25.01.2019
Mmm
27, თბილისი, საქართველო

ხშირად მეუბნებიან, რომ ძლიერი და გამბედავი ვარ მიხარია ხოლმე, ის კი არა, რომ ჩემი სიძლიერე დაინახეს, არა ... ის მახარებს რომ ჩემს სისუსტეს ვმალავ კარგად. ხო... ეს ჩემი როლია და მე ვთამაშობ. ისე ვარ შეჭრილი როლში, რომ ხანდახან მეც ვეღარ ვხვდები ვინ ვარ. (აქ სარკეში საკუთარ ანარეკლს გავხედე და მალევე ავარიდე თვალი... რაც ჩემმა სახემ დაღლილის ნიღაბიც მოირგო, სარკეში ყურება აღარ მიყვარს... ) ბოლოს როდის მოვიხსენი ნიღაბი არ მახსოვს... მახსოვს ბევრი რამის მეშინოდა... განსაკუთრებით ადამიანების დაკარგვის და ამის გამო ბევრჯერ და ბევრი დავთმე... ხშირად უტკენიათ, მაგრამ დაკარგვის შიშის გამო პატიების უთხოვნელად მიპატიებია. მეგონა ასე ჩემს სიყვარულს დავანახებდი და მეგონა ერთხელ მაინც დამინახავდნენ. შემდეგ ნელნელა შიში გაქრა და მივხვდი, რომ დავიღალე, მათი სიბრმავით, ტკვილით დავიღალე, და წამოვედი... ვისი დაკარგვისაც მეშინოდა ბოლოს თვითონ მივატოვე... ახლა? ახლაც მეშინია, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ ადამიანს რაც უფრო ადვილად პატიობ, უფრო მეტ შეცდომას უშვებს. რაც მეტად ანახებ, რომ მისი დაკარგვის გეშინია, მით უფრო ნაკლებად გიფრთხილდება... ასეთები ვართ ადამიანები, შეცდომისთვის თუ არ დავისაჯეთ უფრო დიდ შეცდომას ვუშვებთ... მაშინ ვაფასებთ როცა ვკარგავთ... ხოდა ავდექი და ყველასგან წამოვედი, ვინც ვერ მხედავდა... ადამიანები არ იცვლებიან (ალბათ) მაგრამ ხომ იზრდებიან... რომ გაიზარდო უნდა ისწავლო, შეცდომებზე უნდა ისწავლო, რომ ისწავლო, უნდა შეცდე... მეც ვისწავლე, მეც გავიზარდე... და მივხვდი, რომ ცხოვრება გვნიღბავს გვინდა ეს ჩვენ თუ არა... მეც გავიზარდე, და მივხვდი, რომ ცხოვრება სპექტაკლია და ყველა რაღაც როლს ვთამაშობთ... ამ სპექტაკლში თითქმის ყველა მთავარი როლისთვის იბრძვის და ავიწყდება, რომ მთავარი, როლის ხარისხი კი არა, მისი შესრულების ხარისხია, ამიტომ ბევრი იმ როლსაც კარგავს რაც ერგო და მარიონეტს ემსგავსება... ზოგი კი მთელი ცხოვრება მაყურებლად რჩება ... მეც ჩემი როლი მაქვს და ვთამაშობ... მეც ვიბრძვი, მაგრამ მთავარი როლისთვის არა, მე სცენაზე დგომისთვის ვიბრძვი... მარიონეტობა არ მინდა... მაყურებლობა მით უმეტეს... როგორ არა, ახლაც მწყინს ხოლმე... და ახლაც ვპატიობ, მაგრამ ადვილად აღარ!!!

261 ნახვა
 
კომენტარები
Love4You 25.01.2019

kargia

nia 25.01.2019

Madloba :*

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში