ტკივილად ნაქცევი ცხოვრება...
32, თბილისი, საქართველო

რა უცნაურია ადამიანი... წამში ახერხებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, წამში ანულებს ყველა მისთვის ჩადენილ სიგიჟეს, გივიწყებს თითქოს არც არსებულხარ მის ცხოვრებაში, თითქოს არაფერი არ იყო, იქნებ არც იყო... იქნებ ის ყველაფერი სიზამრი იყო, ან ოცნება რეალობის სურვილით... იქნებ ის ხელები სულაც არ მეფერებოდა, არც ის ტუჩები მკოცნიდა, იქნებ სურვილი გავქცეულიყავი მასთან ერთად სადმე შორს, იქ სადაც არ იქნებოდა დენი, ინტერნეტი, ხალხი, არავინ მეტყოდა რა ცუდი ვარ რომ ეს გავაკეთე, არავინ მეტყოდა მე შენი არ მესმის ეს როგორ ჩაიდინე იქნებ ესეც არ იყო რეალობა... სად დავიკარგე.... სად არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ლექსები რატომ გახუნდა? რატომ აღარ ვწერ არაფერს სად დაიკარგა ჩემი მუზა? ჩემი ღიმილი? ვინ უნდა მითხრას რომ ეს ყველაფერი არ არის სიგიჟე? რატომ აირია ცხოვრების გზები? ის გზები ამდენი წელი სწორად რომ მივდიოდი? რატომ ხდება რომ ერთჯერადად იქცა ვნება? სიტყვები? მე ხომ უბრალოდ ამ ყველაფერმა ერთ საზიზღარ ადამიანად მაქცია:( ვის მოსწონს ეხლა ესეთი მე? მხოლოდ მე... ტკივილად იქცა ცხოვრება ერთ დიდი მოურჩენელ ტკივილად

124 ნახვა
 
კომენტარები
maker 09.12.2018

ტკივილი არ ვარგა, საერთოდ ყოველგვარი მიჯაჭვულობა უკან სვლაა

bbeeqqaa 20.10.2016

:)

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში