ქალის ხვედრი...
32, თბილისი, საქართველო

ასე ხდება... წლები რომ გადის მერე ხვდები ასე რომ რომ ხდება... მერე ხვდები თურმე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება..წლები კი გადის, მაგრამ მანამდე ვერ გრძნობ სანამ თმაში შეპარულ ჭაღარას არ იპოვი, სანამ თვალუს არეში მიგდებულ ნაოჭს არ დაუწყებ გაქრობას, სანამ სასწორი ათი კილოთი მეტს არ გადაირტყავს და სანამ სამჯერ გაჭრილი მუცლის არე თავს არ შეგახსენებს ყოველ დღე... ასე ხდება ალბად და იქნებ ასე უნდა იყოს... ეს ცხოვრებაა. ერთია გულის ტკენა საკუთარ გაწეწილ და დაკარგულ დროზე ფიქრი მაგრამ როდის იყო დრო უკან ბრუნდებოდა... ან სხეული ინარჩუნებდა "ქალიშვილობის" ფორმას... ან სული ინახავდა ოცნებებს, ან სიყვარული თავის ადგილს. ხოდა დაე წავიდეს დრო... იქამდე იაროს სანამ არ დაიღლება, მერე ერთად დავისვენებთ. მე ბედნიერი... შენ ჩემზე უფრო და ის შენზე უფრო... რა დალევს ამდენს , მაგრამ ყოველგვარ ნიღბის გარდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები ხომ ვიცით ვინც ვართ...ყველას ჩვენი მიზეზი და ჩვენი ახსნა გვაქვს, მაგრამ ვინ გისმენს?

40 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში