01.12.2013
* * *
28, თბილისი, საქართველო

დღესაც წამიღეს უცხო ფიქრებმა,
ალბათ მე ძილის არ მაქვს დროება!
ეს კაეშანი კვლავ მომერია,
და დამიბინდა ისევ გონება;
არ მაქვს სიმშვიდე და მოსვენება,
რაღაც უაზროდ წრიალებს ჩემში;
დავიძმობილე ღამის წყვდიადი
და ავურიე ეს ღამე დღეში.
გამომეპარა ეს განთიადიც
და ალიონის ნაზი მშვენება;
ჩამომეძინა სარკმლის კიდესთან,
თავგზააბნეულს მე მეჩვენება,
ისევ ღამეა, ცაზე მთვარეა
და კიაფობენ იქვე ვარსკვლავნი;
არ მეძინება ისე უაზროდ,
მხოლოდღა ბოლო მესიჯს ვაგზავნი.
ჩამესმის ყურში მუსიკის ჰანგი,
სულის სიღრმეში მე ვვგრძნობ სიმშვიდეს,
დავხუჭავ თვალებს დავწვები პირქვე
ვთავისუფლდები, ვიხსნი სიმძიმეს;
და თითქოს წამით ჩემ გარეშემო
ჩერდება ყველა და ყველაფერი;
ვივიწყებ ფიქრსაც, ოდნავ ვდუნდები;
და გარინდული მე შესაფერისს;
ჩემი განწყობის ვადევნებ სმენას,
სრულიად უცხო მშვენიერ ჰანგებს;
ვეძლევი ღრმა ძილს გამენათევი,
ვივიწყებ ფიქრის მე ყველა საგნებს.
ვეშვები სადღაც უცხო სივრცეში,
მოდუნებული მივყვები მასვე;
უეცრადსხივი სინათლის დიდის,
აკიაფებდა ჩემს წინად წამსვე
და ასე უცებ სივრცეში ჩაფლულს,
უცნაურ გრძნობით მიტყდება ძილი;
და რეალობა ზმანებასავით
გადაქცეული გარშემო მივლის.
გაბრუებული წინა ღამის უძილობისგან,
ახლა ისევე თავს ვატან ძალას,
რომ წამოვდგე და კიდევ ეს დღეც,
როგორც ეს დილა შევმატო ნანახს.
გაბრუებული, მუხლმოდრეკილი;
მე ხატების წინ აღვავლენ ლოცვას
და შევთხოვ უფალს სიმშვიდეს სულის;
გადვიწერ პირჯვარს დავუწყებ კოცნას,
ხატებს მშვენიერს, მშვიდდები ცოტა;
დავდგები ფეხზე, შევხედავ ზეცას,
ვივიწყებ ფიქრებს, ვეძლევი ყოფას;
რეალურ საწყისს და უფრო მეტსაც.

13 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში