მჭირდები...
31, თბილისი, საქართველო

ქარია, სიცოცხლე მესულერთა, შიშველი ხეები მცივა სულში ფოთლებად ჩამოცრემლილ დღეებიდან აღარაფერი გადამირჩა რაც რომ კივილები დამიგროვდა ახლა ყველა გარეთ გამოვუშვი ასე დაცლილი და ცარიელი საკუთარი თავიც აღარ მინდა... ვხედავ დილამდე რომ შორი არის (სულის ფორიაქი ვერ დავიცხრე) მთელი მოთმინება შესწავლილი, თითზე ჩამომარცვლით გამოვრიცხე გარეთ, არეული შემოდგომა ისევ ისადგურებს მარტოობით, თითქოს ჩემი თავის ბნელ კუთხეში ბრმა და ყრუ სენაკი გამომიყვეს გრძნობის.... უნდა მაპატიო არსებობა, ხვალე შეიძლება არც კი ვიყო, სევდით თვალები რომ ამვსებოდა ყველა სიხარული დავითხოვე დუმილს მორგებული ხმაურებით ჩემი უშენობა მხრებით დამაქვს ახლა მჭირდები და ახლა ვერ გთმობ ხვალე შეიძლება გამითოვდეს... ბოლო წამებია ნოემბერის უფრო წამებაა უშენობით, ფიქრებს გადადებულ მონატრებას სევდის სახადივით მოვერიე ხვალე უსათუოდ დავზამთრდები, დარდებს შემატებულ ქარიშხლებით, ყველა უსაშველო ტკივილები თმენის წყებად რომ მაქვს შესწავლილი მომერევა....

34 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში