მერე რააა...
32, თბილისი, საქართველო

ესეც ასე დაიწყო... ის დრო დადგა სკუთარი თავი ყველამ რომ იცის აი ძილის წინ შენს ფიქრებში შენს თავთან რომ რჩები და იცი, ზუსტად იცი ვინც ხარ. მერე რა რომ მთელი დღე ფილტვები გაიჟღინთა დარდით ჩამწვარი სიგარეტის კვამლით გახვალ გარეთ (უკიდურეს შემთხვევაში აივანზე) და ჩაისუნთქავ ამ ჯერად მანქანისგან გამონაბოლქვ ბენზინის არომატს რა მნიშვნელობა აქვს რით აავსებ ფილტვებს მთავარია სუნთქავ... ის მეზობლები რამდენიმე წამის წინ ერთმანეთის სიყვარულში ერთმანეთის თავს რომ იფიცებდნენ ეხლა სადაცაა გამეტებულად მოქნეული სხეულის რომელიმე ნაწილი მოხვდებათ ესეც მერე რაა ხვალ ისევ ძმები იქნებიან: ))

ვინ იცის ვის რამდენი ღამე აქვს გათენებული მე ღაამეები მათენებენ ეს ის დროა სულის კივილის, ჩუმი კივილის რადგან ხმამაღლა არ შეიძლება ხალხს გიჟი ეგონები ხალხის აზრი კი მთავარია...
ეს ის დროა ზოგი ოთახში ჩაკეტილი რომ ტირის, ზოგი ვნებას მისცემია გათენდება და ორივე დამთავრდება...
ეს ის დროა ზოგი რესტორანს რომ თავზე იმხობს ზოგი კი ფოდნოსებით დაარბენინებს გაბინძურებულ ჭურჭელს ესეც დამთავრდება...
ეს ის დროა ზოგს რომ სიბნელის ეშინია, ზოგი კი სიბნელეს ეძებს, ზოგი ქმარს ელოება, ზოგი კი ქმრისგან იპარება ღამე ნაკლებად ჩანს ვითომ...
ეს ის დროა ჩემნაირებს რომ ღამე გვათენებს და ხვალ ისევ ავავსებთ ფილტვებს სიგრეტის კვამლით... მერე რა მთავარი ხომ ისაა რომ ვსუნთქავთ და ვინ რა იცის რომ ვაი ამ სუნთქვას...

40 ნახვა
 
კომენტარები
Archil 10.11.2016

ზოგი კი ქმრისგან იპარება ღამე ნაკლებად ჩანს ვითომ... xdeba, vici asetic))))) saintereso iyo)))))

jeremy 10.09.2016

dzalian kargia, madloba rom qveynebt.

mako mako 10.09.2016

madloba tqven rom kitxulobt chems blogebs: ))

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში