ქართველი ქალი
28, თბილისი, საქართველო

დიდი ხანია ვფიქრობდი და მინდოდა დამეწერა, მაგრამ მიზეზს ვერ ვპოულობდი ან უფრო ძლიერ იმპულს ვეძებდი ალბათ, რომ ამ თემას ამ კუთხით და ასე ღრმად შევხებოდი. ის იმპულსი კი რამაც ამ საკითხზე მუშაობა გადამაწყვეტინა არის ამბავი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩემი ყურით მოვისმინე და რომელმაც იმდენი ემოცია გამოიწვია ჩემში, თავგზა ამიბნია, დამაფიქრა წარსულზე, აწყმოსა და მომავალზე და რაღაც ზიზღის მაგვარმა დაისადგურა ჩემში, თუმცა ეს უფრო მეტი იყო რაღაც გამოუცნობი გრძნობა, რასაც სიტყვებით ვერ ავხსნი და ეს ამოუცნობი გაელვება, უეცრად გაჩენილი ხანძარი ჩემში მიმართული იყო ქალთა სქესის, როგორც ყველა საზიზღარის, ყველაზე ბინძურის და ყველაზე ამაზრზენის წინააღმდეგ. მკითხველო არ მინდა გეგონოს თითქოს ჩემში ისეთი რეაქცია მოჰყვა ზემოთ აღნიშნულ ამბავს და ქალთა სქესი ისე შევიზიზღე, რომ არასდროს გავეკარები მათ ან შეიძლება ორიენტაციაც შევიცვალო, არა პირიქით ახლა ვიქნები ის გულქვა, ცივი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გრძნობებით ითამაშოს, შეუძლია მოიტყუოს შეუძლია მოირგოს ყველა ის ნიღაბი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში დასჭირდება. მეორეს მხრივ არ მიყვარს ეს რადიკალური მიდგომებიც და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა როგორც იტყვიან ხოლმე, რადგან ყველგან არის კარგიც და ცუდიც შესაბამისად არიან გამონაკლისი ქალებიც, რომლებიც ჩემს უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ და აღრფრთოვანებული ვარ მათი, ამიტომ მსგავსი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ნამდვილად არ მოიაზრებიან ჩემი კრიტიკის ობიექტებად. იმაზეც მეცინება ახლა თუ ვინმე ფემინისტი ამას წაიკითხავს; მგონი რას არ გაივლებს გულში ჩემზე, რას აღარ იფიქრებს, თავისი უტყუარი ქალური ლოგიკით ჩემზე როგორ დასკვნებს არ გამოიტანს, მაგრამ არაუშავს მოხდეს ის რაც მოსახდენია მთავარია სიმართლე სიმართლეთ დარჩეს. მეგობრებო ალბათ ძალიან გადავუხვიე და თქვენც გაინტერესებთ ფაქტი, რომელმაც ასეთი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, კარგით ბევრს აღარ გავაგრძელებ მოკლედ ამბავი ასე გამოიყურება...:

რამდენიმე დღის წინ სახლში გვიან ღამით რეკავს ტელეფონი, საუბარი მაქვს სახლის ტელეფონზე, ეს ის მომენტია ხოლმე, როცა თუ მე ან ჩემი ძმა კომპიუტერთან არ ვზივართ ადგომა ყველას გვეზარება, მაგრამ რატომღაც იმ ღამით ყველანი ერთად ვუყურებდით რაღაც კომედიური ჟანრის ფილმს; მამა წამოდგა ტელეფონის ყურმილი აიღო ხელში და უცებ გაშეშდა, როგორც ჩანს რაგაც ცუდი უთხრეს ყურმილი რომ დადო თავი დაბლა დახარა და გაიქინია და გვითხრა რომ მისი ძველი მეგობარი გარდაიცვალა, იქნებოდა ალბატ სადღაც 52-53 წლისა და ინფაქტმა იმსხვერპლა. მოკლედ ძალიან რომ არ გავაგრძელოთ მამა იმღამითვე წავიდა თავის სხვა მეგობრებთან ერთად იქ კი ასეთი რამ მოხდა. ერთ-ერთმა მეგობარმა ხელში აიღო თურმე გარდაცვლილის პიჯაკი და გულის ჯიბეში მოკრა თვალი სურათის ნაწილს მან ივარაუდა, მაგრამ ვარაუდი გაუცრუვდა როდესაც სურათს დახედა თავიდან ვერ შეიცნო სურათზე არსებული პიროვნება მერე სხვა მეგობრებსაც აჩვენა ძველებს მაშინ კი გაირკვა ამ ადამიანის უფრო კონკრეტულად ქალის ვინაობა, ეს სურათი ოჯახისწევრებისთვის არ უჩვენებიათ არც იყო იმ დროს ამის საჭიროება. თავიდან მეც გავოცდი დამაინტერესა ვინ იყო სურათზე და კითხვებით მოკლედ შევაწუხე ამ ამბით შეძრული მამაჩემი და მისი მეგობრები, ბოლოს გავარკვიე რომ სურათზე ქალი, კიდევ უფრო ზუსტად ახალგაზრდა გოგო იყო გამოსახული, რომელიც გარდაცვლილს ყმაწვილკაცობაში შეყვარებოდა, შეყვარებოდა თან ნამეტნავად (როგორ მიყვარს ეს სიტყვა ნამეტნავად), ხოდა ისე იყო გადავარდნილი ამ სიყვარულში ღამეები არ ეძინა თურმე, ათას სისულელეს სჩადიოდა, სიყვარულს როგორც სჩვევია ხოლმე რა ზუსტად ის სიმპტომები იყო. თან ეს ბიჭი თბილისელი იყო, გოგო ბათუმელი და ერთ-ერთ ზაფხულს გაიცნო და მის მერე შეიცვალა მისი ცხოვრება. ხშირად ჩადიოდა ბათუმში აკითხავდა ერთად დასეირნობდნენ- თან ეს ბათუმი მუდამ წვიმიანი, მაგრამ მყუდრო, თავისი ვიწრო ქუჩებით და რომანტიული საღამოთი ზღვის ნაპირთან ტალღების შხრიალის ხმა რომ გესმის და შხეფები გესხმევა ოდნავ ფეხებზე. თუმცა ცხოვრებაში რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვგონია რომ მოხდება ალბათ ბევრმა იცით და გამოგიცდიათ თქვენს თავზე. გაზაფხულის მიწურული იყო ზაფხული იწყებოდა, უკვე საშინელი სიცხეები იყო თბილისში, მაგრამ ჯერ ბათუმში წასვლას ეს სიყვარულით შთაგონებული ახალგაზრდა ვერ ახერხებდა-მოსდის წერილი უეცრად, საცად ეს გოგო იწერება, რომ სასწრაფოდ უნდა მისი ნახვა. ისიც ბევრი აღარ უფიქრია მიატოვა სამსახური, აიღო ბილეთები მატარებელზე და გაეშურა ბათუმისკენ. იქ კი საოცარი ამბავი დახვდა - "იცი მე ორსულად ვარ, ვიცი ამას არასდროს მაპატიებ ამიტომ შეგიძლია რაც გინდა მიყო, მე თავის მოკვლაც ვიფიქრე, მაგრამ პატარას რას ვერჩი მემგონი სჯობს თუ ერთმანეთს აღარასდროს ვნახავთ, მაპატიე გთხოვ! ძალიან გთხოვ!! სიგიჟემდე მიყვარხარ!! საკუთარ თავზე მეტად!!" - ეს იყო ქალის სიტყვები არც ზედმეტი ახსნა არც მიკიბ-მოკიბული საუბარი, პირდაპირ თქვა რაში იყო საქმის არსი, ახალგაზრდა მამაკაცი დაიბნა, აი ისე იყო რომ იტყვიან ხოლმე მერჩივნა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავარდნილიყავიო თუ რაგაც მსგავსი, გახევდა, გონებას ფიქრი არ შეეძლო ვერ ამუშავებდა, ვერც ენა დაძრა ადგილიდან, მხოლოდ ის ახსოვდა რომ ატირებული გოგონა, რომელიც გამოემშვიდობა თვითონაც კარგად უთხრა ისიც ენის ბორძიკით. მერე გაირკვა რომ იმ გოგოს იქაურ ბათუმელთან კარგა ხანია ჰქონდა ურთიერთობა ეს არ იყო რაღაც ახალი და თან ძალიან ბევრმა იცოდა მათი ერთად ყოფნის შესახებ. ყველაზე მეტად იმან გამაგიჟა, რომ მამაჩემის მეგობარს დღემდე ახსოვდა უყვარდა და არ დავიწყებია მიუხედავად იმისა რაც გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი შექმნა და შესანიშნავი მეუღლე, ორი გოგონა და ბიჭი ჰავდა; სულ გულით დაატარებდა მის ფოტოს. ღმერთო ჩემო განა ასეთი სიყვარული ბევრია ამ ქვეყნად?! უბრალოდ ვერ ვიჯერებ.
ჰო, აი სწორედ ამბავი, რომელმაც ფართო რეზონანსი გამოიწვია, მეც ამაფორიაქა. ქალი? ალბათ ყველაზე ცუდი არსებაა ამ ქვეყნად, მას იმდენი რამ შეუძლია, შეუძლია ერთდროულად აღმაფრენა და დაღაფრენაც გამოიწვიოს, აგაშენოს და დაგაქციოს, გაგაბედნიეროს და გაგაუბედუროს. განა შეიძლებოდა იმ ქალის პატიება იმ შემთხვევაში, შეიძლებოდა მისი გაგება? რომელმაც ასე უნამუსოდ უღალატა გულისწორს და გაიმეტა ტანჯვისთვის, ხო რაც მოხდა ამის თქმა კარგად ჩვევიათ ქალებს თავის შეცოდებაც ყველა ერთნაირია მსგავს სიტუაციებში. ისე ჩემი არც თუ ისე დიდი ცხოვრებიოსეული გამოცდილებით, გაგონილი ამბებით ნელ-ნელა ვხვდები რა დაბლა -დაბლა იწევს ქალის სტატუსი მანდილის მატარებელი ქალის სტატუსიდან, ნუ აქ გასაგებია ბევრი იტყვის ეს 21-ე საუკუნე, ეს მოდერნიზაცია, შენ რა ტრადიციულად მოაზროვნე, კონსერვატორი ადამიანი ყოფილხარო, ბევრი იმასაც მეტყვის - ჩვენ ხომ ევროპელები ვართ, განა ევროპისკენ არ მივისწრაფით, განა ეს ასოცირების ხელშეკრულებაც ამის დასტური არააო? ანდა რავიცი კიდევ რას, მაგრამ ფაქტი ერთია და ფაქტად რჩება ჩვენ ზოგადად ტრადიციების მიმდევარი აზიელები უფრო ვართ ვიდრე ევროპელები, ჩვენ ასე ადვილად ჩვენ მენტალიტეტს ვერ შევცვლით, თუმცა ამას რომ თავი გავანებოთ ეს ძალიან ზოგადია მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, სულაც არ ვარ ტრადიციულად მოაზროვნე შეიძლება მისაღებიც იყოს გოგონას რომ ქონდეს ქორწინებამდე სექსი და ამაში გასაოცარი არაფერია ეს ბუნებრივი მომენტია, მაგრამ არსებობს ყოველთვის გარკვეული საზღვრები ყველაფერში. ქართველი გოგოები კი ყველა ზღვარს აბიჯებენ, თუნდაც ამ საიტზე სასაცილოა მდგომარეობა, რამდენი ვითომ თავისუფალი გოგონაა საიტზე პოპულარობა რომ სურთ, შენ შეგხვდებიან გეტყვიან -"ასე ყველას კი არ ვხვდები" ამ დროს უკვე ნახევარს გადაზასული, ან ნახმარიც ყავს საიტიდან( ნუ ეს რა თქმა უნდა თეორიის დონეზე), შენ გულში გეცინება. ამას კი ამტკიცებს უამრავი ფაქტი რომ მას ზალიან ბევრთან აქვს ურთერთობა. ნუ მოკლედ ამ საიტის თემა რა მოსატანია მთლიანობაში ზოგადად სიტუაციაა სასაცილო, ალბათ ქმარს გაშორებული შვილიანი დედების მოსახლეობაზე შეფარდების სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვექნება მსოფლიოში, ანდა პატიოსანი გოგოები რომლებიც ქალიშვილები არიან, მაგრამ ანალი, ორალი და ზასაობა კარგად აქვთ გამჯდარი; გოგოები- რომელთაც პატარა ასაკში დაკარგეს ქალიშვილობა, მიზეზი- ბავშვები იყვნენ გამოიყენეს, ახლა არა რას ამბობ- იგივე შეცდომას აღარ გაიმეორებენ, არადა სასაცილო ისაა, რომ ქართველი ქალი ერთსა და იმავე შეცდომას რამდენჯერმე იმეორებს; გოგონები - რომლებიც ბიჭებს მეგობრებს ეძახიან ნუ ეხლა უკვე 2 დღეა იცნობენ და მერე სექსი აქვთ და ისევ მეგობრებად რჩებიან ანდა ძმაკაცებს ეძახიან და მათთან აქვთ სექსი. ნუ მოკლედ ამას გარდა იმდენი რამაა რისი თქმაც ძალიან მეზარება და უკვე ისეთი ჩვეულებრივი გახდა აღარც ვაქცევ ყურადღებას, რაც ქართველი ქალის განსაკუთრებული და ინდივიდუალური აზროვნების შტრიხებს გამოკვეთს.

31 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში