ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე
33, ფოთი, საქართველო

ეჰ... ნეტავი ვინ დაგვთარსა ასე, დარუბანდის აღარ ვდგავართ კართან, ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე, რომ გვფარავდეს ღვთისმშობელის კალთა. სამებაში ისევ ვანთებ სანთელს - როგორც ერთი ქრისტიანი კაცი, დანდობისკენ მოვუწოდებ ქართველს, არ მსურს იყოს განტევების ვაცი. საქართველო გაკრულია ჯვარზე, მაგრამ მაინც ღმერთი არის ჩვენთან, გადავრჩებით დღეს თუ არა ხვალ - ზეგ, თუ ვიქნებით ძველებურად ერთად. სანამ ვცოცხლობთ - ნუ წავბილწავთ ხატებს, რწმენით დავდგეთ დარიალის კართან, ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე, რომ გვფარავდეს მარიამის კალთა.

0 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში