საქრთველოზე
33, ხონი, საქართველო

მე მაშინ მოვკვდი, როცა შენი მიწა დაჯიჯგნეს,

ვერაგმა მტერმა უმოწყალოდ გადაგიარა...

შენთვის ვიბრძოლებ, - თუნდ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს

ომის ჭრილობამ დღემდე ისევ არ გამიარა.

მე მაშინ მოვკვდი საქართველო როცა დამიჭრეს,

დაანაწევრეს და გაყიდეს ნაწილ - ნაწილად,

ქართული მიწის ყოველ გოჯას გულზე მაჭრიდნენ,

ჯარისკაცების სისხლის წვეთი სულში მაწვიმდა...

მე მაშინ მომკლეს,- გამიყინეს სისხლი ძარღვებში

სამშობლოს ცაზე გადიფრინეს გუნდმა ყვავების,

ოღონდ შემეძლოს აგაღმერთო, გაგამთლიანო,

ოღონდ შემეძლოს ო, რარიგად აგაყვავებდი!

მტერო ქრთველთა ნუ წამართმევთ სიცოცხლეს ჩემსას,

არ დავიჩოქებ შენს წინაშე, - თავს არ ვხრი დაბლა,

მეამაყება ქართველობა, - ესა მაქვს ჩვევად,

თუნდ მის სანაცვლოდ გულზე დამდოთ შანთი და დამღა

- ბოლო სუნთქვამდე მაინც ვიტყვი ,- მე ვარ ქართველი!

არ დავივიწყებ ჩემი ფესვის ადათს და წესებს,

ვიცოცხლებ მისთვის, - გავამრთელებ თქვენს გათელილ

გზას

თქვენეულ მტრობას თან გავატან ქარსა და მეწყერს...

ამ ქართულ ცაზე კვლავ გადიფრენს მტრედების გუნდი,

მშვიდობითა და სიყვარულით ინათებს ზეცა,

კვლავ გადაივლის ღრუბლები დაშავი ბურუსი,

კვლავ დავულოცავ ქართველობას გაწმენდილ გზებსა.

მაშინ მოვკვდები, თუ იმედი ჩაკვდება ჩემში,

მაშინ მოვკვდები, დადივიწყებ რომ ვარ ქართველი,

აბიბინდება სიყვარულის ყვავილთა თქეში

და ღვთისმშობელი დაგვაფარებს კალთასმფარველის!


თია ყავრელიშვილი


1 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში