მატყუარა ვარ....
31, თბილისი, საქართველო

მატყუარა ვარ, სულ ვიტყუები, ვიტყუები რომ კარგად ვარ და ვიქმნი სამყაროს სადაც ფერებს ვიხამებ სულზე. ვაშენებ კედლებს გადაულახავს, რომ ვეღარ მომწვდნენ, ვერ შემეხონ ტალახიანი ხელებით და ვერ შემდგნენ გულზე... მატყუარა ვარ, ვინიღბები ათასი ნიღბით, მაშინ როდესაც თვალებს ვმალავ გამცემენ რადგან სულის საჭურჭლედ მქცევიან და ათასი ჭირის ფიქრის და დარდის დასტყობიათ უღმერთო დაღლა... მატყუარა ვარ, სულ ვამბობ რომ ესეც გაივლის, თავად არ მჯერა ჩემი თავის, ვაჯერებ მავანს, და როგორც წესი შეგროვებულ ტყუილებს მერე ღამეს ვუყვები და ვაბარებ თითქოსდა თავანს... მატყუარა ვარ და სიჩუმეს ვსწავლობ გრძნობებზე, რომელთაც ერთ დროს ხმაურები მოჰქონდათ ჩემში, ყველაფრისაგან გადაღლილი ვეძებ სიმშვიდეს, უფრო ხმაურს მოწყურებული... და ზუსტად ვიცი რომ სწორედ ეს სიმშვიდე შემშლის...

108 ნახვა
 
კომენტარები
mari2435 06.02.2019

ყველაფრისაგან გადაღლილი ვეძებ სიმშვიდეს, უფრო ხმაურს მოწყურებული... და ზუსტად ვიცი რომ სწორედ ეს სიმშვიდე შემშლის...

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში