შენთან ერთად დაბერება მინდა,
34, თბილისი, საქართველო

შენთან ერთად დაბერება მინდა,
შენთან ერთად გათეთრება მინდა,
შენი ნაოჭების ხელით დათვლა მინდა,
შენში ჩემი თავის ნახვა მინდა,
შენს სუნთქვაში დაძინება მინდა,
შენთან ერთად გაღვიძება მინდა,
შენი გაბრაზება მინდა,
შენს თვალებზე ლაღი ცრემლის ნახვა,
სიხარულის განცდა მინდა შენით,
შენთან ჩემი თავი მიყვარს,
შენთან ერთად არ მაშინებს ყინვაც,
შენთან ერთად დაბერება მინდა,
შენთან ერთად გათეთრება მინდა,
მეტი არაფერი - თუნდაც
შენს ხელებში მე სიკვდილი მინდა.

0 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში