msurs mec gavatbo patara saxli
28, თბილისი, საქართველო

როგორ გატყუებთ ჩემი იერი
უზრუნველობის მსუბუქი ლანდი...
გგონივართ ლაღი და ბედნიერი,
სულ მხიარული… სულ დარდიმანდი…
თქვენ არ გინახავთ ჩემს თვალზე ცრემლი
ღამით, როდესაც მარტოკა ვრჩები,
ჩემი ბალიში ქვასავით სველი და ფიქრთა ჩემთა
ვეება მთები...
მსურს, მეც გავათბო პატარა სახლი,
მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლას ვუცდი,
არცერთი წუთი ჩემთვის არ ვცხოვრობ!
ვალია ჩემი ყოველი წუთი...?!…
ფიქრიანია ჩემი სიმღერა, რადგან სიცოცხლე სხვაგვარად მიჩანს…
გვეძახის ვალის გადასახდელად...
ქალაქის კართან მომდგარი მიწა!!
თქვენ კი გატყუებთ ჩემი იერი,
უზრუნველობის მსუბუქი ლანდი...
გგონივართ ლაღი და ბედნიერი,
სულ მხიარული...
სულ დარდიმანდი
 

3 ნახვა
 
კომენტარები
tevchoevcho 25.01.2012

*THUMBS UP* *THUMBS UP*

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში