შენ ახლა დგახარ შიშვლად ნაპირთან
33, თბილისი, საქართველო

შენ ახლა დგახარ შიშვლად ნაპირთან,
ქარი კი გათლილ მკერდზე დაგცქერის.
მე ვიცი, იგი კოცნას დაგპირდა
და ზღვას დაგპირდა თრთოლვის და ძგერის.
და გელულება სივრცით თვალები,
ფიქრი გაგონებს იმ მღვრიე ღამეს,
როცა მე და შენ განცდით მთვრალები
მივენდეთ თვლემას და სიხამხამეს
და გაცახცახებს ის გახსენება,
რომ ჩვენთვის მაშინ გაქრა ყოველი
და ერთმანეთში შლეგი ჭენება
იყო ქარივით დაუდგრომელი.

მათე მარადელი

1 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში