ცოდნა და გამოყენება სჭირდება. ნუ დაელოდები, რომ სამყარო თავისით მოგცემს რამეს. ისწავლე, როგორ მიიღო საწადელი თავად.
P.S ახდენ თუ ვერა საკუთარი ეგოს იდენტიფიცირებას და საერთოდ რას ფიქრობ ამ საკითან დაკავშირებით? პატივისცემით, სიყვარულით და რწმენით ...(ეგოს ტყვეობაში..)

2 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში