02.11.2010
,,,,,,,,,,,,
31, თბილისი, საქართველო

შენს სულში რა მინდა? თუ ვერ გავათენე,
მასში, სიმარტოვის ბნელი ირონია.
ახლა გატირებდი, დედას გეფიცები,
თუმცა, ეგ ცრემლებიც, ჩემთვის მირონია.
მე შენთან რა მინდა? - ზედმეტი სიტყვების,
მაგივრად თვალიდან მზის სხივის დაკრეფა,
ყველა გაელვებით, რომ ჰგავდე გაზაფხულს,
ისე კი ამინდი მანაღვლებს ნაკლებად.
ან ეხლა რად მინდა? ვუყურო უშენოდ,
ბნელ ქალაქს - მაღლიდან, დაყრდნობით რაფაზე,
ქალაქში ნისლია (ეს მე ვარ ამ წუთას)
და სიო ქუჩებში აცეკვებს ნაფაზებს.
რა მიყვარს? - რომ ვწყდები, საერთოდ სამყაროს,
შენს მკერდზე ჩასუნთქვით, თავს როცა მივადებ
და მინდა, ხო მინდა! მეტს ვითხოვ ყოველთვის,
რომ უფრო თბილოდეს, რომ უფრო გიყვარდე.
მე შენგან რა მინდა? - სუნთქვა ასინქრონულ
პულსში გადაზრდილი გულის ჩქარი ფეთქვა,
როცა ახლოსა ხარ - მუდამ ასე არის,
ან თუნდაც შორს იყო, მაინც უნდა მეთქვა -
მიყვარხარ...

29 ნახვა
 
კომენტარები
sabedo 04.01.2013

მე შენგან რა მინდა? - სუნთქვა ასინქრონულ
პულსში გადაზრდილი გულის ჩქარი ფეთქვა,
როცა ახლოსა ხარ - მუდამ ასე არის,
ან თუნდაც შორს იყო, მაინც უნდა მეთქვა -
მიყვარხარ...

თათი თათი 04.01.2013

mshvenialuria:):):)

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში