me da isev chemi leqsi
30, თბილისი, საქართველო

იცი, მე სხვა ვარ,
მე არ ვგავარ ყველას ნაფიქრალს
და უსაშველოდ გაწოლილან სულში დარდებიც...
ვეძებ სილურჯეს, ცის ლაჟვარდს და უსასრულობას
და ოცნებების ასრულების რიგშიც არ ვდგები.
იცი, მე ზღვა ვარ,

მწარე ფიქრით აქაფებული
და რა ხანია, სუფთა ზეცა ვეღარ ავრეკლე...
და ყოველ დილით, როცა ისევ ვიწყებ ცხოვრებას
შიშველი ხელით ვერ ვგლეჯ დარდის უხეშ ნარ-ეკლებს...
მე ვიწრო გზა ვარ,
მწვერვალისკენ მიდის რომელიც
და სიხარულის იმედებსაც ვამჩნევ ხანდახან...
თუმც, რა ხანია დიდმა სევდამ დამისაკუთრა,
ფერად-ფერადი ყვავილებიც უწყლოდ გადახმა...
მე ვარ პეპელა... მე ვარ ია, მე ვარ ღრუბელი,
ხან სულ არ ვიცი, რატომ ვარ და მართლა როგორ ვარ...
შენი ცხოვრების ის ფერმკრთალი
მანათობელი,
ხშირად რომ მალავს უხმო ცრემლებს
მე ის გოგო ვარ...

0 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში